x
image
intermedia.ge
Mediator image
ანტისტრესული გასაფერადებლები და მანდალები – როგორ შევიმსუბუქოთ სახლში ყოფნა
image


ამ ერ­თმა უბ­რა­ლო აქ­ტი­ვო­ბამ უკვე მთე­ლი მსოფ­ლიო და­ი­პყრო და უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ მას არამ­ხო­ლოდ ბავ­შვებ­ზე, არა­მედ უფ­რო­სებ­ზეც ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა აქვს. არტთე­რა­პი­ა­ში სწო­რედ გა­ფე­რა­დე­ბაა ერთ–ერთი ძი­რი­თა­დი ინ­სტრუ­მენ­ტი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა­ში. თუმ­ცა ის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ან­ტის­ტრე­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.


ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბა და ხატ­ვა ერთ–ერთი სა­უ­კე­თე­სო ან­ტის­ტრე­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ხატ­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით გა­ფე­რა­დე­ბა უფრო მარ­ტი­ვია და ნაკ­ლებ შე­მოქ­მე­დე­ბით უნარს მო­ი­თხოვს, შე­სა­ბა­მი­სად, თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად არ მოქ­მე­დებს, ფე­რე­ბი­სა და ფორ­მე­ბის მარ­თვა კი ადა­მი­ანს ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს. სწო­რედ ამი­ტომ გა­ფე­რა­დე­ბას უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს, ვიდ­რე – ხატ­ვას. გა­ფე­რა­დე­ბა ხსნის სტრესს და ავი­თა­რებს ფან­ტა­ზი­ას, ასე­ვე, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას. გარ­და ამი­სა სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გა­ფე­რა­დე­ბის დროს:


image


  • ტვი­ნი გა­და­დის მე­დი­ტა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში
  • სტრე­სი­საა და აღელ­ვე­ბის დონე კლე­ბუ­ლობს
  • ნე­გა­ტი­უ­რი ფიქ­რე­ბი პო­ზი­ტი­უ­რად გარ­და­იქ­მნე­ბა
  • აწ­მყო­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა გო­ნივ­რულ ქცე­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა
  • ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და გა­ჯე­ტე­ბის­გან მო­შო­რე­ბა კრე­ა­ტი­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა
  • ეს არის ჰობი, რო­მე­ლიც ყველ­გან შე­გიძ­ლია ატა­რო
  • გა­ფე­რა­დე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი არ სჭირ­დე­ბა


image


ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი სტენ როდსკი ამ­ბობს, რომ გა­ფე­რა­დე­ბის პრო­ცესს ჩვე­ნი ტვი­ნი გა­დაჰ­ყავს ერ­თგვარ მშვიდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც ჰგავს ტრანსს და მე­დი­ტა­ცი­ას. ჩვენ ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბით ყო­ველ­დღი­უ­რი ფიქ­რე­ბის­გან და ვფო­კუ­სირ­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე მო­მენტზე. სწო­რედ სტენ როდსკის ეკუთ­ვნის ან­ტის­ტრე­სუ­ლი გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბის ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად უფ­რო­სე­ბის­თვი­საა შექ­მნი­ლი.


ან­ტის­ტრე­სუ­ლი გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა არის ე.წ. მან­და­ლა, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს ინ­დუ­რი და ბუ­დის­ტუ­რი კულ­ტუ­რე­ბი­დან იღებს. მან­და­ლას აქვს ცენ­ტრი, სა­ი­და­ნაც იშ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა პერ­სპექ­ტი­ვა. კარლ იუნ­გი დიდ­ხანს სწავ­ლობ­და მან­და­ლას ფე­ნო­მენს, თა­ვა­დაც იგო­ნებ­და მათ და ხა­ტავ­და. იუნ­გმა ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია იმას, რომ ცხოვ­რე­ბის რთულ პე­რი­ო­დებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან სრუ­ლი­ად გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ვხა­ტოთ, ან დაგ­ვე­სიზ­მროს მან­და­ლის, ლა­ბი­რინ­თე­ბის მსგავ­სი რა­მე­ე­ბი და მიხ­ვდა, რომ მან­და­ლა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კის პრო­ექ­ცია იყო და მისი ხატ­ვის და გა­ფე­რა­დე­ბის პრო­ცე­სიც სა­კუ­თარ თავ­ში გარ­კვე­ვის სიმ­ბო­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.


image


ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ფე­რა­დე­ბა ერთ–ერთი სა­უ­კე­თე­სო აქ­ტი­ვო­ბაა, რაც დღეს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ­მა თუ ურა­ლოდ, სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­მა ად­მა­ი­ა­ნებ­მა შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ. მან­და­ლე­ბი­სა და სხვა ან­ტის­ტრე­სუ­ლი გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბის შე­ძე­ნა კი ონ­ლა­ინ შე­გიძ­ლი­ათ.



0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0