x
image
alex999
Mediator image
ქვეყნები, რომლებმაც კორონავირუსთან საბრძოლველად მილიარდები გამოყვეს

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკაზეც ძლიერ უარყოფითად იმოქმედა. ამისთვის გათვალისწინებულ იქნა სპეციალური პაკეტები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში გამოიყენება. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ტოპ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებმაც კორონავირუსთან საბრძოლველად მილიარდებო გამოყვეს:


image





აშშ- 1 ტრილიონი დოლარი

image


აშშ-მ 1 ტრილიონი დოლარი გამოყო კორონავირუსთან საბრძოლველად. როგორც ცნობილია, ტრამპის გადაწყვეტილებით თითოეულ მოქალაქეზე 1000 დოლარია გამოყოფილი.





ევროპის ცენტრალური ბანკი - 750 მილიარდი დოლარი

image

ევროპის ცენტრალურ ბანკმა 750 მილიარდი დოლარი გამოყო ვირუსთან საბრძოლველად. ამ პაკეტით ასევე ისარგებლებს საბერძნეთი, რომელიც ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება.





გერმანია - 837 მილიარდი დოლარი

image


გერმანია ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად 750 მილიარდი დოლარი გამოყო, შემდეგ დამამტებით 137 მილიარდი კომპანიების შესანარჩუნებლად. ქვეყანა კორონოვირუსის დამარცხების შემდეგ, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების დასახმარებლადაც სპეციალურ პაკეტს ამზადებს.





დიდი ბრიტანეთი - 450 მილიარდი დოლარი


image


დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი მთავრობის და სამეფო იჯახის წევრებსაც დაუდგინდა. ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლისთვის 362 მილიარდი გირვანქა გამოყო. ხოლო 2020 წლის ბოლომდე მცირე და მსხვილ კომპანიებს გადასახადები შეუჩერა.





საფრანგეთი - 335 მილიარდი დოლარი

image


ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანა საფრანგეთია. ქვეყნის მასშტაბით კარანტინია გამოცხადებული. მიღებული გადაწყვეტილებით, საფრანგეთი კორონავირუსის წინააღმდეგ 335 მილიარ დოლარიან პაკეტს გამოყოფს.





ესპანეთი - 223 მილიარდი დოლარი

image


ესპანეთის მთავრობამ ქვეყნის ბიუჯეტის 20% კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყო. ესპანეთში საკმაოდ რთული ვითარებაა.





კანადა - 82 მილიარდი დოლარი

image


კანადამ გამოყო 82 მილიარდი დოლარი. პრეზიდენტის განცხადებით, ისინი დაეხმარებიან კომპანიებს, რათა კრიზისული მდგომარეობა დაძლიონ. ერთ-ერთი პაკეტის თანახმად, ქვეყანა გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარება ფულით, საკვებით და წამლებით.





იტალია - 28 მილიარდი დოლარი

image


ევროპის ეპიცენტრიდან კარგი არაფერი ისმის. დაინფიცირებულების და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ქვეყანამ პირველადი პაკეტი დაასახელა, რომელიც 28 მილიარდ დოლარს შეადგენს.





თურქეთი - 15.4 მილიარდი დოლარი

image


თურქეთის პრეზიდენტმა კორონავირუსთან საბრძოლველად 15, 4 მილიარდი დოლარი გამოყო. პაკეტებში შედის მოქალაქეების ფინანსურად დახმარება - 1000 თურქული ლირა და გაზრდილი პენსიები მინიმუმ - 1500 თურქული ლირა. ერდოღანმა ასევე ყველა მოქალაქე გაათავისუფლა 3 თვით საბანკო კრედიტებისგან.





სამხრეთ კორეა - 14.2 მილიარდი დოლარი

image


სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსს ეფექტურად ებრძვის.გამოყოფილი ფინანსური პაკეტებს სრულიად ჯანდაცვა იყენებს.




სხვა ქვეყნები:


საერთაშორისო სავალუტო ფონდი - 1 ტრილიონი დოლარი

პოლონეთი - 51.4 მილიარდი დოლარი

ჩეხია - 40 მილიარდი დოლარი

შვედეთი - 29.4 მილიარდი დოლარი

ყატარი - 23 მილიარდი დოლარი

შვეიცარია - 10.3 მილიარდი დოლარი




















#დარჩისახლში

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



იმედი მსოფლიოს: ვუჰანში 1 კვირის შემდეგ თვითიზოლაციის პროგრამები უქმდება!

image




32 სასიცოცხლო რამ, რასაც კარანტინის პერიოდში სახლში ყოფნისას ისწავლით!

image




სიყვარული კორონას დღეებში - შეიძლება თუ არა, ურთიერთობა ამ პერიოდში?

image





4 წინადადება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რობოტებს წამოსცდათ

image





პაციენტი 31. - როგორ დააინფიცირა მხოლოდ ერთმა ადამიანმა ათასობით კორეელი?

image



7
387
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
387
  
2020, 5 მაისი, 3:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 17 აპრილი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 14 აპრილი, 1:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 12 აპრილი, 21:51
გრიგოლიჩმაც ხომ გამოგვიყო?????
2020, 7 აპრილი, 2:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 აპრილი, 3:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 2 აპრილი, 1:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7