x
მეტი
  • 30.05.2020
  • სტატია:100942
  • ვიდეო:346114
  • სურათი:464437
ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თვითმხილველი ზურაბ კოკაია
ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თვითმხილველი ზურაბ კოკაია


2015 წლის 23 აპრილს ცნობილმა სოხუმელმა მხატვარმა ზურაბ კოკაიამ, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია იმედს იმ საინტერესო ფენომენის შესახებ, რისი მომსწრეც თავად გახდა. მან განაცხადა: "რთულია ამ თემაზე დღესაც საუბარი იმიტომ, რომ ძალიან ბევრს არ სჯერა და ვინც ნახავს თვალებს არ უჯერებს. ამიტომ მე თავს ვიკავებდი, სანამ ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩნდა ბატონი გიგლა გობეჩია (ჟურნალ "ფენომენის" დამფუძნებელი და რედაქტორი)". სანამ ზურა ნახავდა ამოუცნობ მფრინავ ობიექტს, იქამდე საოცარი სიზმარი ნახა 1984 წელს. მას დაკარგული ჰქონდა ფუნჯი, რომელიც მისთვის დიდი ღირსებულების იყო, ვინაიდან სახსოვრად ჰქონდა თავისი მასწავლებლისგან, როცა ის სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ამ სიზმარს ის ასე აღწერს: "ღამე ვხედავ, რომ შავი სივრციდან მესტუმრა გაურკვეველი წარმომავლობის არსება და გადმომცა ინფორმაცია, სადაც ეს დაკარგული ფუნჯი უნდა ყოფილიყო. დილით ავდექი, რა თქმა უნდა სიზმარს ყურადღება არ მივაქციე და რომ მივედი ონკანთან, სადაც ვიდექი, ჩემ უკნიდან გარკვევით მომესმა სერიოზული ხმა, რომელმაც მკითხა - "რატომ არ უყურებ იმ ადგილს?" მივედი მშობლებთან და ვიკითხე ვინმე ხომ არ იყო აბაზანაში, მაგრამ მათ ასეთი რამ უარყვეს." ამის შემდეგ დიდი ეჭვი გაუჩნდა, რომ რაც ნახა უბრალო სიზმარი არ იყო და გადაწყვიტა შეემოწმებინა ნაჩვენები ადგილი. აყარა პლინტუსი და თავისი დაკარგული ფუნჯი ზუსტად იმ ადგილას აღმოჩნდა ჩამარხული. სხვათაშორის, ამ სოხუმელმა მხატვარმა 1988 წელს მეორე სიზმარიც ნახა, რის მერეც მან მშობლებს უთხრა, რომ აფხაზეთში რაღაც საშინელება დატრიალდებოდა და სამწუხაროდ, რამდენიმე წელიწადში ეს სიზმარიც ახდა.


1992 წლის ზაფხულში, ივნისის თვეში ზურაბ კოკაიას მანქანა გაუფუჭდა და თავის ძმას, მიხეილ კოკაიას (რომელიც ჟიული შარტავას თანაშემწე იყო და ახლა დაკარგულია აფხაზეთის ომის შემდეგ) სთხოვა მანქანა და თავის საქმეზე ამ მანქანით წავიდა საღამო ხანს. შუა გზაში ჩაესმა სწორედ ის ხმა, რომელიც პირველი შემთხვევის დროს გაიგონა (ამ შემთხვევაში ეს იყო ხმადაბალი, მაგრამ ბრძანებითი ტონი) და ჩაესმა შემდეგი სიტყვები: "მაღლა აიხედე!" ზურაბმა გზა მაინც გააგრძელა, ხმამ ისევ გაიმეორა იგივე მოწოდება და მანქანის ძრავაც ჩაქრა. ზურაბი იგონებს, რომ გადმოვიდა გაჩერებული მანქანიდან, რომ გაერკვია რა ხდებოდა, აიხედა ზევით და დაინახა საოცარი რამ - ეს იყო ობიექტი, რომელიც სიგრძეში დაახლოებით იქნებოდა 3 კილომეტრი. ეს იყო უზარმაზარი ხომალდი. ხომალდს ჰქონდა მრავალი ნათება, რომბისებრი ფორმა და მისი ნათება გადადიოდა ულამაზეს პასტელურ ტონებში. ამავე დროს ჩაესმა ისეთი მუსიკა, რომელსაც ის უწოდებს არაამქვეყნიურს, რომლის მსგავსიც არასოდეს არაფერი მოუსმენია. ეს მოვლენა ცაზე რამდენიმე წუთით გაგრძელდა, სანამ მიეფარებოდა ჰორიზონტს, მთებს მიღმა და მთლიანად გადაკვეთდა ცას. როცა გონს მოვიდა და გარშემო მიმოიხედა, აღმოჩნდა, რომ მისი მანქანის უკან გაჩერებული იდგა ზუსტად 17 მანქანა, საიდანაც მასავით გადმოსული იყო ხალხი, იდგა შუა ტრასაზე, იყურებოდნენ ცისკენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: "თქვენც დაინახეთ ეს? ეს რა იყო?". გადაფრენიდან რამდენიმე ხანში მანქანების ძრავები ჩაირთო, ყველამ გააგრძელა გზა, მაგრამ წინ კიდევ საინტერესო რამ ელოდათ. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ წინ დახვდათ ხალხი, რომლებმაც ინტერესის გამო გააჩერეს ეს მანქანები და ჰკითხეს: თქვენც ნახეთ ის, რაც ახლა მოხდაო? როგორც ბატონი ზურაბი იგონებს: "ჩვენი პასუხის მოსმენის მერე, როცა მოვუყევით რა და როგორ დავინახეთ, მათ კიდევ უფრო საოცარი რამ გვითხრეს - "ჩვენ კი დავინახეთ თუ როგორ ამოვიდა ეს უზარმაზარი საფრენი ობიექტი ზღვიდანო". ამიტომ იყვნენ ისინი ბევრად უფრო აჟიტირებულები, მათ საერთოდ საოცრება უნახავთ. (წყარო: იხ. ვიდეო)


კრებულები:


1. ქართველური ტომები


2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია

12. უცხოპლანეტელები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


6
956
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
956
  
6 აპრილი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2 აპრილი, 1:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

მოკლედ ამვირუსლმა დამგალა
რატო რამოგივიდა
30 მარტი, 16:35
გამარჯობა ნინო :) კარგად ვარ, მაგრამ ცუკერბერგისგან მოძულებული :))
გამარჯობა თორნიკე როგორახარ
0 1 6