x
მეტი
  • 05.06.2020
  • სტატია:101002
  • ვიდეო:346291
  • სურათი:464542
რამდენიმე ფსიქოლოგიური შტრიხი ჩვენი უახლესი ისტორიისათვის
ჯემალ ქარჩხაძე

ჯემალ ქარჩხაძე პუბლიცისტურ ნაწარმოებში „რამდენიმე ფსიქოლოგიური შტრიხი ჩვენი უახსელი ისტორიისათვის“ გვესაუბრება იმ მტკივნეულ, აქტურალურ, აუცილებელ თემაზე, რომელიც დღეს, რა თქმა უნდა, საჭირო და გასააზრებელია საზოგადოებისთვის! იხსენებს ისტორიას, რომელიც ერის „სარკეა“, აწყმოთა და მომავლის რგოლებით შედგენილი... ჯემალ ქარჩხაძის აზრით, ისტორიას თავად ვქმნით და „გამოჭედვით, ეჭვი არაა, ისეთს გამოვჭედავთ, როგორი მჭედლებიც აღმოვჩნდებით.“ გონიერება, ინტელექტი, თვითრეალიზება, დემოკრატია-ეს ჩამონათვალი იმის აუცილებელი კომპონენტებია, რასაც თავისუფლებას ვუწოდებთ!(თავისუფლების კიდევ რამდენიმე განმარტება არსებობს, რომელიც უამრავ ჩვენგანს ერევა და ქვემოთ ვისაუბრებ...).

პუბლიცისტი კითხვას უსვამს საკუთარ თავსა და საზოგადოებას, “როდის გავალთ“, “როგორ გავალთ?“, ის შეწუხებულია, დამწუხრებულია, განადგურებულია და „ფრთამოტეხილი არწივია“, რომელიც გადარჩენაზეა ორიენტირებული და მზადაა აიტანოს ყოველივე, ოღონდაც გადარჩეს თავისი ქვეყანა, ტკბილი სამშობლო, საქართველო!

„როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი?“ ჯემალ ქარჩხაძე სხვადასხვა გზას განიხილავს და ადარებს ერთმანეთს, სურს დაანახვოს ხალხს საკუთარი თავის შეცნობა, პოვნის გზები, თუმცა ვინ ისმენს?ნათქვამია, ჭკვიან ხალხს რთულად უჯერებენო, აი, დასტური ამისა...ჩემი აზრით, პუბლიცისტი ლიტერატურაზე ამახვილებს ყურადღებას, იმ უკვდავ საუნჯეზე, რომელიც საზრდოა სულისა.“შეიცან თავი შენი“, ნიშნავს ვეძიოთ უფალი საკუთარ თავში, ამ ყველაფერში, კი, ლიტერატურა გვეხმარება! დემოკრატია, გონიერება, სულიერება, ინტელექტი-ის ჩამონათვალია, რომელიც ზემოთ აღვნიშნე, ნუთუ არ არის ყოველივეს საწყისი, გონების გამნათებელი ლიტერატურა?


ჯემალ ქარჩხაძისთვის, სწორედ, გონიერებაა უმნიშვნელოვანესი:“ყველაზე მძიმე სენის განკურნებაც შესაძლებელია, თუკი საკმაო გონიერება აღმოგვაჩნდება.“ შემდეგ ასახელებს მიწას, ქრისტიანობასა და ერთიან ენას. შეიძლება რომელიმე თქვენგანმა იფიქროს და მითხრათ მე ან ავტორის ნაწარმოებს გამოეხმაუროთ შემდეგი კომენტარით „როგორ შეიძლება გონიერება დავაყენოთ წინა პლანზე და შემდგომ დავასახელოთ „ენა, მამული სარწმუნოება?!“ ნურას უკაცრავად!ყოველივე შეგნებულად დაწერა ავტორმა და, მათ შორის, მეც!გონიერებაა ყოველივეს საწყისი, ენა, მამული, სარმუნოება-შენი კუთვნილებაა და, სწორედ, ჭკუაა საჭირო თუ როგორ გამოიყენებ მას...რომ არა გონება, ლუარსაბს, ცხოველს დავემსგავსებოდით...ვიტყოდით „კითხვა რა კაცის საქმეა“მოვაკლებდით ლიტერატურას ღირებულებას და გონებას არ გამოვიყენებდით“ჭკუა უხმარ არს ბრიყთათვის, ჭკუა ცოდნის მოიხმარებისო“-წერს გურამიშვილი!

