x
image
ქეთი1988
ბალტო - ნამდვილი ამბავი ძაღლზე, რომელმაც ქალაქი ეპიდემიისგან იხსნა

image

ალბათ, ყველას გინახავთ მულტფილმი მამაც ძაღლზე, ბალტოზე, რომელმაც ქალაქი ეპიდემიისგან იხსნა. სიუჟეტი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და დღესაც, ალიასკაზე სკოლებში ბავშვებს ამ მამაც ძაღლზე ბევრს უყვებიან.

1925 წლის იანვარში, ოქროსმომპოვებელ ქალაქ ნომში, ალიასკაზე დიფტერიის ეპიდემიამ იფეთქა, ავადმყოფობა მთელ ქალაქს უქმნიდა საფრთხეს, განსაკუთრებით საშიში კი ბავშვებისთვის იყო. ქალაქის საავადმყოფოში ანტიტოქსინები არ ჰყოფნიდათ და წამლები დამატებით თვითმფრინავით უნდა ჩამოეტანათ, მაგრ დაბალი ტემპერატურის გამო მან აფრენა ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს წამლები ქალაქში ძაღლების საშუალებით, მარხილებით გადაეტანათ.

მანძილი, რომელიც 105 ძაღლს უნდა გაევლო 1085 კილომეტრს შეადგენდა, მთელ ამ სვლას კი გულმოწყალების დიდი რბოლა შეარქვეს.

რბოლის მთავარი გმირი გახდა ნახშირივით შავი ჰასკი, სახელად ბალტო. თავისი ცხოვრების პირველ წლებში ბალტო მხოლოდ საჭმელის გადამზიდი იყო, თვლიდნენ რომ ძალიან ნელი და სუსტი იყო უფრო რთული სამსახურისთვის. მოგვიანებით მარხილშიც შეაბეს, მაგრამ არ ეგონათ რომ ლიდერობას გამოიჩენდა, როგორც ეს წამლების გადმოზიდვის დროს მოხდა.

ბალტოს მარხილს ვიდმე გუნარ კასანი ხელმძღვანელობდა, სწორედ მათ უნდა გაევლოთ 84 კილომეტრიანი მონაკვეთი. როგორც კასანი ამბობდა, ძლიერი თოვლის და ქარის გამო შეუძლებელი იყო გაშლილ ხელს იქით რამის დანახვა და სწორედ ბალტოა წყალობით გადარჩნენ მდინარე ტოპკოკში გადახერგვას. ბალტომ შეძლო დროულად შეეჩერებინა მარხილი, როდესაც საფრთხე იგრძნო.

გუნარ კასანი და ბალტო

image

როდესაც კასანი გონზე მოეგო, მიხვდა რომ ქარმა მარხილი გადაატრიალა და ყუთი ვაქცინებით დაიკარგა. მან დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო ეპოვნა ყუთი თოვლში და -31 გრადუსში შიშველი ხელებით ამოიღო თოვლიდან და გზა განაგრძო.

შემდეგი მონაკვეთი ვინმე ედ რონს უნდა გაევლო სეიფტიდან ქალაქ ნომამდე. ბალტომ სეიფტიში ღამის 2 საათზე ჩააღწია. დროის ეკონომიის მიზნით კასანმა გადაწყვიტა რონი არ გაეღვიძებინა და გზა ქალაქისკენ თვითონ განაგრძო. მარხილმა ქალაქში დილის 05:30 წუთზე ჩააღწია და ყველა გადაარჩინა. ამგვარად, ეპიდემია მათ 5 დღეში შეაჩერეს.

image

ნახევრად გაყინულები და დაღლილი ძაღლები ქალაქის გმირებად იქცნენ, მათზე ინფორმაცია რადიოთი სწრაფად გავრცელდა და მთელი ქვეყანა მოიცვა. ყველა წერდა ბალტოს, ძაღლების და კასანის გმირობაზე.

ბალტო 1933 წელს მოკვდა 14 წლის ასაკში, ტოქსიდერმისტმა ბალტოსგან ფიტული გააკეთა, ის ამჟამად კლივლენდის ერთ-ერთ მუზეუმში დგას და ყველას შეუძლია მისი ნახვა.

ბალტო გადარჩენილ ბავშვებთან ერთად

imageimage

ბალტოს ფიტული მუზეუმში

image

ბალტოს ქანდაკება ალიასკაზე

image

ბალტოს ქანდაკება ნიუ იორკში, ცენტრალურ პარკში

image

1
474
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
474
  
2 აპრილი, 13:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1