x
მეტი
  • 29.05.2020
  • სტატია:100929
  • ვიდეო:346111
  • სურათი:464409
შესაძლებელია თუ არა პანდემიის დამარცხება ვაქცინის გარეშე და ტარდება თუ არა ჩვენს ქვეყანაში ამისთვის აუცილებელი ღონისძიებები ?!

image უნდა ითქვას, რომ ვაქცინის შესაქმნელად საჭირო მოწესრიგებული მექნაიზმი უკვე არსებობს და აქტიურად მიმდინარეობს მისი შექმნისა და ტესტირების პროცესი.აღსანიშნავია ფაქტი, რომ პანდემიის შეჩერება შესაძლებელია ვაქცინის გარეშეც, საკარანტინო ზონების მოწყობისა და საგანგებო ვითარებაზე გადასვლის ხარჯზე.სწორედ ეს არის მიზეზი, იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა, გამოეცხადებინათ საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას შიშით შეხვდა, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, თუმცა დიდად დამაიმედებელია ყველა ის ღონისძიება, რომელიც დროულად იქნა გატარებული ჩვენს ქვეყანაში, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზაცია და მასთან ერთად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ.

მინდა მოგიწოდოთ, გაითავისოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დაიცვათ და გაითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, რათა შეძლოთ ვირუსით ინფიცირების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანა და ამით თქვენი წვლილის შეტანა პანდემიის დამარცხებაში !

შეგახსენებთ Covid19–ისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს:

–სიცხე;

–მშრალი ხველა;

–სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება;

–კუნთების ტკივილი;

–ზოგჯერ ახასიათებს ყელის ტკივილი, ნახველი, სურდო და დიარეა.

იყავით ყურადღებით და სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას !

0
317
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარა ტყეშელაშვილი
თამარა ტყეშელაშვილი
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0