ჯემალ ქარჩხაძე საუბრობს თავისუფლების სურვილზე, ილია იყო ქართველთა ეროვნული მთლიანობის სიმბოლო, რომელსაც სოციალ-დემოკრატებმა ბოლო მოუღეს, თუმცა მათ კარგად იცოდნენ, ამით ილიას სახელი უკვდავყეს! „სამწუხაროდ, გამოცდილება და მაგალითი შესამჩნევ კვალს არ ტოვებს ადამიანის ცნობიერებაში, თორემ მაშინდელი დაუდევრობა ეგებ ახლანდელ დაუდევრობას გამოდგომოდა გაკვეთილად.“პუბლიცისცტი ჩვენს უგნურობაზე საუბრობს, გავიხსენებ ივანე კრილოვის სიტყვებს:“უგნური კაცი ღორსა ჰგავს“, ვერ ვისწავლეთ მაგალითებზე და ახლაც, აწყმოში იმავე შეცდომებს ვუშვებთ.რა თქმა უნდა, ვემხრობი ქარჩხაძის მოსაზრებას და რამდენჯერაც არ უნდა გადავავლო თვალი ნაწარმოებს, მის აქტუალურობაში დღითიდღე ვრწმუნდები!

შემდეგ ავტორი გვესაუბრება ისეთ ხეულშეუხებელ, წმინდა თემაზე, როგორიც რელიგიაა.“რელიგიისგან ვიღებთ ძალასა და ენერგიას“, ურწმუნონი ვიყავით, ყოველთვის ვცვლიდით რელიგიას რაღაც ხორციელ სიამოვნებაზე, ამან კი რა შედეგამდე მიგვიყვანა?!პუბლიცისცტი სახლს გვადარებს, რომელსაც გადახურვა ესაჭიროება:“ მოგვეცემოდა თუ არა სახლის დახურვის საშუალება?“მოვლაა-პატრონობას მოითხოვს ავტორი თითოეული ჩვენგანისგან, სანამ საუნჯე საბოლოოდ განადგურდა!

ბუნება, ხასიათი, მემკვიდრეობა, ოჯახი, აღზრდა-იმ ერთიანი, მთლიანი საუნჯის ჩამონათვალია, რომელსაც ავტორი აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევს.მხოლოდ წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამაც არ უშველაო, ნათქვამია, ამიტომაც „უფსკრული დავიწროვდება“მტერს ბოლო მოეღება და გავიმარჯვებთ თუ ყველაფერს თავის ადგილას დავაყენებთ...“თუმცა ზოგი რამ ადამიანის პიროვნულ თვისებებზეცაა დამოკიდებული.“-წერს პუბლიცისტი.

ჩვენი ეროვნული სული „შავ ყუთშია“, “სადა ვართ და როგორ მოვაგროვოთ ერთიან არსად ჩვენი დაფანტული ნაწილები?“-ამ შეკითხვას სვამს ავტორი, რომელიც ყურადსაღებია, ნამდვილად! გვესაუბრება რუსეთზე, რომელიც ჩვენსას ყოვეთვის ებრძოდა, მოქცევე უნდოდა თავის ყაიდაზე...ბევრი შეცდა, ბევრმა დათმო, ბევრიც ბოლომდე ერთგული დარჩა საკუთარი ეროვნული სულისა!(აცხონოს უფალმა მათი სულები...) რუსეთი „ფსიქოლოგიური რღვევის მექანიზმი იყო“, არა ღმერთს, არა რწმენას არა საკუთარს, ეს ის ჩამონათვალია, რომელზეც ზემოთ, უკვე, ვისაუბრე.ავტორი წუხს, წუხს იმაზე, დემოკრატიული შეგნება და ზნეობა გადაგვარდა, გადაჯიშდა...ბოლშევიკებმა ანბანი „თავზე დაგვახიეს“, რა არ გვაკადრეს და საპასუხოდ რა მოვიმოქმედეთ?აი, ამიტომ გვიწოდებს ავტორი „გახლეჩილ ერს“, რომელშიც, რა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც მოიაზრებს!ზოგს სძინავს, ზოგიც გამოფხიზლდა და მოქმედებს.

