x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4 დღე ვირუსის ინფექციის შესასუსტებლად – COVID–19-ისგან თავდაცვის რჩევა მათ, ვინც სახლიდან გადის
image


ვირუსისგან თავდაცვის 3 ძირითადი რეკომენდაცია არსებობს:


I. კატეგორიულად არ შეიძლება ქუჩაში გასვლა!


II. თუ მაინც საჭირო გახდა გასვლა:

1) გაიკეთეთ პირბადე ან შარფი;

2) აუცილებლად გაიკეთეთ სამედიცინო ხელთათმანები და არავითარ შემთხვევაში არ მიიტანოთ ხელი სახესთან!


III. სახლში მისვლისას, ტანსაცმელი გამოიცვალეთ და სხეულის ღია ნაწილები სადეზინფექციო საშუალებებით დაიმუშავეთ.


ვირუსის პრევენციის ახალი რჩევის თანახმად, ვირუსისგან თავის დაცვა, დამატებით, – მარილის ხსნარით შეიძლება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდრე ვირუსი სასუნთქ სისტემაში გადავა, ის ყელის არეში ილექება და COVID–19–ით ინფიცირების შემთხვევაში, პირველი სიმპტომი ყელის ტკივილი და ხველაა. ხოლო, ვირუსის ორგანიზმზე ზემოქმედების შესასუსტებლად, თქვენ 4 დღე გაქვთ და ამის გაკეთება, მარილიანი ხსნარის ყელში გამოვლებით შეიძლება.


image


ასე, რომ, თუ თქვენ კარანტინის მიუხედავად, იძულებული ხართ, სახლიდან გახვიდეთ, პრევენციის მიზნით, მარილიანი წყალი ყელში, დღეში 5–6-ჯერ, უნდა გამოივლოთ. ამასთან, 1 ჯერზე, პროცედურა 3-4-ჯერ უნდა გაიმეოროთ. ხოლო, თუ ყელის ტკივილი და ხველა დაგეწყოთ, პროცედურა საათში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ (ასეთ რეკომენდაციას იძლევიან უცხოეთში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ყელის ტკივილი და ხველა თუ დაგეწყოთ, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ. რედ.).

მარილიანი ხსნარის მომზადების წესი კი ასეთია: ყოველი პროცედურის წინ, აუცილებელია ახალი ხსნარის მომზადება. ამისთვის, 1/2 ჩ. კ. მარილი გახსენით 1 ჭიქა (200—250 მლ) თბილ წყალში (ცივი წყალი ეფექტური არ არის).


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, COVID–19 ჯერ საკმარისად შესწავლილი არ არის და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალური კვლევის მონაცემები არ არსებობს.



დაიცავით კარანტინის წესები და ნუ გახვალთ სახლიდან!

imageimage

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image

COVID-19-ის ვირუსი შეიძლება უსიმპტომოც იყოს

ამ დასკვნამდე მივიდნენ ისლანდიელი მედიკოსები, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებაზე დაკვირვების და მისი კვლევის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის მატარებლების, თითქმის, 50 % სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებათ. გაგრძელება >>>


image



ბიოლოგებმა COVID-19-ის პანდემიის დასრულების 2 ძირითადი პირობა დაასახელეს


ბიოლოგიის კანონის თანახმად — ადრე, თუ გვიან, ნებისმიერი ეპიდემია სრულდება. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რა ზიანის მოგვაყენებს ის. მეცნიერების აზრით, დროთა განმავლობაში, COVID-19 სეზონური დაავადებების კატეგორიაში გადაინაცვლებს და მისი მართავ ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც ჩვეულებრივი, გაციების და გრიპის. გაგრძელება >>>


image



რა მოხდება თუ კარანტინის და იზოლაციის წესებს დაარღვევთ – შემზარავი რეალობა


სანამ მთავრობა გარწმუნებთ არ დაარღვიოთ კარანტინი და ჯარიმებით გემუქრებათ, სჯობს მოგიყვეთ იმის შესახებ თუ რა მოხდება რეალურად თუ არ დაიცავთ წესებს. შესაძლოა ამან უფრო მეტად იმოქმედოს, ვიდრე კანონით დადგენილმა ჯარიმებმა. გაგრძელება >>>


image


0
482
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0