x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
შოკოლადით და ნაღებით გემრიელი დესერტი მოვამზადე: ბავშვებს ძალიან მოეწონათ
ტკბილეულის მოყვარულებმა ამ რეცეპტს ყურადღება უნდა მიაქციონ. ამ დესერტის მომზადება რთული არ იქნება, თუ საჭირო ინგრედიენტებს მოიმარაგებთ და მოქმედების ალგორითმს დაიცავთ.


image

ინგრედიენტები:

200 გრ შოკოლადი


100 მლ ნაღები

3 კვერცხი

80 გრ გამდნარი კარაქი

4 გრ ფქვილი

30 გრ შაქრის ფხვნილი

1 მწიკვი მარილი

ასევე ფისტაშკები და კაკაოს ფხვნილი მოიმარაგეთ.


მომზადება:

შოკოლადი რამდენიმე პატარა ნაჭრად დაჭერით.

image

ამის შემდეგ მდუღარე წყლის ორთქლზე შოკოლადი გაადნეთ.

image

როცა შოკოლადი გადნება, 100 მლ ნაღები დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

image

ცალკე თასში კვერცხი და შაქარი აურიეთ, შემდეგ კი შოკოლადის მასას დაუმატეთ. ამის შემდეგ მწიკვი მარილი მოაყარეთ და კარგად ათქვიფეთ. ამის შემდეგ 80 გრ გამდნარი კარაქი და ფქვილი დაუმატეთ.

image

კვლავ აურიეთ და სპეციალურ საცხობ ფორმაში გადაასხით. საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ.

image

image

ეს დესერტი ორთქლზე მოამზადეთ. ამისთვის ფორმა წყლით სავსე თასზე დადეთ. ახლა ღუმელი 160 გრადუსამდე გაახურეთ და დესერტი ნახევარი საათით ღუმელში ჩადეთ. ამის შემდეგ რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსეთ.

image

სუფრაზე გატანის წინ კაკაოს ფხვნილი და ფისტაშკები მოაყარეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ჩემი ბავშვები გოგრას ცუდად ჭამენ, მაგრამ გოგრის ოლადებზე გიჟდებიან

image

ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით

image

ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

image

დიეტური ვაშლის ნამცხვარი ფქვილის გარეშე - თუნდაც ყოველდღე მიირთვით

image

აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ

image

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
93