სხვა მილანში მცხოვრები ქართველი ქალბატონი, რომელსაც კორონა ვირუსი აღმოაჩნდა 2020, 30 მარტი, 15:13 იტალიაში, ქალაქ მილანში სამუშაოდ მყოფ ქალბატონს კორონა ვირუსი აღმოაჩნდა.როგორც ცნობილი გახდა, მისი დაინფიცირება მოხდა იმ ადამიანებისგან, ვისთანაც მუშაობდა.ქალბატონს რამოდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა ტემპერატურული მაჩვენებლის მომატება და საერთო სისუსტე.ასევე, მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ქართველი ქალბატონის მდგომარეობაც იმავე სიმპტომატიკით ხასიათდება. ქალბატონთა მდგომარეობის შესახებ გუშინ უკვე ეცნობა საქართველოს საელჩოს იტალიაში.მათ სწრაფადვე მოახდინეს რეაგირება ფაქტზე და ქალბატონებს გაეწიათ სათანადო დახმარება. ერთ–ერთი ქალბატონის ოჯახის წევრებს უკვე დაუკავშირდნენ გიორგი გახარიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებებიდან, ყველა კომპეტენტური სახელმწიფო სტრუქტურა საქმის კურსშია და მაქსიმალურად აკონტროლებს სიტუაციას მომხდართან დაკავშირებით. ემიგრანტმა რამოდენიმე საათის წინ, საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მადლობას უხდის ყველას ყურადღებისთვის და ამცნობს მათ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. მათ და მათთან ერთად ყველას, განსაკუთრებულად გისურვებთ ჯანმრთელობას ! 487 შეფასება არ არის
|