x
მეტი
  • 04.06.2020
  • სტატია:101002
  • ვიდეო:346279
  • სურათი:464509
სასიცოცხლო თერაპია

სიცილი, ერთგვარი თერაპია რომელიც ადამიანზე კარგ, დადებით გავლენას ახდენს.ამისგარდა ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ ვინც ბევრს იცინის უფრო დოდხანს ცოცხლობსო.ეთანხმებით ამ მოსაზრებას?თქვენი აზრით ეს მითია თუ რეალობა? მე, მხოლოდ იმის მწამს და მჯერავს, რომ ყველაფრის მიმართ ცუდის თუ კარგის ყველა მიმართულებით, ყველა კუთხიდან უნდა შევხედოთ ამა თუ იმ საქმეს ან მოვლენას რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება.არ არსებოაბს ისეთი რამ რასაც კი არა აქვს დადებითი მხარე, თქვენ წარმოიდგინეთ და ცუდ მოვლენასაც ახასიათებს კარგი რაღაც, ნათელი მხარე ან წერტილი.და ხშირად ამას ადამიანები ვერ/არ ამჩნევენ, ზოგიერთი კი იმასაც ამბობს, რომ ასე, რომ არ მომხდარიყო მე დღეს ასეთი ძლიერი ვერ ვიქნებოდი, ან თუნდაც ვერ ვიარსებებდი და ასეთი მსგავსი სხვა ფრაზები რომელიც ალბათ ახლობლებისგან გაგიგონიათ.მხოლოდ, ცუდზე არ უნდა ვიფიქროთ ან ვისაუბროთ.ჩვენ თვითონვე არ უნდა გადავწყვიტოთ ცხოვრება და იმ მომენტში დამდგარი პრობლემები, გაჭირვება რომელზეც ბევრი ამბობს, ჯანდაბას ძალა აღარ შემწევს და რაც არის არის, ვიყო უბედური..და მაინც რატომ?როგორ შეიძლება ეს სიტყვები საკუთარ თავს უთხრა ან უსურვო.ასე ხომ ადამიანი ცხოვრებას ინგრევს, იმ ცხოვრებას რომელიც ღმერთმა აჩუქა...ცხოვრება, არსებობა ღმერთისგან ბოძებული საჩუქარია და მისი გადაწყვეტილებაა თუ როგორი ცხოვრება გაჩუქოს, როგორ გაცხოვროს, ანდა გაგაბედნიერებს თუ არა მაგრამ ამისგარდა უნდა გქონდეს იმედი, დიახ ის იმედი რომელსაც ჩემს ჩანაწერებში ხშირად ვახსენებ.უიმედო ადამიანი იცით რას მახსენებს?თევზს, რომელიც ცვხოვრობს აკვარიუმში მაგრამ არა აქვს წყალი ვერ სუნთქავს და უეცრად კვდება...ასეა, ამ შემთხვევაში სიკვდილს ვერ ვიტყვით მაგრამ "არ'არსებობა" შეგვიძლია ვთქვათ.ღიმილი, ეს ბედნიერების წყაროა..გაიღიმე მაშინ როცა ეს შენ გსურს, გაიღიმე საკუთარი თავისთვის, სხვისთვის და რაც მთავარია ღმერთისთვის...ეს ერთგვარი მადლიერების ნიშანია ღმერთთან იმისა, რომ ამითაც ბედნიერი ვარ, უკან არ ვიხევ ვიცი, რომ რაღაც კარგი მოხდება, ან გადავრჩები, რომ ყველაფერი კარგად იქნება...აი, მაგალითად წარმოვიდგინოთ ვართ სადღაც კინოში ან თუნდაც თეატრში ანდა ცირკში არის ისეთი სცენა თუ ნომერი რომელიც ძალზედ საინტერესო და ამავდროულად სასაცილოა..ამ დროს ერთმანეთს, რომ დავაკვირდეთ ყველა ერთ პოზიციაშია, ყველას პირი აქვს ღია და იცინის..ეს რა მშვენიერი სანახაობაა არა? ასეა ზუსტადაც, რომ ღიმილი ალამაზებს და საოცარს ხდის სიცოცხლეს...ღიმილი, ყველანაირი სევდისგან, სირთულისგან განთავისუფლებს და წამიერად რაღაც თავისუფლებას გრძნობ რომელიც დიდი ხანია არ განგიცდია...მოიშორე ის სიმძიმე რაც გულზე გაწვა, თავს მთელ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობ.ამის წარმოდგენა სასწაულია...უბრალოდ ვეცადოთ, იმას რომ საკუთარ თავებს ბედნიერების ხუთი წუთი ვაჩუქოთ.ყველაზე ღირებული საჩუქარი ან სურვილი რაც კი შეიძლება შენ თავს აჩუქო ან უსურვო ღიმილია.გაიღიმე, ეს თავისუფლებაა...თავისუფლება კი ღიმილშია...ღიმილში კი ღმერთი...ღმერთში კი რწმენა...რწმენაში კი იმედი...იმედში კი ადამი და ევა ანუ ადამიანი, რომელმაც ღმერთმა პირველად შექმნაimage

...

პ.ს გამიზიარეთ, შთაბეჭდილებები რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

0
121
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0