x
image
მაია 24
აპრილის ჯანმრთელობის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რას უნდა მიაქიოთ ყურადღება მომავალ თვეში
image


რა უნდა გაითვალისწინოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა აპრილის თვეში?


  • ვერძი

სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ გე­ლით. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერთს ალერ­გია გა­ნუ­ვი­თარ­დეს. არ გა­ა­ტა­როთ უყუ­რა­დღე­ბოდ, მი­მარ­თეთ ექიმს. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს კვე­ბა. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მი­ი­ღოთ პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბის გა­გი­ღი­ზი­ა­ნე­ბენ კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მას. და­ლი­ეთ ვი­ტა­მი­ნე­ბის კოქ­ტე­ი­ლი, ბა­ლა­ხე­ბის ჩაი.

  • კურო

თუ ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ გულ­გრი­ლი ხართ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რომ თავს შე­უძ­ლოთ იგ­რძნობთ. დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს, თუ გრძნობთ, რომ გა­ცი­ვე­ბა გა­გიგ­რძე­ლათ, სწრა­ფად იღ­ლე­ბით ან წნე­ვა დახ­ტის. სა­სურ­ვე­ლია, იფიქ­როთ ზედ­მე­ტი წო­ნის დაკ­ლე­ბა­ზეც. თვის ბო­ლოს სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სა­ჭეს­თან. თუ შორ გზა­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბით, წი­ნას­წარ მო­ამ­ზა­დეთ ავ­ტო­მო­ბი­ლი და ეცა­დეთ, ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი დე­ტა­ლი თან გქონ­დეთ.

  • ტყუპები


პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვა გმარ­თებთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­წუ­ხებთ გას­ტრი­ტი, ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი ან ბრონ­ქი­ტი. აგ­რეთ­ვე, გირ­ჩევთ, გა­ზა­ფხულ­ზე არ ჩა­იც­ვათ ზა­ფხუ­ლის სა­მო­სი, ჯერ ძა­ლი­ან ად­რეა. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მხო­ლოდ აი­ვან­ზე გი­წევთ გას­ვლა.

გა­მო­რი­ცხეთ რა­ცი­ო­ნი­დან კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბი, ჩა­ა­ნაც­ვლეთ ფა­ფით, წვნი­ა­ნით, ხი­ლით და რძის პრო­დუქ­ტე­ბით. მე­ტად და­ის­ვე­ნეთ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლის რე­ჟი­მი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტრავ­მე­ბი მი­ი­ღოთ.

  • კირჩხიბი

ვარ­ჯი­ში და სა­ცეკ­ვაო ილე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა - აი, რა გჭირ­დე­ბათ, შინ მუ­შა­ო­ბის დროს, წო­ნა­ში რომ არ მო­ი­მა­ტოთ. მე­ტად და­ის­ვე­ნეთ, მო­ი­წეს­რი­გეთ ფიქ­რე­ბი. უმ­ნიშ­ვნე­ლო მი­ზე­ზე­ბის გამო ნერ­ვე­ბის მოშ­ლა არა­ფერ­ში გჭირ­დე­ბათ. არ გა­დატ­ვირ­თოთ წელი. აპ­რილ­ში მი­ხედ­ვას სა­ჭი­რო­ებს სა­ხის კანი, გა­იხ­სე­ნეთ და გა­ი­კე­თეთ ბე­ბი­ე­ბის რე­ცეპ­ტე­ბით ნიღ­ბე­ბი, კრე­მე­ბი. თვის ბო­ლოს კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ პი­ლინ­გი.

  • ლომი

იმოძ­რა­ვეთ, ივარ­ჯი­შეთ, იცეკ­ვეთ, და­კავ­დით სპორ­ტით და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი არ გექ­ნე­ბათ. მთა­ვა­რია, მო­ე­რი­დოთ მჯდო­მა­რე საქ­მი­ა­ნო­ბას და უმოძ­რა­ო­ბას. მო­მა­ტე­ბულ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას უშ­ვე­ლით სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბით, მე­დი­ტა­ცი­ით.

