x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფოტოები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ იაპონელები ''სხვა პლანეტაზე'' ცხოვრობენ
ყველამ კარგად ვიცით, რომ იაპონელები რადიკალურად განსხვავდებიან პლანეტის სხვა მაცხოვრებლებისაგან. მათი კულტურა, ტრადიციები და ყოფა-ცხოვრების წესები ზოგჯერ მიუღებელიც კი შეიძლება იყოს ''კუნძულს მიღმა'' მცხოვრები ადამიანებისათვის. შეიძლება უცნაურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ სწორედ მსგავსი ცხოვრებისეული ასპექტები ხდიან იაპონიას უნიკალურ, ყველასაგან გამორჩეულ ქვეყნად: აქ არ უყვართ უცხოელები, შენობებზე წარწერები შესრულებულია მხოლოდ და მხოლოდ იაპონურ ენაზე, მატარებლები ბგერის სიჩქარით დაჰქრიან, ხოლო იაპონური საზოგადოებრივი ტუალეტები საერთოდ ცალკე მოვლენაა. და კიდევ, იაპონიაში დაიბადა სუმო და მისი სავიზიტო ბარათი აყვავებული საკურას -იაპონური ალუბლის ხეა.



image



მოდით, თვალი გადავავლოთ ფოტოებს, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს, რომ იაპონელები მართლაც რომ "სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ".



გაზიანი სასმელების სახურავზე წარწერა შესრულებულია ბრაილის შფირტით (უსინათლოებისათვის)



image



2014 წლის ფეხბურთის ჩემპიონატი იაპონიაში ჩატარდა. გულშემატკივრები მატჩის შემდეგ სტადიონებზე რჩებოდნენ და პერსონალს მათ დასუფთავებაში ეხმარებოდნენ


image


საზოგადოებრივი ტუალეტების კედლებზე მიმაგრებულია ბავშვის ჩასასმელი სავარძლებ


image


ასე კვებავენ იაპონურ საავადმყოფოებში მშობიარე ქალებს


image


იაპონიაში ხშირად ნახავთ ასეთ ტუალეტებს. ხელის დანაბანი წყლით შესაძლებელია უნიტაზის ჩარეცხვა


image


გგონიათ, რომ დაძაბული სამუშაო დღე გაქვთ და მსოფლიოში ყველაზე მეტად მხოლოდ თქვენ იღლებით? - იაპონიაში ყოველი ადამიანი სამუშაოზე ნახევარი საათით ადრე მიდის, ხოლო მისი სამუშაო დღე - 15-18 საათია მხოლოდ მცირეხნიანი შესვენებით! ამასთანავე, ვერც ერთი მუშაკი სამსახურიდან ფეხს ვერ მოიცვლის მანამ, სანამ უფროსი ადგილზეა, არ აქვს მნიშვნელობა, დაუმთავრდა თუ არა მუშაკს სამუშაო, ის თავისი „ბოსის“ წასვლას ელოდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამსახურში მისასვლელად, უმრავლესობას სახლიდან რამოდენიმე საათით ადრე უწევთ გამოსვლა, გადატვირთული გზებისა და შორეული მანძილების გამო. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენი დრო რჩება იაპონელს დასასვენებლად.


image


ასე გამოიყურება იაპონიის ქუჩებში კანალიზაციის ორმოების სახურავები


image


ბევრ სკოლაში არ არის შტატიანი დამლაგებელი. ბავშვები თავად ალაგებენ სკოლას მიღებული ცოდნის სანაცვლოდ


image


წარწერა ქაღალდზე: ''მე შემთხვევით წავაქციე თქვენი ველოსიპედი და გავტეხე ზარი. ბოდიშს გიხდით!''


