x
მეტი
  • 29.05.2020
  • სტატია:100928
  • ვიდეო:346111
  • სურათი:464413
Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით თურქეთი ათეულშია - როგორ ებრძვის მსოფლიო კორონავირუსს?!
კორონავირუსი

მსოფლიოში კორონავირუსით ამ დროის მონაცემებით 859 ათას 825 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 42 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 178 500-მდე გამოჯანმრთელდა.


ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები. შტატებში ამ დროისთვის COVID-19-ის 188 592 შემთხვევა ფიქსირდება, გამოჯანმრთელების 7 251 შემთხვევა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 4 055-ს აღწევს.


მეორე ადგილზე კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული იტალიაა. აქ ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება მსოფლიოს მასშტაბით - ჯამში covid-19-ს აქ 12 ათას 428 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიაში 105 792 აღწევს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 15 729 შეადგენს.


მესამე ადგილზე ინფიცირებულთა რაოდენობით უკვე ესპანეთია. ამ ქვეყანაში კორონავირუსით 96 ათასამდე ადამიანი დაავადდა, აქედან ვირუსს 8 464 ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელდა 19 ათას 259 ადამიანი.


მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ჩინეთმა, რომელიც covid-19-ის გამავრცელებელი ქვეყანა აღმოჩნდა. ჩინეთში 81 ათას 554 ადამიანს გამოუვლინდა კორონავირუსი, აქედან 3 312 გარდაიცვალა, ხოლო 76 ათას 238 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული ადამიანი ჰყავს.


კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობით მეხუთე და მეექვსე ადგილს გერმანია და საფრანგეთი ინაწილებენ. გერმანიაში 71 808 შემთხვევაა, ხოლო საფრანგეთში 52 ათას 128. არსებული მონაცემებით შესაძლოა ითქვას, რომ ვირუსს გერმანიაში უფრო შედეგიანად ებრძვიან, რადგან გარდაცვლილთა რაოდენობა საფრანგეთთან შედარებით მცირეა და 775-ს შეადგენს, ხოლო საფრანგეთში ლეტალური შედეგი 3 500-ს გადასცდა. გერმანიაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 16 ათასს გადააჭარბა, ხოლო საფრანგეთში ჯერჯერობით 9 500-მდეა.


ჯერჯერობით ათეულს მიღმა არც ირანია ის ინფიცირების გამოვლენის მეორე ქვეყანა აღმოჩნდა. ირანში კორონავირუსით 44 ათას 605 ადამიანია ინფიცირებული, აქედან ვირუსს 2 900-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსი 14 500-ზე მეტმა დაავადებულმა ადამიანმა დაამარცხა.


მერვე და მეცხრე ადგილზე ისევ ორი ევროპული სახელმწიფოა - გაერთიანებული სამეფო და შვეიცარია. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი 25 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, აქედან 1500-ზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 135 შეძლო ვირუსის დამარცხება, რაც შეეხება შვეიცარიას 16 500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ლეტალური შედეგი 435 აღწევს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1800-ზე მეტია.


ამ დროის მონაცემებით მეათე ადგილზე აღმოჩნდა თურქეთი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 13 500-ს გადააჭარბა, აქედან 243 შეძლო ვირუსის დამარცხება, ხოლო 214 ვირუსს ემსხვერპლა.


უკრაინაში კორონავირუსით 645 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 17 დაიღუპა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა.


რაც შეეხება საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს კორონავრუსის ხშირი გავრცელება სწორედ თურქეთშია, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობით უკვე ათეულშია.


საქართველოში covid-19-ის 115 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 22 გამოჯანმრთელდა. ჩვენს ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილი არც ერთი ადამიანი არ არის ამ ეტაპზე.


ოკუპანტი რუსეთის მონაცემებით, covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 ათას 337-ია, აქედან გარდაცვალების მხოლოდ 17 ადასტურებს კრემლი, ხოლო გამოჯანმრთელების 121 შემთხვევა ოფიციალურ მონაცემებში, თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ რუსთის მთავრობა სრულ მონაცემებს მალავს.


სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტი ინფიცირებული სომხეთს ჰყავს, აქ კორონავირუსით 532 ადამიანია ინფიცირებული, აქედან ლეტალური შედეგი მხოლოდ 3-ია, ხოლო გამოჯანმრთელების 30.

აზერბაიჯანში ინფიცირებულთა რიცხვი 300-მდეა, გარდაცვლილია 5 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელებული 26-ია.


კორონავირუსს აღნიშნული მონაცემებით მსოფლიოს 203 სახელმწიფო ებრძვის. ჯამში სახელმწიფოებში კორონავირუსის აქტიური ანუ ისევ ვირუსთან ბრძოლის პროცესში 639 ათას 149 ადამიანია.

0
102
შეფასება არ არის
ავტორი:გოგებაშვილი საბა
გოგებაშვილი საბა
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0