x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე საშიში და საშინელი ციხე მსოფლიოში

image

10. ციხე კვანგი

image

ციხე კვანგი ბანგკოკიდან სულ რაღაც 11 კილომეტრში მდებარეობს, ეს ადგილი განთქმულია სასტიკი პატიმრებით, რომლებსაც ყოველ დღე აწამებენ, გარდა ამისა ისინი ოთახების ნაცვლად უბრალო რკინის პატარა გალიებში არიან მოთავსებულები და პირველი 3 თვე ფეხებზე და ხელებზე ბორკილები ადევთ. სწორედ ამიტომ, ეს ციხე ათეულში შედის.

9. ციხე რიკერსი

image

ეს ციხე ლეგენდარულია, თუ საქმე პატიმრებს შორის ძალადობას ეხება. რიკერსი ნიუ იორკში, ბრონკსში მდებარეობს და ბიუჯეტი ყოველწლიურად 800 მილიონ დოლარამდე აქვს. დაცვის წევრებიც კი, რომლებიც სამსახურში ყოველ დღე დადიან, ამბობენ, რომ სიარულის ძალიან ეშინიათ პატიმრების აგრესიულობის გამო.

8. ციხე სან კვენტინი

image

სან კვენტინი 1852 წელს შეიქმნა და კალიფორნიაში ყველაზე ძველი ციხეა. ცნობილია რომ ამ ციხეში არსებობს სპეციალური გაზის კამერაც, თუმცა დიიდ ხანია არ გამოუყენებიათ, რადგან სიკვდილმისჯილებს ახლა ინექციებს უკეთებენ. 2006 წელს ციხეში მასობრივი ჩხუბის შედეგად ასამდე პატიმარი დაზიანდა, 2 კი დაიღუპა.

7. ციხე ალკატრასი

image

ალკატრასი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ციხეა, ცნობილი კი თავისი სასტიკი პატიმრებით გახდა. ციხე კუნძულ ალკატრასზეა, კალიფორნიის სანაპიროზე. სწორედ ამ ციხეში ჩასვეს ალ კაპონე. ციხე სხვადასხვა ინციდენტებითაცაა ცნობილი, როგორიც პატიმრების გაქცევის მცდელობებია. ყველაზე საშინელი შემთხვევა კი 1946 წელს მოხდა, რომელსაც შემდგომში “ალკატრასის ბრძოლა" დაარქვეს.

6. ციხე ლა საბანეტა

image

ეს ციხე ვენესუელაში მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზდ ინტენსიურია მსოფლიოში. ციხე განკუთვნილია 15 000 პატიმრისთვის, თუმცა რეალურად იქ 25 000 პატიმარია. ციხე ცნობილია თავისი ძალადობრივი ინციდენტებით, 1994 წელს მასობრივი ჩხუბის დროს 108 პატიმარი მოკვდა, 1 წლის შემდეგ კი ასევე ჩხუბის დროს 624 პატიმარი დაზიანდა, 196 კი დაიღუპა.

5. ციხე ჰიტარამა

image

ციხე რუანდაში მდებარეობს და მხოლოდ 500 პატიმრისთვისაა განკუთვნილი, თუმცაღა იქ 6000 ადამიანია ჩასმული. სიმჭიდროვის გამო პატიმრებს ფეხზე დგომა უწევთ, რის გამოც კიდურები ულპებათ, რაც სხვადასხვა ინფექციას ან საერთოდ ამპუტაციას იწვევს, რის გამოც ისინი იღუპებიან.

4. ციხე სანტე

image

ციხე პარიზში მდებარეობს და ცნობილია თავისი დამნაშავეების იერარქიული სისტემით, როდესაც ზოგიერთ პატიმარს სხვებზე მეტი უფლებები აქვს. პატიმრებს კი საკნებიდან გამოსვლის უფლება დღეში 4 საათი აქვთ.

3. ციხე დიარბაკირი

image

თურქეთში მდებარე ციხე განთქმულია პატიმრებისადმი არაჰუმნური მოპყრობით. ძალადობის მიზეზები აქ ძირითადად დაცვის წევრები არიან. 1996 წელს ორმა დაცვის წევრმა 10 პატიმარი სიკვდილამდე სცემა, 23 კი დაზიანდა. სწორედ დარაჯების აგრესიული ქმედებების გამოა ციხე ასეთი ცნობილი.

2. ციხე ფადმორი

image

ფადმორი სირიაში მდებარეობს და ცნობილია არაჰუმანური და სასტიკი პირობებით პატიმრებისადმი, ციხე 2001 წელს დაიხურა, თუმცა 2011 წელს ისევ გახსნეს.

1. პენიტენციური ციხე კარანდირუ

image

ციხე ბრაზილიაში მდებარეობს და სხვადასხვა ინციდენტებითაა ცნობილი, მათ შორის კი 1992 წელს მომხდარი მასობრივი მკვლელობით, რომლის დროსაც 102 პატიმარი დაიღუპა. გარდა ამისა, ცნობილია რომ ყოველ მეხუთე პატიმარს ციხეში შიდსი აქვს და არანაირი პირობა არაა შექმნილი სხვა პატიმრების დასაცავად.

0
1240
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0