x
მეტი
  • 27.05.2020
  • სტატია:100907
  • ვიდეო:346107
  • სურათი:464377
გველთან დაკავშირებული მისტერია საქართველოში

image



ყოველივე წარმავალი, მხოლოდ სიმბოლოა..."
გოეთე

კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარე საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე ანუ იმ ადგილზე იმყოფება, სადაც ხვდება და გადაიკვეთება აღმოსავლური (არაისტორიული) და დასავლური (ისტორიული) მსოფლმხედველობები.ამიტომ სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერია, რომ ერთი მხრივ საქართველო უძველესი მისტერიების მხარედ ითვლება, ხოლო მეორე მხრივ, ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანული ტრადიციების ქვეყნად.


გველი როგორც მიწისქვეშეთის უმთავრესი, უნივერსალური სიმბოლო განსაზღვრულ როლს თამაშობდა ქართულ ტრადიციაში, კერძოდ მითში, კულტში, რიტუალში, ხელოვნებაში, ხალხურ Შემოქმედებაში და სხვა.
სიტყვა გუელი /გველი საქართველოში წარმოდგენილია რანოდენიმე ფონეტიკური სახესხვაობით : მეგრული გვერი, სვანური ჰერწამ/ჰერწემ /უიჯ, Შიხულდ და სხვა .იგი ტაბუირებულ სახელს წარმოადგენს და მის ნაცვლად სხვადასხვა სუბსტიტუტი გამოიყენება : სამეგრელოში უჩა-ღართამი ანუ Შავ-ჩოხიანი, თუდო გილერსარგალუ __ მიწაზე მხოხავის მნიშვნელობით.
სვანეთში მეზირი (სალოცავის მნიშვნელობიᲗ), აფხაზეთში ა-მაათ/აჰააზა – მცოცავის, მხოხავის მნიშვნელობით, რაჭასა და ლეჩხუმში _ უნასი, წყეული და სხვა.

საყოველთაოდ გავრცელებულია გველის ნაცვლად უსახელოს ან უხსენებელის ხმარება.
საქართველოში ფართოდ გავრცელებული რწმენის თანახმად, ყველა სახლს ჰყავდა თავისი გველი, ფუძის მფარველი, რომელიც იცავდა სახლს . მას სხვაგვარად ფუძის ანგელოზს ეძახდნენ.

ქართველები, როგორც სხვა ხალხები, არჩევდნენ ერთმანეთისგან “ალალ" და “არამ" გველს. ფუძის გველი (ალალი გველი) საცხოვრებლის ფუნდამენტში ბინადრობდა, და იცავდა ოჯახს ყველანაირი ბოროტებისგან. ფუძის გველი გამოიცნობოდა ფორმითა და ფერით მაგ: რუხი, Შავი, წითელი, იგი წარმოადგენდა ოჯახის კეთილდღეობის, სიმდიდრის მფარველს. ფუძის გველის მოკვლა, იწვევდა ოჯახის განადგურებასა და დაქცევას იწვევდა. ადამიანი, რომელიც კლავდა გველს ავად ხდებოდა ან კვდებოდა. სასჯელის Თავიდან ასაცილებლად ე.წ. ცოდვილს უნდა Შეესრულებინა “გამოსასყიდი" წესი, თუმცა იგი ყოველთვის არ Შველოდა .
ფუძის ანგელოზი/სახლის ანგელოზი, იგივე სახლის გველი ითვლებოდა საკრალურ არსებად და მას თაყვანს სცემდნენ საკმაოდ ორგანიზებული კულტით, რომელიც ზოგადად, რომ ვთქვათ, სახლის მფარველისკენ იყო მიმართული .
საქართველოში საყოველთაოდ გავრცელებული რწმენების მიხედვით, გველი ფლობდა თვალს (მძივს), რომელიც ხვითოს, მარგალიტის, ნატვრისთვალის ან Შემოკლებით თვალის სახელითაა ცნობილი.


გველის თვალის პოვნა დიდ ბედად ითვლებოდა და იგი, Ძირითადად, ბედთან წილხვედრილებს ხვდებოდათ . რწმენის მიხედვით წითელ გველს წითელ ნაჭერს თუ გადაუგდებდნენ, გადმოუგდებდა თვალ-მარგალიტს, რასაც ადამიანი ისურვებდა აუსრულდებოდა. საკმარისი იყო ამგვარი თვალის ფულზე დადება, რომ ის ორმაგდებოდა.


ქართულ, ისევე როგორც სხვა მრავალ ტრადიციაში გველის სიმბოლო დაკავშირებულია წყალთან, წვიმასთან, ნაყოფიერებასთან, მოსავლიანობასთან. ამავე რწმენა-წარმოდგენებში ერთიანდება კოსმიური ბრძოლის თემაც ამინდის ღვთაებასა და მის ხთონურ მოწინააღმდეგეს Შორის.









0
270
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0