x
მეტი
  • 30.05.2020
  • სტატია:100942
  • ვიდეო:346114
  • სურათი:464437
რომელი დაავადებების დროს არის აუცილებელი რძის მიღება და როგორ შევინახოთ ის სწორად ?!

image რძე თეთრი ფერის, სპეციფიკური სუნის, თეთრი ფერის და წყალზე ოდნავ ბლანტი კონსისტენციის მქონე ბიოლოგიური სითხეა.რძე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია ნებისმიერი ასაკისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის მქონე ადამიანებისათვის.მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბავშვთა და ხანდაზმულთა კვებაში.

რძისა და მისი პროდუქტების მიღება აუცილებელია გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების მქონე, ასევე, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ცისტიტისა და ნაღვლის სადინარების დაავადებების მატარებელი ადამიანებისათვის.

რძე ძალიან მდიდარი პროდუქტია.ის 200–მდე ნივთიერებას შეიცავს, მათ შორისაა : 20 ამინმჟავა, 15 ვიტამინი, 50–ზე მეტი მინერალური ნივთიერება (Ca, P, K, Na, Mg, Cl, S, Fe, Cu, Se, Co, J, Zn, Al... ).ასევე შეიცავს ვიტამინებს: A, D, E, K, P, H, C და B ჯგუფის: B1, B2, B3, B6, B12 ვიტამინებს;

აღსანიშნავია, რომ 1 ლიტრ რძეს შეუძლია ზრდასრულ ადამიანს დაუკმაყოფილოს დღიური მოთხოვნილების 53% ცილებზე, ხოლო, ცხიმზე, კალციუმსა და ფოსფორზე 100 %.ასევე, ამ რაოდენობის რძეს შესწევს ძალა დღიური ენერგიის 26 %–ის გამომუშავებისა.

რძის შენახვისას უნდა იცოდეთ, რომ აუცილებელია ტემპერატურული მაჩვენებლის დაცვა.თუ რძის შენახვა გსურთ 48 საათამდე (ნუ შეინახავთ უფრო დიდი ვადით), მაშინ აუცილებელია თქვენს მაცივარში ტემპერატურა მერყეობდეს +2...+1°C–ს შორის, ხოლო თუ მის შენახვას არ გეგმავთ 6–12 საათზე მეტ ხანს, საკმარისი იქნება +10...+8°C–იც.

საყურადღებოა, რომ რძიდან შეიძლება მოხდეს ადამიანთა დასნებოვნებაც ისეთი დაავადებებით, როგორიცაა, მაგალითად:ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, მუცლის ტიფი, დეზინტერია, ჯილეხი და სხვა.თუმცა, მთავარია, ნებისმიერი პროდუქტის მიღებისას, დარწმუნებული ვიყოთ, მის ნატურალურობასა და სისუფთავეში, დავიცვათ ჰიგიენის მარტივი წესები მათი დამუშავებისას და ყველაფერი კარგად იქნება !

გისურვებთ ჯანმრთელობას !

0
287
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარა ტყეშელაშვილი
თამარა ტყეშელაშვილი
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0