image

გგონიათ, რომ მსოფლიოს ყველაზე ტექნოლოგიურ და საცხოვრებლად ყველაზე ძვირ ქვეყანაში ბანკომატები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა? - ნურას უკაცრავად! იაპონელები დღესაც კი ნაღდ ფულზე აფანატებენ, აქა-იქ მიმოფანტულ ბანკომატებს კი, უმთავრესად ტურისტები და უეცრად, ნაღდი ფულის გარეშე დარჩენილი ადგილობრივები იყენებენ.

image

ამ ყვეყანაში ყველაზე მოკლე კაბაც კი, რისი წარმოდგენაც არის შესაძლებელი (საცვლის გამოჩენამდე), არ იწვევს გაკვირვებას, მაგრამ მიუღებელია ღრმა დეკოლტეები...

image

ქუჩაში პროდუქტებით ან სხვა ნივთებით სავსე ჩანთა დაგრჩათ? არ იფიქროთ, რომ თქვენ პაკეტს ვინმე წაიღებს. მას იმავე ადგილას იპოვით მთელს და უვნებელს

image

ტოკიო-ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისია მსოფლიოში. აქ 6 წლის ბავშვიც კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით თავისით გადაადგილდება. პატიოსნება უმაღლეს მწვერვალზეა, ხოლო თანადგომა - უპრეცენდენტო. დახმარების თხოვნის შესრულება დიდი პატივი და ბედნიერებაა, ხოლო თხოვნაზე უარი - გულითადი მწუხარება.

image

იაპონიის ქუჩებში დამონტაჟებულია სპეციალური ლარნაკები, რომლებშიც ქოლგებია ჩაწყობილი. წვიმის დროს მოქალაქეს შეუძლია აიღოს ქოლგა და შემდეგ მისთვის მოსახერხებელ ლარნაკში დატოვოს (ისევე, როგორც ნიდერლანდებში ველოსიპედები).

image

იაპონელები ნაგავს მეორადი დანიშნულებით იყენებენ. პირველ რიგში ქუჩაში, საზოგადოებრივ ადგილებში, დიდ სავაჭრო ცენტრებში ყველგან დგას ნაგვის სხვადასხვა ურნები, რომლებიც სპეციალურად განკუთვნილია დახარისხებული ნაგვისთვის. მაგალითად, პლასტმასის ბოთლები ერთ სპეციალურ ურნაში თავსდება, ალუმინის ქილები ერთ ურნაში, ქაღალდის ნივთები ცალკე, შუშის ბოთლები ცალკე და ა.შ. პლასტმასის ბოთლების გადამუშავების შემდეგ იაპონელები აკეთებენ სპორტულ ტანსაცმელს, სკოლის ფორმებს, საკანცელარიო ნივთებს, საოფისე ავეჯს და სხვა. მაგალითად, ქალაქ კავასაკიში მდებარეობს ქარხანა, რომელიც უშვებს ხარისხიან საპონს ცხიმისგან, რომელიც რჩება რესტორნებში კერძების მომზადების შემდეგ, კაფეებში, სკოლის სასადილოებში და კვების სხვა ობიქტების ნარჩენები. როგორც ამბობენ, ეს საპონი უმაღლესი ხარისხისაა და ძალიან არომატული სურნელი აქვს

image

იაპონიაში დეკორატიული თევზები უშუალოდ ქუჩაში, სადრენაჟო არხებშია გაშვებული და თქვენ წარმოიდგინეთ, თავში არავის აზრადაც არ მოუვა მათი მოპარვა

image

აი კიდევ ერთი მიზეზი, რატომ ითვლებიან იაპონელები მოწესრიგებულ და კანონმორჩილ ხალხად

image

ჩრდილოეთ იაპონიაში, სადაც ზამთრობით თოვლი მოდის, ყველა ქალაქს აქვს ტროტუარების და ქუჩების გათბობის სისტემა. ამიტომ გზებზე თოვლი და ყინული არასოდეს არაა. ეს ძალიან კომფორტულია ადამიანებისათვის. გაგეცინებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ამავე დროს იაპონიაში თითქმის არაა ცენტრალური გათბობა, თითოეული ათბობს თავის ბინას ისე, როგორც შეუძლია: გაზის და დენის გამათბობლებით, ზეთის ბატარეებით და სხვა...

