x
მეტი
  • 06.06.2020
  • სტატია:101010
  • ვიდეო:346295
  • სურათი:464554
რა სარგებელი მოუტანა სამყაროს კორონავირუსმა?
image ამბობენ "მედალს ორი მხარე აქვსო" და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. კაცობრიობა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგეს და ფაქტობრივად, ერთმა მიზეზმა სრულიად შეცვლა ჩვენი სამყარო. უდიდეს დანაკარგთან და უამრავ დაავადებულთან ერთად, ვირუსის გავრცელების შემდეგ ბუნებამ თითქოს შვებით ამოისუნთქა. მოკლედ, გთავაზობთ იმ სარგებელს, რაც კოვიდ19-მა მოუტანა სამყაროს:


1. უმსხვილესმა ქარხნებმა შეწყვიტეს მუშაობა, რის შედეგადაც ჰაერში მავნე ნაწილაკები აღარ ხვდება. ქალაქების თავზე გამონაბოლქვის ნაცვლად ლურჯი ცა გამოჩნდა. ამის ნათელი მაგალითია, ნასას მიერ გადაღებული უჰანის პროვინცია, კარანტინამდე და კარანტინის შემდეგ. ფოტოზე ნარინჯისფრად აღნიშნულია ის რაიონები, სადაც ჰაერის მაღალი დაბინძურება შეიმჩნეოდა;

image

2. ზღვაში აღარ მოძრაობენ დიდი რაოდენობით გემები და ტანკერები. ზღვის წყალიც შედარებით დასუფთავდა და თევზის სიმრავლეც შეიმჩნევა;


3. კაზინოები და ტოტალიზატორები დაიხურა. თამაშდამოკიდებულ ადამიანებს ეძლევათ უდიდესი შანსი, რომ ამ მავნე ჩვევისგან განიკურნონ;

4. საზღვრების გამკაცრებული კონტროლის გამო, შეწყდა ნარკოტიკული საშუალებების ტრანზიტი;

5. სამარშუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვის შედეგად, ჰაერში ტყვიის შემცველობამ საგრძნობლად იკლო,

6. საზოგადოებამ დაიწყო ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა;

7. ბანკებმა და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებმა მომხმარებლებს სესხები სამი თვით გადაუვადეს (იგულისხმება საქართველოში არსებული საბანკო სექტორი);

8. უამრავი კომპანია და საჯარო უწყება გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, რამაც ადამიანებს საშუალება მისცა უფრო მეტი დრო გაატარონ ოჯახის წევრებთან;

9. ადამიანები ერთმანეთის მიმართ უფრო გულისხმიერნი და ჰუმანურნი გახდნენ. შეიქმნა სხვადასხვა ჯგუფებიც, სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმები ონლაინ რეჟიმში უწევენ მოსახლეობას კონსულტაციას. ასევე ადამიანებს აქვთ საშუალება, რომ სრულიად უფასოდ ისწავლონ ონალინ რეჟიმში;

10. იმის შიშმა, რომ შეიძლება ფრენები შეწყდეს, ძალიან ბევრ ემიგრანტს მოანდომა სამშობლოში დაბრუნება;

11. დავიწყეთ ექიმების, სამართალდამცავების, კონსულტანტების, კურიერების, ოპერატორებისა და ყველა იმ ადამიანის დაფასება, ვინც ასეთ მძიმე ვითარებაში საკუთარ ჯანმრთელობას ჩვენს გამო დებს სასწორზე.

და ბოლოს, აღარავინ წუწუნებს იმაზე რომ დრო არ აქვს ფილმის სანახავად ან წიგნის წასაკითხად, ან თუნდაც ოჯახის წევრებთან ერთად დროის გასატარებლად. ახლა ყველას გვაქვს დრო ვიყოთ მშვიდად ჩვენს სახლებში, ვაკეთოთ ის რაც გვიყვარს და ამით დავიცვათ ჩვენი თავი ვირუსისგან. ვისაც სოფელი აქვს, ყველამ სოფლისაკენ მიაშურა. რა ჯობს სუფთა ჰაერს და გამწვანებულ ეზოს. გამოვიყენოთ ეს დრო ჩვენს სასარგებლოდ, დავისვენოთ და თან გავითვალისწინოთ ჩვენი ექიმების მთავარი თხოვნა, დავრჩეთ სახლში. ერთად შევუწყოთ ხელი ჩვენს მთავრობასა და ექიმებს აკონტროლონ შექმნილი სიტუაცია.

0
707
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
707
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0