ეროვნული სული, გამთლიანება, ზნეობა, დემოკრატია, ხიფათი „მუდმივი თანამზგავრი იქნება“, ვითომ ხიფათს ვერ ვამჩნევთ და იმის ნაცვლად რომ გამთლიანებაზე ვიზრუნოთ, მცდარ გზას ვადგავართო, გვესაუბრება პუბლიცისტი...ისეთ მოჭადრაკეს გვადარებს, რომელიც საკუთარ სვლებს ანგარიშობს მხოლოდ...რამ დაგვღუპა, შე კაცო, შესაძლოა ნებისმიერმა თქვენგანმა მითხრას, გამომეხმაუროს...ცოტა მაგალითია იმისა, რამ გაგვასწორა მიწასთან, დაგვცა და გაგვაცამტვერა? როგორ შეიძლება მოცემული სტატია მოაკლდეს ღირებულებას?ყოველ ღამე მშობლებმა უნდა უკითხონ აკვანთან საკუთარ შვილებს, იკითხონ მოზარდებმა და მოხუცემა იმ იმედით, ეგება რაიმე შევცვალოთ, შეაღწიოს რაიმემ ჩვენს აზროვნებაში და ავამუშავოთ „გონება“, რომლის მნიშვნელობაზე ზემოთ ვისაუბრე და კიდევ ბევრს ვიტყვი!

„რომანტიზმმა დაგვღუპა, დაგვაშორა რეალიზმს“-წელს ჯემალ ქარჩხაძე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვეთანხმები...რამდენი დრო დავკარგეთ უქმედ, წარსულს ვსდიეთ და გავურბოდით რეალობას, ვაი, ჩვენს თავს და ქვეყანას განწირულსა...რომანტიზმის დანიშნულებაც, ხომ, ეს იყო, გაექეცი აწყმოსა და მისტირე წარსულს.ისინი არ ცხოვრობდნენ რეალობაში, გაურბოდნენ ყოველივეს და რეალიზმის მიმდევრები ცდილობნენ ქვეყნის გამოფხიზლებას, შენჯღრევას, ეგება რაიმე ისმინოს ჩვენმა ბედკრულმა საქართველომ...ეს იმედი ამოძრავებდათ რეალისტებს, რომელებიც, რა თქმა უნდა, ბევრმა არ დააფასა!

მაშასადამე, “ჭკვიანი ისაა, ვინც ისტორიას ფეხს აუწყობს და მის დინებას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს“-რა თქმა უნდა, ვემხრობი მოსაზრებას.არ უნდა ვსდიოთ წარსულს და ვიფიქროთ აწყმოზე, დავაფასოთ ყოველივე და გვქონდეს უფლის იმედი.დავით გოგიჩაიშვილი(ადამიანთა მართვის მენეჯერი, პროდიუსერი)ერთ-ერთ გამოსვლაზე, ის თსი-ში რექტორია და კითხულობს ლექციებს, საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება წარმატების შანსი, თუ ვიფიქრებთ აწყმოზე და დავაფასებთ ყველაფერს!

ქარჩხაძის აზრით გამოსავალი „ერის ინტელექტუალური პოტენციის სრული და უკიდურესი მობილიზებაა.“ ის საუბრობს შიშველ დამოუკიდებლობასა და სრულ თავისუფლებაზე. „შიშველი დამოუკიდებლობა“ მოკლე გზაა, არაფრის მომცემი, დროებითი... თუმცა, ისიც აღსანიშნავია, ბევრისთვის მისაღები... „სრული თავისუფლება“ კი ზნეობაა, გონიერებაა, დემოკრატიაა, ხანგრძლივი და ჭეშმარიტი გზაა.აი, ამიტომაც ვისურვებდი სრული თავისუფლების გზით გვეაროს, ვაფასებდეთ ყოველივეს, ვუღრმავდებოდეთ დეტალებს და არ ვთმობდეთ საკუთარს! მივბაძოთ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს, ილია ჭავჭავაძესა და კიდევ უამრავს, რომლებიც ქვეყნის სატკივარს განიცდიდნენ, უყვარდათ და უფრთხილდებოდნენ, დიახ, უფრთხილდებოდნენ, რადგანაც მის გარეშე არაფერი იქნება ისე, როგორც გვინდა!...







0
110
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან კაკლიანი
ლევან კაკლიანი
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0