x
მეტი
  • 23.11.2020
  • სტატია:105140
  • ვიდეო:348711
  • სურათი:470398
უსაფრთხოა თუ არა სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს და რისი ცოდნაა აუცილებელი? - სექსოლოგების რჩევები
image


თუ სექ­სით დავ­კავ­დე­ბი, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ვინ­ფი­ცირ­დე­ბით? - მთელ მსოფ­ლი­ო­ში მსგავ­სი კი­თხვით მე­დი­კო­სებს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს, ზოგ­საც აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ამ კი­თხვას ხმა­მაღ­ლა ვერ სვამს.


კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხი­სად­მი უამ­რა­ვი მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. მი­თე­ბი­სა და რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბის გარ­ჩე­ვა რომ შევ­ძლოთ, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რჩე­ვე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.


სწო­რედ ამი­ტომ, BBC აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუს­სა და სექსთან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი პა­სუ­ხო­ბენ - ექი­მი, სექ­სო­ლო­გი, ალექს ჯორ­ჯი და ჟურ­ნა­ლის­ტი, ალიქს ფოქ­სი, რომ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო სექსთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბია.


არის თუ არა უსაფრ­თხო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს სექ­სით და­კა­ვე­ბა?



ალექს ჯორ­ჯი: თუ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხართ და კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­თან ერ­თად, ერ­თსა და იმა­ვე გა­რე­მო­ში ცხოვ­რობთ, ეს არ ცვლის თქვენს სი­ტუ­ა­ცი­ას და რა თქმა უნდა, უსაფრ­თხოა, მაგ­რამ თუ ერთ-ერთი თქვენ­გა­ნი სხვა გა­რე­მო­ში იყო და კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი აქვს, უნდა და­იც­ვათ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი. იდე­ა­ლუ­რია ორ მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, მაგ­რამ ისიც ვთქვათ, რომ სა­კუ­თარ სახ­ლში ეს არ არის რე­ა­ლის­ტუ­რი, ასე­თი დის­ტან­ცი­რე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია.


ალიქს ფოქ­სი: უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ არ უგუ­ლე­ბელ­ყოთ უმ­ცი­რე­სი სიმპტო­მიც კი. თუ რა­ი­მე სიმპტომს შე­ამ­ჩნევთ, თავი შე­ი­კა­ვეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტის­გან.


უსაფრ­თხოა თუ არა სექ­სი, ახალ პარტნი­ორ­თან?


image


ექი­მი ალექ­სი: რა თქმა უნდა, ახალ პარტნი­ორ­თან, პან­დე­მი­ის დროს გაც­ნო­ბილ ადა­მი­ან­თან სექსს ამ მო­მენ­ტში არა­ვის ვურ­ჩევ, რად­გა­ნაც რის­კი იმი­სა, რომ ის, ან თქვენ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი იყოთ, ერ­თმა­ნეთს გა­დას­დოთ და ვირუ­სი კი­დევ უფრო გა­ავ­რცე­ლოთ, დი­დია.


ალიქს ფოქ­სი: არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ა­ნებს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არა­ნა­ი­რი გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მი არ აქვთ. ასე რომ, თუ თავს კარ­გად გრძნობთ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი არ ხართ და ახლო კონ­ტაქ­ტში მყოფ ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა ის გა­დას­დოთ.


ვა­კო­ცე ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ახ­ლა­ხანს შევ­ხვდი და მას კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და, რა უნდა გა­ვა­კე­თო?


განაგრძეთ კითხვა



1
345
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
345
  
31 მარტი, 16:08
გაიკეთეთ ნიღაბი და ეგაა ან კისერზე აკოცეთ, მკერდზე და ტუჩები დაივიწყეთ. ყველაფერი კარგად იქნება. :) კორონავირუსი შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომი ანუ "შიდსი" არაა.
0 1 1