x
მეტი
  • 29.05.2020
  • სტატია:100928
  • ვიდეო:346111
  • სურათი:464415
(პერსონა)თამარ ხულორდავა: არაფორმალური მმართველობა ნამდვილად არ მიგრძვნია
ამ თვითიზოლაციისა და საგანგებო მდგომარეობის დროს გადავწყვიტე შემოგთავაზოთ რუბრიკა "პერსონა", სადაც წარმოგიდგენთ თქვენთვის ცნობილი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების შესახებ 12 "ამბავს" - 5 ფაქტს; 3 განცხადებას; 2 "Facebook" -ის პოსტს და 2 ფოტოს.


ამ რუბრიკაში პირველს წარმოგიდგენთ უკვე დამოუკიდებელ დეპუტატს თამარ ხულორდავას.

თამარ ხულორდავა


5 ფაქტი

1. 40 წლის

2. იურისტი

3. მეუღლე - ლევან ვახტანგაძე და ორი შვილი - დაჩი და კახი

4. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე 2015-2016

5. "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი



3 განცხადება
08.09.2016 - “არაფორმალური მმართველობა ნამდვილად არ მიგრძვნია. კვლევებთან დაკავშირებით უამრავი კომენტარი არის გაკეთებული უკვე. რა თქმა უნდა, ვიცნობთ NDI-ის კვლევებსაც და სხვა კვლევებსაც, ბუნებრივია. ეს ძალიან გვეხმარება იმაში, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, სად არის ძირითადი საჭიროებები, რა მოლოდინები არსებობს ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან დაკავშირებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, კვლევა საინტერესოა და მას ვეცნობით ყოველთვის”


04.09.2019 - ხულორდავა ოპოზიციაზე: "მაშინ როცა რეალურად არსებობს შესაძლებლობა ძალიან ღიად ყველა კითხვას ვუპასუხოთ და სამუშაო რეჟიმში ვიყოთ და არა ლოზუნგების კეთების რეჟიმში, ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც დღეს ხდება დარბაზში, როცა ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები არ იმყოფებიან ჩვენთან ერთად და არ იყენებენ ამ შესაძლებლობას. ეს ჩემთვის არის სიგნალი. ოპოზიციას საქმის კეთება არ აინტერესებს და აინტერესებს ლოზუნგებით ლაპარაკი. ამ ლოზუნგების უკან კი არაფერი არ დგას. არასდროს არ მაქვს პრობლემა, დეტალურად ვისაუბროთ პოლიტიკურ კურსზე, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებთ. თუ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია ხარ და სამთავრობო გუნდს რაღაცაში ბრალს დებ, მაშინ დისკუსიაში შესვლას არ უნდა გაურბოდე და ასეთ ფორმატებს უნდა იყენებდე, რომ ეს კითხვები დასვა"


04.03.2020 - ხულორდავა პრეზიდენტის გამოსვლაზე: “პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას ვუსმენ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ დემოკრატიული ღირებულების და ინსტიტუტების პატივისცემა არის ის მიზეზი, რის გამოც არც მიფიქრია სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადება. აქ ვარ, მაგრამ სამწუხაროდ საოცრად იმედგაცრუებული…"

2 პოსტი
08.03.20 "ეს შეთანხმება მედიატორების - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამსახურებაა" - ოპოზიციის და მმართველი გუნდის შეთანხმებაზე

21.03.20 "შექმნილ ვითარებაში სრულიად აუცილებელი იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება" - საგანგებო მდგომარეობაზე.


თამარ ხულორდავა2

0
403
შეფასება არ არის
ავტორი:გოგებაშვილი საბა
გოგებაშვილი საბა
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0