x
მეტი
  • 29.05.2020
  • სტატია:100928
  • ვიდეო:346111
  • სურათი:464415
"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მან­ქა­ნით 3-ზე მეტი წევ­რის­გან შემ­დგა­რი ოჯა­ხის ქა­ლაქ­გა­რეთ გაყ­ვა­ნა?" - პასუხი ყველა კითხვაზე, რაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის შესახებ აინტერესებთ
image


სა­ქარ­თვე­ლო­ში 21 მარტს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და, 31 მარ­ტი­დან კი ქვე­ყა­ნა სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტინ­ზე გა­და­ვი­და. მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში ბევ­რი უფ­ლე­ბა შე­ე­ზღუ­დათ, აღარ მოძ­რა­ობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, ქვე­ი­თად და პი­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლით/ტაქ­სით გა­და­ად­გი­ლე­ბა დი­ლის 06:00 სა­ა­თი­დან, სა­ღა­მოს 21:00 სა­ა­თამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თებ­ში არ მუ­შა­ობს არც ერთი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.


აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ქვე­ყა­ნა­ში 21 აპ­რი­ლამ­დე იმოქ­მე­დებს. რად­გან მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე უამ­რა­ვი შე­კი­თხვა გა­უჩ­ნდათ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აქ­ვეყ­ნებს პა­სუ­ხებს ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე:


1. რა შემ­თხვე­ვა­შია ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი?

ნე­ბა­დარ­თუ­ლია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით (მათ შო­რის ტაქ­სე­ბით) მგზავ­რო­ბა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ავ­ტო­მო­ბილ­ში იქ­ნე­ბა მხო­ლოდ 3 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 2 უნდა იჯ­დეს უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე. ამას­თან, სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი­დან დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე სრუ­ლად იკ­რძა­ლე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა, რო­გორც ქვე­ი­თად, ისე - სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით.


2. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მან­ქა­ნით 3-ზე მეტი წევ­რის­გან შემ­დგა­რი ოჯა­ხის ქა­ლაქ­გა­რეთ გაყ­ვა­ნა?



მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით მხო­ლოდ 3 პი­რის მგზავ­რო­ბაა და­საშ­ვე­ბი. ეს შე­ზღუდ­ვა ეხე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­საც, მათ შო­რის - ბავ­შვებს.


3. რა შემ­თხვე­ვა­შია ნე­ბა­დარ­თუ­ლი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში 3-ზე მეტი პი­რის შეკ­რე­ბა?


3-ზე მეტი ფი­ზი­კუ­რი პი­რის თავ­შეყ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ დაშ­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას. მათ შო­რის, სურ­სა­თი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო/ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სა­ქონ­ლის/პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სას, ობი­ექ­ტის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არა­ნაკ­ლებ 2 მეტ­რის სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.


ეს შე­ზღუდ­ვა არ ეხე­ბა: სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში, სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში პირ­თა თავ­შეყ­რას, მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით; ასე­ვე, სამ­შე­ნებ­ლო-ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.


4. რო­დის შე­უძ­ლია 70 წელ­ზე მეტი ასა­კის მო­ქა­ლა­ქეს სახ­ლი­დან გას­ვლა?


70 წელს ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ებს სახ­ლი­დან გას­ვლა შე­უძ­ლი­ათ მხო­ლოდ მა­შინ, თუ ისი­ნი მი­დი­ან სურ­სა­თი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო/ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­სა­ძე­ნად. ასე­ვე, ისე­თი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, რო­მელ­საც სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად ვერ მი­ი­ღე­ბენ. ეს შე­ზღუდ­ვა არ ეხე­ბათ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს.


5. თუ 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მარ­ტო­ხე­ლაა?


იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ, 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან მარ­ტო­ხე­ლე­ბი, მათ და­ეხ­მა­რე­ბა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო (სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა) და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა დარ­ე­კონ ცხელ ხაზ­ზე - 144.


6. რას ნიშ­ნავს სრუ­ლი კა­რან­ტი­ნი - ე.წ „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“?


მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი­დან დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე სრუ­ლად იკ­რძა­ლე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა, რო­გორც ქვე­ი­თად, ისე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით.


7. რო­დის და ვის­თვი­საა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის ტა­რე­ბა?


ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ პირს, ნე­ბის­მი­ერ დროს გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას თან უნდა ჰქონ­დეს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.


8. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არ მაქვს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა?


ასეთ შემ­თხვე­ვა­ში იქო­ნი­ეთ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა დო­კუ­მენ­ტი რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია თქვე­ნი პი­როვ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, მარ­თვის მოწ­მო­ბა.


9. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არას­რულ­წლო­ვა­ნი და­არ­ღვევს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟიმს, ვის ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?


16 წლამ­დე ასა­კის პი­რის მიერ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა მის მშო­ბელს ან ბავ­შვის სხვა კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს.



10. სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის შემ­დეგ იმუ­შა­ვებს თუ არა სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი?


9 სა­ა­თის შემ­დეგ იმუ­შა­ვებს მხო­ლოდ აფ­თი­ა­ქი, რომ­ლით სარ­გებ­ლო­ბა შე­ეძ­ლე­ბათ მხო­ლოდ იმ პი­რებს, რომ­ლებ­საც აქვთ სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი­დან დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა (მა­გა­ლი­თად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ექი­მე­ბი და სხვა პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ გა­და­ად­გი­ლე­ბის ნე­ბარ­თვა მათი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე).


11. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს შე­მიძ­ლია ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის გა­სე­ირ­ნე­ბა?


განაგრძეთ კითხვა



1
202
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
202
  
1 აპრილი, 16:24
მანქანა კონდიცირებულია და მეოთხეს საბარგულში ჩავსვამ. :)
0 1 1