image

ასე მშვიდად ელოდებიან იაპონელი მგზავრები თავიანთ რიგს მატარებელში შესასვლელად

image

ასე სძინავთ ქანცგაწყვეტილ იაპონელებს კიბის საფეხურებზე, მატარებლის სავარძლებზე, ქუჩაში და ზოგადად ყველგან...იაპონიაში ქუჩაში ძილი სოციალურად მიღებულია, ძარცვა ძალიან იშვიათია და თავს ძალიან დაცულად გრძნობ. ნებისმიერ სხვა ადგილას ქუჩაში ძილი მიუღებელი და სახიფათო იქნებოდა, მაგრამ ტოკიო სრულიად სხვა პლანეტაა. აქ ''არაამქვეყნიური წესები მუშაობს"

image

იაპონურ აეროპორტებში ჩემოდნებს ფერების მიხედვით ახარისხებენ

image

ასე გამოიყურება ბავშვების სავარძლები იაპონურ მატარებლებში

image

ლიფტებში ხშირად ნახავთ ასეთ სკამებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ტუალეტად გამოიყენება

image

იაპონიაში უამრავი გზაჯვარედინია, სადაც გზის გადაჭრა დიაგონალურად შეიძლება

image

სასტუმრო იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში: ადმინისტრაცია ბოდიშს იხდის ღამის 4 საათზე ინტერნეტის ერთი წუთით გათიშვისთვის

image

იაპონიაში გამოჰყავთ კვადრატული ფორმის საზამთროები, რათა ისინი უფრო იოლად მოათავსონ მაცივარში

image

მხოლოდ იაპონიაში შეგიძლიათ ასე დატოვოთ საფულე და უდარდელად დაიძინოთ მატარებელში

image

იაპონიაში ბევრი უცნაური კანონი არსებობს, აი ერთ -ერთი მათგანი :"თუ იაპონელი წავიდა ამსტერდამში და იქ მარიხუანა მოწია, ეს კი მეორე იაპონელმა დაინახა და სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ ის დააბეზღა პოლიციაში, პირველ იაპონელს ციხეში ჩასვამენ". ამის გამო იაპონიაში ძალიან ბევრი "ჩამშვებია".

image

და ბოლოს, იმისათვის, რომ მხიარულ განწყობაზე დაგაყენოთ, მინდა ერთი იაპონური ანეგდოტი შემოგთავაზოთ:


"იაპონელი უცხოელს ბრინჯის არაყით უმასპინძლდება. პირველივე ჭიქის შემდეგ ტურისტს მოეჩვენა, რომ ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს და საგნები მოძრაობენ.

ტურისტი:"თქვენ არ გეჩვენებათ, რომ ეს არაყი ძალიან მაგარია?"

იაპონელი:" არ მიაქციოთ ყურადრება, ეს უბრალოდ მიწისძვრაა".






7
764
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
764
  
3 აპრილი, 9:49
რა სასიამოვნოდ დაახასიათეთ :D
3 აპრილი, 0:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანჩო 777-ის კომენტარზე
2 აპრილი, 15:52
მართალი ხართ-ამბობენ, რომ საზიზღარი დასალევია, მაგრამ ამ ანეგდოტში სხვა მინიშნებაა: იაპონელები ისე არიან მიჩვეული მიწისძვრებს, რომ არაფრად აგდებენ ცოტათი შეყანყალებას :დ
2 აპრილი, 15:07
მადლობა....
2 აპრილი, 14:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2 აპრილი, 13:58
დაგილევიათ? ფილმებში სამურაებზე მართლაც რაღაცნაირად უსიამოვნო სახით სვამენ...
2 აპრილი, 12:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7