ფსი­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბას გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ არო­მა­ტუ­ლი სე­ან­სე­ბი. აგ­რეთ­ვე, მო­ე­რი­დეთ ნე­გა­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ხში­რად უს­მი­ნეთ კლა­სი­კურ მუ­სი­კას.

  • ქალწული

აპ­რილ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს სახ­სრე­ბი. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ კვე­ბის რე­ჟი­მი. რა­ცი­ო­ნი­დან გა­მო­რი­ცხეთ ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბი. დი­ლა­ო­ბით კი მი­ი­ღეთ კონ­ტრას­ტუ­ლი შხა­პი.

შუა აპ­რილ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ კუჭ-ნაწ­ლა­ვის მუ­შა­ო­ბას. და­ი­ცა­ვით რე­ჟი­მი, მი­ი­ღეთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი. კარ­გია სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შის შეს­რუ­ლე­ბა. მი­ი­ღეთ ბუ­ნებ­რი­ვი ვი­ტა­მი­ნე­ბი.

  • სასწორი

აპ­რი­ლის თვე­ში ზედ­მე­ტად აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბით და ამის გამო, მო­ი­მა­ტებს გა­დაღ­ლი­ლო­ბა და ძვე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბა. გაფრ­თხილ­დით, არ და­ი­ზი­ა­ნოთ თირკმე­ლე­ბი. თუ დიდი ხა­ნია არ გა­გი­სინ­ჯავთ თვა­ლე­ბი, მი­მარ­თეთ ოკუ­ლისტს, რათა მო­მა­ვალ­ში გარ­კვე­ვით შეძ­ლოთ წერა და კი­თხვა.

აპ­რი­ლი ის თვეა, როცა სუ­ლი­ე­რა­დაც უნდა მოძ­ლი­ერ­დეთ და ფი­ზი­კუ­რა­დაც. შუა აპ­რილ­ში მე­უღ­ლეს სთხო­ვეთ, ზურ­გის მა­სა­ჟი გა­გი­კე­თოთ ხოლ­მე. ეცა­დეთ, შე­ამ­ცი­როთ ან სრუ­ლი­ად ამო­ი­ღოთ რა­ცი­ო­ნი­დან მა­რი­ლი­ა­ნი და ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბი. მე­ტად გა­უფრ­თხილ­დით კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მას, და­ი­ცა­ვით დი­ე­ტა.

  • მორიელი

პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი, სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა და პო­ზი­ტი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მოვ­ლე­ნებ­ზე - აი, რა არის აპ­რილ­ში თქვე­ნი "წა­მა­ლი". ნაკ­ლე­ბი ინერ­ვი­უ­ლეთ იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბაც არ შე­გიძ­ლი­ათ. მო­ე­რი­დეთ ნე­გა­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს. სახ­ლში ყოფ­ნა გა­მო­ი­ყე­ნეთ და­ძი­ნე­ბის და ნერ­ვე­ბის დამ­შვი­დე­ბის­თვის.

ვარ­ჯი­შის დროს სიფრ­თხი­ლე მო­გე­თხო­ვე­ბათ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ტრავ­მე­ბი, მყე­სე­ბის და­ჭი­მუ­ლო­ბა. კარ­გი თვეა ორ­გან­ზი­მის გა­სა­კა­ჟებ­ლად. გა­ამ­დიდ­რეთ რა­ცი­ო­ნი ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თე­ბით. მი­ი­ღეთ თხი­ლე­უ­ლიც.

აპ­რი­ლის ბო­ლოს სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სა­ჭეს­თან. მგზავ­რო­ბის წინ სა­ო­ჯა­ხო აფ­თი­აქ­ში ჩა­ი­ხე­დეთ და არც დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა და­გა­ვი­წყდეთ.

  • მშვილდოსანი

თვით­მკურ­ნა­ლო­ბას არ გირ­ჩევთ. უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის დრო­საც კი გა­მო­ი­ძა­ხეთ "სას­წრა­ფო". იყა­ვით პო­ზი­ტი­უ­რი, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა და იუ­მო­რის გრძნო­ბა ახ­ლობ­ლებ­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს.

