x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა
image


მსოფ­ლი­ოს ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით, ყო­ველ 24 სა­ათ­ში, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა და ურ­თუ­ლეს გა­მოწ­ვე­ვას­თან გამ­კლა­ვე­ბა უჭირთ უძ­ლი­ე­რე­სი ეკო­ნო­მი­კი­სა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო­ებს, ისე­თებს, რო­გო­რე­ბი­ცაა აშშ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნია, იტა­ლია, ეს­პა­ნე­თი, ჰო­ლან­დია და ა.შ.


ამ ფონ­ზე არის ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც, ამ სტა­ტი­ის წე­რის მო­მენ­ტში, COVID-19-ით არ­ცერ­თი გარ­დაც­ვლი­ლი არაა და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ რი­ცხვშია სა­ქარ­თვე­ლოც.


ვნა­ხოთ. ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც ამ ეტაპ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი არ ფიქ­სირ­დე­ბა:



image


ლატ­ვია - ქვე­ყა­ნას ჰყავს 398 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და არ­ცერ­თი გარ­დაც­ვლი­ლი, თუმ­ცა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლიც ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ერთი პა­ცი­ენ­ტია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლატ­ვი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 2 მარტს გა­მოვ­ლინ­და.


სლო­ვა­კე­თი - აქ კო­რო­ნა­ვირუ­სით 363 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, არ ფიქ­სირ­დე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 3 პა­ცი­ენ­ტი. COVID-19-ის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა კი 6 მარტს გა­მოვ­ლინ­და.


ქუ­ვე­ი­თი - კო­რო­ნა­ვირუ­სით ამ ეტაპ­ზე 289 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. 73 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ამ მო­მენ­ტის­თვის არ­ცერ­თი პა­ცი­ენ­ტი არ გარ­დაც­ვლი­ლა. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა კი 24 თე­ბერ­ვალს გა­მოვ­ლინ­და.


რე­ი­უ­ნი­ო­ნი - ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 247 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გა­ნაც ჯერ მხო­ლოდ ერთი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. ამ დრო­ის­თვის არ არის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი.


ვი­ეტ­ნა­მი - ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 212 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 58 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და, არ­ცერ­თი არ გარ­დაც­ვლი­ლა. ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა კი 23 იან­ვარს გა­მოვ­ლინ­და.


image


სე­ნე­გა­ლი - COVID-19-ით 175 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, არ ფიქ­სირ­დე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი, 40 პა­ცი­ენ­ტი კი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა აქ 2 მარტს გა­მოვ­ლინ­და.


ფარ­ე­რის კუნ­ძუ­ლე­ბი - 169 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 74 გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვლი­ლი კი ამ დრო­ის­თვის არა­ვი­ნაა. პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 4 მარტს გა­მოვ­ლინ­და.


მალ­ტა - გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი არც მალ­ტა­ზე არ ფიქ­სირ­დე­ბა. კო­რო­ნა­ვირუ­სით აქ 169 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი კი ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ 2 პა­ცი­ენ­ტია. მალ­ტა­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 7 მარტს გა­მოვ­ლინ­და.


კამ­ბო­ჯა - 109 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 23 გა­მო­ჯან­მრთელ­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა არ ფიქ­სირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა აქ 27 იან­ვარს გა­მოვ­ლინ­და.


ყირ­გი­ზე­თი - 107 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 3 გა­მო­ჯან­მრთელ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი კი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. აქ კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 18 მარტს გა­მოვ­ლინ­და.


განაგრძეთ კითხვა



0
343
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0