x
მეტი
  • 14.07.2020
  • სტატია:101488
  • ვიდეო:346695
  • სურათი:465393
ცოლმა ქმარს უფლება მისცა საყვარელთან წასულიყო კარანტინის დროს

image

"შეიძლება, რომ ჩემმა ქმარმა უქმეები თავის საყვარელთან გაატაროს?“


"უცნობი ჩემს ცხენს ეფერებოდა, შეიძლება თუ არა, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირდეს?“


ეს არის იმ უცნაური კითხვების და თხოვნების ნაწილი, რომელსაც საფრანგეთის პოლიცია იღებს ცხელ ხაზზე, იუწყება Euronews-




17 მარტიდან საფრანგეთი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა და ხალხს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ პროდუქტების ყიდვის, ექიმთან ვიზიტის დროს შეუძლიათ, აგრეთვე სპორტით დაკავდნენ მხოლოდ საცხოვრებლის სიახლოვეს.


მაგალითად ქალმა ქალაქ დიჟონიდან ცხელ ხაზზე დარეკა და ასეთი კითხვა დასვა:

"გაყრის შემდეგ სხვა კაცი შემიყვარდა, მაგრამ ის ჩემი სახლიდან 25 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს და როგორ უნდა მოვინახულოთ ერთმანეთი კარანტინის პირობებში?“


პიკარდიაში კიდევ ერთი კაცი დააკავეს სახლიდან 50 კილომეტრის დაშორებით, რომელმაც პოლიციელებს განუცხადა, რომ სურდა ეყიდა კასულეტი(ღვეზელი ხორცის და თეთრი ლობიოს ნაზავით).


კიდევ ერთმა ქალმა პოლიციას კარანტინის მიუხედავად ქმრის საყვარელთან გაშვების ნებართვა ითხოვა. „ის ყოველ უქმეებზე საყვარელთან დაძვრებოდა, ახლა კი სახლიდან ვერ გადის“, - დაიჩივლა ქალმა.

მაგალითად ხშირად შედის ზარები ასეთი კითხვით:შეუძლიათ თუ არა ნაგვის გატანა?დილით ვასეირნებდი ძაღლს, საღამოთიც შემიძლია გავასეირნო? და სხვა.


„ისინი უმიზეზოდ რეკავენ, იმიტომ რომ მოიწყინეს. ადამიანებს უბრალოდ ვინმესთან საუბარი სურთ“, - აცხადებენ პოლიციაში.


0
465
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0