საზოგადოება უსაფრთხოა თუ არა სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს და რისი ცოდნაა აუცილებელი? - სექსოლოგების რჩევები 2020, 31 მარტი, 15:49 თუ სექსით დავკავდები, კორონავირუსით დავინფიცირდებით? - მთელ მსოფლიოში მსგავსი კითხვით მედიკოსებს უამრავი ადამიანი მიმართავს, ზოგსაც აინტერესებს, მაგრამ ამ კითხვას ხმამაღლა ვერ სვამს. კორონავირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხისადმი უამრავი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. მითებისა და რეალური ფაქტების გარჩევა რომ შევძლოთ, პროფესიონალთა რჩევები უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, BBC აქვეყნებს სტატიას, სადაც კორონავირუსსა და სექსთან დაკავშირებულ კითხვებს პროფესიონალები პასუხობენ - ექიმი, სექსოლოგი, ალექს ჯორჯი და ჟურნალისტი, ალიქს ფოქსი, რომლის ჟურნალისტური საქმიანობის სფერო სექსთან დაკავშირებული საკითხებია. არის თუ არა უსაფრთხო კორონავირუსის პანდემიის დროს სექსით დაკავება?ალექს ჯორჯი: თუ ურთიერთობაში ხართ და კონკრეტულ ადამიანთან ერთად, ერთსა და იმავე გარემოში ცხოვრობთ, ეს არ ცვლის თქვენს სიტუაციას და რა თქმა უნდა, უსაფრთხოა, მაგრამ თუ ერთ-ერთი თქვენგანი სხვა გარემოში იყო და კორონავირუსის სიმპტომები აქვს, უნდა დაიცვათ სოციალური დისტანცია, იზოლაციის წესები. იდეალურია ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ საკუთარ სახლში ეს არ არის რეალისტური, ასეთი დისტანცირება ოჯახის წევრებისგან ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია. ალიქს ფოქსი: უმნიშვნელოვანესია, რომ არ უგულებელყოთ უმცირესი სიმპტომიც კი. თუ რაიმე სიმპტომს შეამჩნევთ, თავი შეიკავეთ საყვარელ ადამიანთან კონტაქტისგან. უსაფრთხოა თუ არა სექსი, ახალ პარტნიორთან?ექიმი ალექსი: რა თქმა უნდა, ახალ პარტნიორთან, პანდემიის დროს გაცნობილ ადამიანთან სექსს ამ მომენტში არავის ვურჩევ, რადგანაც რისკი იმისა, რომ ის, ან თქვენ ვირუსის მატარებელი იყოთ, ერთმანეთს გადასდოთ და ვირუსი კიდევ უფრო გაავრცელოთ, დიდია. ალიქს ფოქსი: არ დაგავიწყდეთ, რომ ვირუსის მატარებელ ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, არანაირი გამოხატული სიმპტომი არ აქვთ. ასე რომ, თუ თავს კარგად გრძნობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსის მატარებელი არ ხართ და ახლო კონტაქტში მყოფ ადამიანს შესაძლოა ის გადასდოთ. ვაკოცე ადამიანს, რომელსაც ახლახანს შევხვდი და მას კორონავირუსის სიმპტომები განუვითარდა, რა უნდა გავაკეთო?განაგრძეთ კითხვა352 2-ს მოსწონს
|