x
მეტი
  • 08.08.2020
  • სტატია:102336
  • ვიდეო:347169
  • სურათი:466192
მსოფლიოს 5 ქვეყანა, სადაც კატებს ჭამენ

კატები – უსაყვარლესი ქმნილებები არიან, რომელთა მიმართ ადამიანებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. ზოგს მოსწონს, ზოგს უყვარს, ზოგს, მათდამი უარყოფითი დამოკიდებულებაც კი აქვს, მაგრამ ჩვენთვის ისინი შინაური ცხოველები არიან. თუმცა, არის 5 ქვეყანა, სადაც კატები უბრალოდ კი არ უყვართ, მათდამი «სიყვარული», ყველა წარმოსადგენ ზღვარს სცდება... ამ ქვეყნებში კატის ხორცი საკვებ ბროდუქტს წარმოადგენს.


image



კატის ხორცის მოყვარულთა ქვეყნების რიცხვს ეკუთვნის:



ვიეტნამი


ვიეტნამელები თვლიან, რომ კატის ხორცს ჯანმრთელობის, ბედნიერების და კეთილდღეობის მოტანა შეუძლია. ამიტომ, ის ქვეყანაში დელიკატესად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ 1997 წლიდან კატის ხორცის საკვებად გამოყენება ოფიციალურად აკრძალულია, – კერძი, სახელით «პატარა ვეფხვი», ზოგიერთი რესტორნის მენიუში მაინც არის და ერთი ულოფა 80 დოლარი ღირს.
ვიეტნამში უპატრონო კატის ნახვა, ფაქტიურად, შეუძლებელია.



ჩინეთი


შემდეგი ქვეყანა, სადაც კატების ჭამა უყვართ, – ჩინეთი არის. ჩინელი მზარეულის ქვაბში, ჩვეულებრივ, უპატრონო, ან ამ მიზნისთვის სპეციალურად გამოზრდილი კატები ხვდებიან.

აქვე უნდა აღინიშოს, რომ კატის ხორცი ჩინეთში ისეთი პოპულარულია არ არის და არც ისეთი ძვირია, როგორც ვიეტნამში. მას ძირითადად, ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებში მოიხმარენ. სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად, ჩინეთში 4 მლნ–მდე კატას და 10 მლნ–მდე ძაღლს ჭამენ და ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, კატის ხორცი მართლაც არა ყოფილა პოპულარული.




პერუ


დიდი ხნის წინ, პერუში აფრიკიდან მონები ჩაიყვანეს, რომლებიც პლანტაციებზე მუშაობდნენ. მათ საკვები არ ჰქონდათ და ამიტომ, რაც ხელში მოხვდებოდათ, ყველაფერს ჭამდნენ, მათ შორის, კატებსაც.
მიუხედავად იმისა, რომ მონობა დღეს აღარ არსებობს, მავნე ტრადიცია დარჩა.



მადაგასკარი


ამ სიაში მსოფლიოს ეს უღარიბესი ქვეყანა 2015 წელს შევიდა. მაგრამ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მადაკასკარზე მხოლოდ იმ ცხოველებს ჭამენ, რომლებიც ავად არიან ან უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.
ამ ქვეყანაში, კატებს სპეციალურად არ უვლიან, რომ შემდეგ დაკლან, როგორც ეს ჩინეთში ხდება. კუნძულზე კატის ხორცს მისი ხელმისაწვდომობის გამო ჭამენ.



შვეიცარია


დიახ, დიახ, შვეიცარია. შესაძლებელია ეს რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე და ცივილიზირებულ ქვეყანაში კატის ხორცს მიირთმევენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამას მხოლოდ შობაზე აკეთებენ.

საშობაო სუფრისთვის, კატის კერძის მომზადება ტრადიციას წარმოადგენს. ხოლო, კანონის მიხედვით, ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ საკუთარი შინაური ცხოველი მიირთვან. მაგრამ, ამ პროცესს ცხოველის ცემა და სხვა სახის ბულინგი არ უნდა ერთვოდეს (მაგ, . ცხოველიც ცოცხლად გატყავება და ა. შ.).

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage

1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. «უკვდავების» ელექსირი – ნატურალური ვიტამინები იმუნიტეტის გასაძლიერებლად

3. სწრაფი და გემრიელი! – ნაპოლეონი 30 წუთში

4. ანეკდოტები და სახალისო ფრაზები კორონავირუსზე
5. 15 საოცარი და სახალისო ფაქტი კატების შესახებ
6. 4 დღე ვირუსის ინფექციის შესასუსტებლად – COVID–19-ისგან თავდაცვის რჩევა მათ, ვინც სახლიდან გადის


1
1517
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1517
  
5 აპრილი, 17:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1