x
ვიკვებოთ სწორად ! ნახშირწყლების როლი კვებაში

image ჩვენი ორგანიზმის უჯრედებში ნახშირწყლები საყრდენი ნივთიერების როლს ასრულებს.ორგანიზმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადვილად შეთვისებადი და არაშეთვისებადი ნახშირწყლების რაოდენობას.მისი ჭარბი რაოდენობით მოხმარებამ შეიძლება გასუქება გამოიწვიოს.

საკვებ რაციონში ნახშირწყლების განსაზღვრული მინიმუმი 150 გრამია.

ნახშირწყლოვანი საკვებია:ბოსტნეული–კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ოხრახუში;ხილი–ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ყურძენი;ნამცხვრები, ტკბილეული, პური;მცენარეთა ნაყოფები, ბოლქვები, თესლები 70%–მდე სახამებელს შეიცავს.

ნახშირწყლები აუცილებელია ორგანიზმის მიერ ცხიმების ნორმალური გამოყენებისთვის.თუ კვების რაციონში არ არის მისი საჭირო რაოდენობა, ორგანიზმში არ ხდება ცხიმის სრული წვა.ასევე მავნეა მისი ჭარბი რაოდენობით მიღებაც, რადგან იწვევს ცხიმის დაგროვებას.

შაქრით და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების (პური, საკონდიტრო ნაწარმი) ჭარბი მიღება შეიძლება გახდეს ათეროსკლეროზის, ნაღვლის კენჭოვანი დაავადებების, ნერვული სისტემის მოშლის ერთ–ერთი მიზეზი.დადგენილია, რომ ყოველი ჭარბი 25 გრამი ნახშირწყალი წარმოქმნის 10 გრამ ცხიმს.

ნახშირწყლების სწორად მიღების მიზნით, სასურველია, ყოველდღიური რაციონი შეავსოთ ნადვილი საკვებით.მაგალითად, ფორთოხლის წვენის ნაცვლად, უმჯობესია, მიირთვათ მთლიანი ფორთოხალი.სიმინდის ფქვილის ნაცვლად – მთლიანი სიმინდი და ა.შ.

უპირატესობა მიანიჭეთ რეალურ და სასარგებლო ნახშირწყლებს.ეს არის, ახალი ხილი, მთლიანი მარცვლეული, როგორიცაა შვრია, ხორბალი, ქერი, ყავისფერი ბრინჯი;მარცვლეულის პური, სახამებლური ბოსტნეული:კარტოფილი, სიმინდი, პარკოსანი მცენარეები(ლობიო, ბარდა).

არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ნახშირწყლებით გაჯერებული საკვების მიღება საღამოს საათებში მეტად მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მისი მიღება საუზმეზე.ვინაიდან დილიდან ადამიანს მეტი ენერგია სჭირდება, უფრო ადვილად იწვის ორგანიზმში არსებული შაქარი, ვიდრე საღამოს, როდესაც სხეული მოდუნებას იწყებს.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა – დავიცვათ დროის ინტერვალი კვებიდან კვებამდე, რათა ორგანიზმის მიეცეს საშუალება მოასწროს მიღებული საკვები ნივთიერებების გადამუშავება !

0
247
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარა ტყეშელაშვილი
თამარა ტყეშელაშვილი
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0