x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ეს რომ მცოდნოდა..." - 8 რამ, რისი თქმაც ჩვენთვის კორონავირუსით დაინფიცირებულებს სურთ
image


ჩვენ გიზიარებდით საინტერესო რჩევებს და დასკვნებს კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა ახლა დადგა დრო, მოვუსმინოთ მათ, ვინც გამოჯანმრთელდა - მათ ჩვენთვის ბევრი რამ აქვთ სათქმელი.


ვირუსი ვრცელდება ტყეში ხანძრის მსგავსად


  • ტრევორ მენკინი, სიეტლის პასტორი, რომელსაც დაუდგინდა COVID-19, შეშინებული იყო, თუ რაოდენ სწრაფად და მარტივად გადადის ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე. 1-ელ მარტს ტრევორმა მოინახულა მეგობარი საავადმყოფოში (მას მოგვიანებით დაუდგინდა კორონავირუსი), მიუხედავად იმისა, რომ მენკინმა დაიცვა უსაფრთხოების ყველა ნორმა, ხელთათმანით დაწყებული, ნიღბით, ხელების იმწამსვე დაბანით და ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავებით დასრულებული. ვიზიტის შემდეგ ის და მისი ცოლი რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რა თქმა უნდა, კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა მათი პასუხებიც, რომელიც 11 მარტს დაუდგინდათ. სიმპტომების გამოვლენამდე პასტორი მივიდა სამსახურში საჭირო საბუთების ასაღებად. მენკინის ასისტენტი მომდევნო დღეს მივიდა სამსახურში და აღმოჩნდა, რომ ისიც დაინფიცირდა, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მას ტრევორი საერთოდ არ უნახავს. შესაძლოა, ვირუსი კარის სახელურზე მოხვდა ან დოკუმენტებზე, თუმცა ამის დადგენა უკვე შეუძლებელი იყო. „ძალიან მარტივად გადადის. მისთვის სულერთია, იყავით თუ არა ინფიცირებულთან კომუნიკაციაში, ის მაინც იპოვის დაინფიცირების გზას“, - აღნიშნა ტრევორმა. სწორედ ამიტომ თვითიზოლაცია და სოციალური დისტანცირება მნიშვნელოვანია. დარჩით სახლში იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ვირუსის გავრცელება.
image


ეს არ ჰგავს გრიპს ან უბრალოდ გაციებას


  • COVID-19-ს ადარებენ გრიპს, მაგრამ სიმპტომებით მხოლოდ დასაწყისში ჰგავს. ჩიარა ჯიჯიალორენცო, 25 წლის გოგონა მაიამიდან, 6 მარტიდან მოყოლებული ებრძოდა ვირუსს. ის ამტკიცებს, რომ გრიპსა და ამ ინფექციას შორის განსხვავება საკმაოდ დიდია. მისი დაავადება დაიწყო სისუსტით და მაღალი ტემპერატურით, გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, მაგრამ ჩიარამ იგრძნო ჰაერის უკმარისობა და მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო. ჯიჯიალორენცომ აღწერა ეს მდგომარეობა, როგორც ბრძოლა თითოეული ჩასუნთქვისთვის.

  • კრისტი, სიეტლის მცხოვრებიც, ახლახან შეემატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვს. 40 წლის სრულიად ჯანმრთელი ადამიანი იხსენებს, რომ იმდენად სუსტად იყო, რომ მისი მდგომარეობა ახალშობილ უსუსურ კნუტს თუ შეედრებოდა. ვირუსის პერიოდში ნახევარი დროის განაკვეთი არც ახსოვს. ამას პლუს, დახშული ცხვირი ერთვოდა, საწოლიდან კი დამოუკიდებლად წამოდგომას ვერ ახერხებდა.

image


კორონავირუსს უნდა მოეკიდოთ სერიოზულად. მაშინაც კი, თუკი უმნიშვნელო სიმპტომები გაქვთ


  • ადამიანების 80%-ს, რომელიც დაინფიცირდა, მსუბუქი სიმპტომებით გადააქვთ - დაბალი სიცხე და მშრალი ხველა. ორი კვირის შემდეგ გამოჯანმრთელდებიან, თუკი ყურადღებით მოეკიდებიან გამოჯანმრთელების პროცესს. ადამიანები, რომლებიც დაინფიცირებულები არიან, გულწრფელად აღიარებენ: „საშინლად გვაღიზიანებს ის ადამიანები, რომლებიც დაუდევრად ეპყრობიან ამ ფაქტს. მათ მიაჩნიათ, რომ მარტივად გადაიტანენ და არ ფიქრობენ, რომ ამ დროს შესაძლოა სხვას გადასდონ, რომელიც შესაძლოა გარდაიცვალოს. ეს სრული ეგოიზმია.“


image


თუკი არ გაქვთ საშუალება, ჩააბაროთ ანალიზები, მოიქეცით ისე, თითქოს ინფიცირებული ხართ


  • ტესტები, სამწუხაროდ, დიდი რაოდენობით არსად არ არის. ამიტომ შეეცადეთ, გამოიჩინოთ ყურადღება და მოიქცეთ შეგნებულად. პირველ რიგში, თვითიზოლაცია, ეს ნომერ პირველი წესია, რომელიც უნდა დაიცვათ იმ შემთხვევაშიც, თუკი არ ხართ დაინფიცირებული. თუკი სიმპტომები გამოგივლინდათ, მოიქეცით გონივრულად, მოიწყვეთ კარანტინი და დაიწყეთ გამოჯანმრთელება სახლის პირობებში.

image


დაეხმარეთ და ნუ გრცხვენიათ, მიიღოთ დახმარება


  • ქაოსის დროს ზოგიერი ადამიანი ძალიან ცუდად იქცევა. პასტორი მანკინი გაოგნებული იყო, როცა დაინფიცირების შემდეგ ურეკავდნენ უცხო ადამიანები და სთავაზობდნენ მისთვის და მისი მეუღლისთვის საკვები პროდუქტების მიტანას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სინამდვილეში მორალურ და ფიზიკურ დახმარებას. ეს ადამიანს სწრაფად გამოჯანმრთელებაში უწყობს ხელს და დაავადების ადვილად გადატანაში ეხმარება. დაურეკეთ თქვენს ნათესავებს, მოიკითხეთ. ეს კარგი პერიოდია კავშირების აღსადგენად და ყურადღების გამოსაჩენად არაინფიცირებულების მიმართაც.

image


არ შეიშალოთ ჭკუიდან, მთელი წლის მარაგის შეძენით


განაგრძეთ კითხვა



0
395
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0