x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
10 წლის თურქი გოგონა, რომლის ნიჭიერება ყველას ხიბლავს და რომელსაც ზრდასრული ვარსკვლავებივით უხდიან ჰონორარებს
image


ეს 10 წლის გოგონა ნამდვილი აღმოჩენაა რეჟისორებისთვის. მასზე მთელ სერიალებს აგებენ და ამ სერიალებს უამრავი მაყურებელი ჰყავს. გოგონას ნიჭიერება და უშუალობა მაყურებლებზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და დღეს ბერენ გიოქილდიზი კინოს ვარსკვლავია.


ბერენი 2009 წლის 29 სექტემბერს არის დაბადებული სტამბოლში. დედამ ადრევე შეამჩნია ბავშვს სამსახიობო ნიჭი, მიატოვა სამსახური და გოგონას მიუძღვნა თავი - ახლაც გამუდმებით მის გვერდით არის და ყველაფერში ეხმარება, რაც კი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალიან დაკავებულია კინოში, ასწრებს სკოლაში სიარულს და თანაც - კარგი მოსწავლეა.


მისი პირველი როლი იყო სერიალში "ჩემი ქმრის ოჯახი" და გოგონამ მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდეგ იყო ნამუშევარი სერიალში "დედა", რომელიც განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. ამ სერიალის მერე ის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.



image


გოგონას არაერთი სერიოზული ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, როგორც "საუკეთესო პატარა მსახიობს". ჰონორარებსაც ხშირად ისე უხდიან, როგორც ზრდასრულ მსახიობებს.


განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები




0
246
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0