დილა მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შით და­ი­წყეთ, თუ თავს კარ­გად გრძნობთ, შე­გიძ­ლი­ათ გა­კა­ჟე­ბა­ზეც და­ფიქ­რდეთ. შინ ყოფ­ნის დროს მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რის ყუ­რე­ბით ნუ და­იღ­ლით თვა­ლებს. გა­მო­ნა­ხეთ დრო წიგ­ნის კი­თხვის­თვი­საც. გა­და­ხე­დეთ ძველ ნივ­თებს, შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თის არ­სე­ბო­ბა არც გახ­სოვ­დეთ, ზოგი შე­იძ­ლე­ბა გა­და­საყ­რე­ლი გახ­დეს. აპ­რილ­ში ალ­კოჰო­ლის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა შე­ამ­ცი­როთ. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ კვე­ბა, გა­ამ­დიდ­რეთ ხი­ლი­თა და ბოსტნე­უ­ლით, თუ არ მარ­ხუ­ლობთ, უცხი­მო ხორ­ცი­თა და თევ­ზით.

  • თხის რქა

თავი შე­ი­კა­ვეთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის­გან. და­კავ­დით ფი­ზკულ­ტუ­რით, ეს მეტ ენერ­გი­ას შეგ­მა­ტებთ. აგ­რეთ­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ იოგა და არო­მა­ტუ­ლი აბა­ზა­ნე­ბი. მთვა­რის კლე­ბის პე­რი­ოდ­ში, ში­ნა­უ­რუ­ლი მე­თო­დე­ბით, გა­იწ­მინ­დით სა­ხის კანი. ეს ეხე­ბა ასა­კი­ან ადა­მი­ა­ნებ­საც და ახალ­გაზ­რდებ­საც.

  • მერწული

იმი­სათ­ვის, რომ აპ­რი­ლი უპ­რობ­ლე­მოდ გან­ვლოთ, გა­იხ­სე­ნეთ "სხე­უ­ლი­სა და გო­ნე­ბის ჰი­გი­ე­ნა". არ მო­გეჩ­ვე­ნათ, ჯან­სა­ღი ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბის­თვის გჭირ­დე­ბათ. ნე­ბის­მი­ე­რი უსი­ა­მოვ­ნო სიმპტო­მის შემ­თხვე­ვი­სას, გა­მო­ი­ძა­ხეთ "სას­წრა­ფო". მო­ე­რი­დეთ ვი­ზიტს კოს­მე­ტო­ლოგ­თან და სტო­მა­ტო­ლოგ­თან. იზ­რუ­ნეთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რათა დეპ­რე­სი­ა­ში არ ჩა­ვარ­დეთ.

  • თევზები

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოთ. მო­ე­რი­დეთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას, თუ, რა თქმა უნდა, ექი­მი არ ხართ. თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ, მი­მარ­თეთ სპე­ცი­ა­ლიტს. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა, მი­ი­ღეთ ვი­ტა­მი­ნე­ბი და მი­ნე­რა­ლე­ბი. აპ­რი­ლი სა­უ­კე­თე­სო თვეა, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ. სახ­ლში კი შე­გიძ­ლი­ათ ზო­მი­ე­რად ივარ­ჯი­შოთ. მან­დი­ლოს­ნე­ბი თვის ბო­ლოს გი­ნე­კო­ლოგ­თან ჩა­ე­წე­რეთ ვი­ზიტ­ზე.


ასევე ნახეთ:


ცხოვრებისეული გაკვეთილების პლანეტა ნიშანს იცვლის - მსოფლიოს და ზოდიაქოს ნიშნებს რადიკალური ცვლილებები ელით, რომელიც მინიმუმ 3 წელს გასტანს


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდნენ კორონავირუსს - ვის აქვს დაინფიცირების ყველაზე ნაკლები შანსი


2020 წლის ივლისისთვის ვირუსი სრულად მართვადი გახდება - ცნობილი ასტროლოგები კორონავირუსის მიზეზებზე და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს


"ცვლილებები სასიკეთო იქნება" - რას წერს ასტროლოგი, როდის დასრულდება კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში?


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
1005
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1005
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0