x
მეტი
  • 02.06.2020
  • სტატია:100971
  • ვიდეო:346220
  • სურათი:464473
ბელგიის რევოლუცია, პოლონეთის აჯანყება, საბერძნეთის რევოლუცია

ბელგიის რევოლუცია

ვენის კონგრესის ერთერთი გადაწყვეტილების თანახმად შეიქმნა ნიდერლანდის გაერთიანებული სამეფო, რომელშიც ბელგიაც გაერთიანდა, ბელგიელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ .


image


1815 წლიდან მოყოლებული, ბელგიურ მოსახლეობაში სამეფოს ხელისუფლების წინააღმდეგ უკმაყოფილება ყოველწლიურად იზრდებოდა. საფრანგეთში წარმატებით დასრულებულმა ივლისის რევოლუციამ ბელგიელ ხალხში დიდი მღელვარება გამოიწვია. 1830 წლის 13 აგვისტოს რუსეთის იმპერიის დიპლომატი ფ. გოლიცინი სამშობლოში წერდა : “ ბრიუსელის მოსახლეობაში არსებული მღელვარება და შფოთი პარიზელების მიღწევებმა გამოიწვია " გაზეთი “ Courrier des -BAS" 11 აგვისტოს წერდა: “ ბელგიელების უმეტესობა დიდი ენთუზიაზმით მიესალმება ყველაფერ იმას, რაც ბოლო 15 დღეა საფრანგეთში ხდება."

24 აგვისტოს საღამოს ბრიუსელში საყოველთაო გამოსვლები დაიწყო .პირველ ეტაპზე მთავრობა სისხლისღვრას მოერიდა .შედეგად ბელგიის თითქმის ყველა დიდი ქალაქი ჩაება გამისვლებში.



image

ნიდერლანდის მეფემ ვილჰელმ I- მა აჯანყებულებთან მოლაპარაკება გადაწყვიტა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. 23 სექტემბერს მეფის ჯარსა და აჯანყებულებს შორის დაიწყო სამხედრო დაპირისპირება, რომელიც 26 სექტემბერს აჯანყებულების გამარჯვებით დასრულდა და შეიქმნა დროებითი მთავრობა. ვილჰელმ I- მა დახმარებისათვის მიმართა ევროპის დიდ სახელმწიფოებს, რომლებმაც 1830 წლის ბოლოს ლონდონში მოიწვიეს კინფერენცია ინგლისის, ავსტრიის, პრუსიის, რუსეთის და საფრანგეთის მონაწილეობით. ერთთვიანი მსჯელობის შემდეგ კონფერენციამ ბელგია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო.

პოლონეთის აჯანყება

ვლისის რევოლუციის შემდეგ რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა (1825-1855) გადაწყვიტა პოლონური არმიის გაუქმება, რასაც პოლონეთის ქვეითთა კადეტების აჯანყება მოჰყვა ( 29 ნოემბერს) კადეტებმა და მათმა მომხრე მოქალაქეებმა ვერ მოახერხეს მოეკლათ ან დაეკავებინათ იმპარატორის ძმა, კონსტანტინე, რომელიც შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი იყო პოლონეთში. თუმცა აიღეს იარაღის საწყობები და იარაღი მოსახლეობას დაურიგეს, შედაგად ვარშავის ჩრდილოეთ ნაწილი სრულიად დაიკავეს. აჯანყებულთა ნაწილობრივი წარმატება კონსტანტინეს ყოყმანმა გამოიწვია, მან არავითარი მოქმედებით არ უპასუხა არეულობას. 1831 წლის 25 იანვარს პოლონეთის პარლამენტმა - სეიმმა - ნიკოლოზ I აღარ ცნო თავის იმპერატორად .


image

1831 წლის თებერვალის დასაწყისში ნიკოლოზ I- მა პოლონეთში 115 000- კაციანი ჯარი შეიყვანა, რომელსაც 40 000- იანი პოლონური არმია დაუპირისპირდა . რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში 25 თებერვალს ვარშავის გარეუბან გროჩოვში პოლონელები დამარცხდნენ . რუსებმა პოლონეთში დაიბანაკეს გამოსაზამთრებლად . ამასობაში იმპერატორის საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო ლიტვაში, ბელორუსიასა და უკრაინაში . თუმცა პოლონური ამბოხების მესვეურები თავს იკავებდნენ ხელახალი აჯანყებისაგან . მეფის ჯარებმა დასავლეთ რუსეთის რეგიონებში დაწყებული აჯანყებებიც ჩაახშო, ხოლო 1831 წლის 26 მაისს ქალაქ ოსტროლენკასთან გამართული ბრძოლა რუსეთის გამარჯვებით დასრულდა . პოლონეთის განმათავისუფლებელი მოძრაობა საბოლოოდ დამარცხდა.

საბერძნეთის რევოლუცია

ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული განმათავისუფლებელი ომი საბერძნეთში 1821 წლიდან 1832 წლამდე მიმდინარეობდა. პირველსავე წელს ამბოხებამ მოიცვა მაკედონია, კრეტა და ცენტრალური საბერძნეთი.


image

1825 წელს ომში ჩაება ეგვიპტე, რომელმაც აჯანყებულების მიერ დაკავებული ტერიტორიები თურქულ მმართველობაში დააბრუნა. 1817 წლიდან კი ბერძენ აჯანყებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა, რომლებიც საბერძნეთის დახმარებით ხმელთაშუა ზღვის აუზში და ბალკანეთზე ოსმალეთის პოზიციების დასუსტებას ისახავდა მიზნად .ამავე წლის 20 ოქტომბერს მოკავშირეებმა ნავარინოს საზღვაო ბრძოლაში დაამარცხეს ოსმალეთის არმია. საბოლოოდ 1832 წელს, კონსტანტინეპოლში დადებული ზავით ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა ( დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ) საბერძნეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს.

(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

1. ნაპოლეონის ომები

image

2. ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში

image

3. ვენის კონგრესი 1814-1815

image

0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0