x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8 პროდუქტი, რომელიც თავის ტკივილისგან გადაგარჩენთ
image


თუკი თავის ტკივილი გაწუხებთ, ამავდროულად, ცივილიზაციისა და აფთიაქისგან საკმაოდ შორს ხართ ან უბრალოდ წამლების მიღება არ გსურთ, ასეთ შემთხვევაში სწორი კვება დაგეხმარებათ.


გამომცხვარი კარტოფილი


image


  • ნაბახუსევის შემდეგ თავის ტკივილის მოსაშორებლად იდეალური ვარიანტია. ალკოჰოლი ძლიერი შარდმდენია, რომლის შემდეგაც ორგანიზმში კალიუმის დეფიციტი წარმოიქმნება, რაც შედეგად იწვევს თავის ტკივილს, გამომცხვარი კარტოფილი კი ამ ელემენტის შემცველობით რეკორდსმენია, რაც პრობლემას მოგიხსნით.

ყავა


image


  • ეს ტრადიციული საშუალება ყოველ მიზეზგარეშე მუშაობს, თუკი ნორმის ფარგლებში მიიღებთ. თუ თავის ტკივილი ალკოჰოლისა და ამინდის ცვალებადობით არის გამოწვეული, მაშინ ერთი ჭიქა
    ყავა მოგიხსნით ამ პრობლემას.

ხორბლის ტოსტები



image


  • თუკი დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე ხართ, გლიკოგენის ნაკლებობას იგრძნობთ ხშირად, რაც ძირითადი წყაროა თავის ტვინისთვის. დაბალი ნახშირწყლოვანი კვების რაციონი ორგანიზმის გამოფიტვას უზრუნველყოფს, ეს კი თავის ტკივილის მიზეზი შესაძლოა გახდეს. მიიღეთ შვრია, მიუსლი ან ხორბლის ტოსტები თავის ტკივილის ასარიდებლად. უმჯობესია გადახვიდეთ დაბალანსებულ კვებაზე.

ნუში


image


  • მაგნიუმი, რომელიც ნუშში დიდი რაოდენობით არის, არტერიულ წნევას არეგულირებს და მიგრენის სიმპტომების შემსუბუქებას იწვევს. ნუშის გარდა, მაგნიუმით მდიდარია გარგრის ჩირი, მარცვლოვნები.

ცხარე სოუსები


image


  • სალსა, აჯიკა, ტაბასკო და კიმჩი - თუკი თქვენს თავის ტკივილს თან ერთვის დახშური ცხვირი, ძლიერი ცხარე კერძების შესაკმაზი საშუალებები მოგიხსნით ამ პრობლემას. ცხარე წიწაკას ტკივილის გაყუჩების ეფექტი ახლავს ამავდროულად.

განაგრძეთ კითხვა



0
134
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0