x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი ჰიტის-I Love Rock 'n' Roll -ის ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა
image

ცნობილი ჰიტის I Love Rock 'n' Roll ერთ-ერთი ავტორი ალან მერილი გარდაიცვალა 69 წლის ასაკში, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად. ამის შესახებ მისი ქალიშვილი ლორა იტყობინება Facebook- ზე.


" ამ დილით მამა კორონავირუსმა წამართვა. ორი წუთის განმავლობაში მომცეს უფლება დავმშვიდობებოდი, შემდეგ კი წაიყვანეს. ის მშვიდად გამოიყურებოდა და როდესაც წამოვედი, ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ მისი სახელი არ გამოჩნდებოდა ახალ ამბებში ”, - თქვა მან.



"გევედრებით, რომ ეს სერიოზულად მიიღოთ. ფულს არ აქვს მნიშვნელობა. ხალხი კვდება. გეჩვენება, რომ ეს შენ არ შეგემთხვევა და არც შენს ძლიერ ოჯახს. ეს მოხდა. დარჩი სახლში, თუ შენთვის არა… სხვებისთვის მაინც”, - დაწერა სოციალურ ქსელში ლორამ.



ალან მერილი დაიბადა ნიუ – იორკში 1951 წელს. იგი ლონდონში საცხოვრებლად გადავიდა 1970-იან წლებში. მუსიკოსმა სიმღერა I Love Rock 'n' Roll 1975 წელს დაწერა გიტარისტ ჯეიკ ჰუკერთან ერთად, იმ დროს ორივე მათგანი როკ ჯგუფის Arrows- ის წევრები იყვნენ. 1982 წელს სიმღერა ჩაწერა მომღერალმა ჯოან ჯეტმა, რამაც იგი მსოფლიო ჰიტად აქცია.შემდეგ იყო 2002 წელს ბრიტნი სპირსის ვერსია, 2019 წელს კი გამოვიდა LadBaby-ის ვერსია.


1
399
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
399
  
2020, 2 აპრილი, 2:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1