x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქმარმა ცოლი კარანტინის მე-5 დღეს მოკლა
image

წყვილი 45 წელი ერთად ცხოვრობდა. თითქოსდა მათ ერთად გაიარეს ყველაფერი, მაგრამ კარანტინმა გატეხა ისინი. ქმარმა მეუღლესთან ერთად ხუთი დღეც კი ვეღარ გაძლო და მოკლა.



დიდ ბრიტანეთის ქალაქ კუმბრანის მკვიდრმა საკუთარი ცოლი მოკლა. 28 მარტს პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ 67 წლის სკოლის სასადილოს თანამშრომელი რუთი უილიამსი(Ruth Williams) სახლში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს.


საავადმყოფოში რუთი გარდაიცვალა თავის არეში მიყენებული ტრავმების შედეგად.რომელიც მისმა მეუღლემ, 69 წლის ენტონი უილიამსმა(Anthony Williams ) მიაყენა.


image

მეზობლების თქმით, წყვილს არასოდეს უჩხუბია და ყოველთვის სრულყოფილ ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. რუთი და ენტონი დაქორწინდნენ 45 წლის წინ და წლების განმავლობაში ერთმანეთისთვის ხმამაღალი სიტყვაც კი არ უთქვამთ, - იტყობინება DailyMail.


image

ინგლისის პოლიცია აცხადებს, რომ კარანტინის გამოცხადების შემდეგ ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა.



"თუ ადრე მოჩხუბარ მეუღლეებს შეეძლოთ ერთმანეთთან დაშორება, ახლა ისინი მუდმივად ერთად არიან. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ორი უკიდურესობა-როგორც ოჯახების განმტკიცება, ასევე განქორწინება"-განაცხადა ფსიქოლოგმა აბრაამ ბოულმა.

0
899
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
899
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0