x
მეტი
  • 02.06.2020
  • სტატია:100966
  • ვიდეო:346205
  • სურათი:464465
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი კორონავირუსმა იმსხვერპლა
image

ბელგრადში სერბეთის ვალიევოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მილუტინი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერი ავრცელებს.ამრიგად მალუტინი გახდა პირველი მსხვერპლი მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს შორის.



"დიდი მწუხარებით გაუწყებთ, რომ ბელგრადში ჩვენი ძვირფას სულიერი მამა, მისი უწმინდესობა, ვალევსკის ეპისკოპოსი მილიუტინი გარდაიცვალა კორონავირუსით გამოწვეული ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ. ”- ნათქვამია სერბეთის ეკლესიის ვებსაიტზე.


ეპისკოპოსი მილუტინი ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალ "დრაგისა მისოვიჩში" გადიოდა მკურნალობის კურსს. როგორც ცნობილია, 71 წლის ეპისკოპოსს თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.



სერბეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულია 785 ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 16, გამოჯანმრთელდა 42.

0
202
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0