x
image
თორ ნიკე
Mediator image
ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ავთენტური ვიდეო
ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ავთენტური ვიდეო


1991 წლის დეკემბრის თვეში, თბილისში, ყოფილ რესპუბლიკის და ახლანდელ ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო მომღერალ მაია ჯაბუას კლიპის ჩაწერა. გადამღები ჯგუფი გამოვიდა ტელევიზიის შენობიდან მანქანით და გაემართნენ გადასაღები მოედნისკენ დღის საათებში. ადგილზე მისულებმა შეამჩნიეს, რომ ქუჩაში, ხალხის სავალ გზაზე მოძრაობა იყო გაჩერებული, მთელი ქუჩა ერთ ადგილას შეკრებილიყო და ხალხი ცისკენ იყურებოდა. მანქანიდან გადმოვიდნენ, აიხედეს და თავადაც დაინახეს ე.წ. ა.მ.ო. გადამღებმა ჯგუფმა დაიწყო კლიპის გადაღება ისე, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ და დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ თავიდან, მაგრამ მოვლენა დიდხანს გაგრძელდა და ხალხიც არ დაიშალა, არამედ მეტად ემატებოდნენ. ქუჩაში ფაქტობრივად მოძრაობა გაჩერდა. ოპერატორის მიერ კლიპშიც დაფიქსირებულია გადაღების პროცესში მომღერლის ფონზე მდგარი ხალხის მასა როგორ იყურებოდა და ოპერატორსაც მიანიშნებდნენ ცისკენ, რომ გადაეღო ის ფენომენი, რომელიც იმ წუთებში თბილისის ცაზე გამოჩნდა. მანაც კამერა მიმართა ცისკენ და საკმაოდ აშკარად დააფიქსირა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. როგორც თავად მაია ჯაბუამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა ამ ამბის გახსენებისას, იქ იყო არა ერთი, არამედ რამდენიმე მფრინავი ობიექტი, მაგრამ კადრებში მხოლოდ ერთი დიდი ობიექტი ჩანს გარკვევით. ის არ იდგა გაუნძრევლად, არამედ გადაადგილდებოდა, მაგრამ არა სწრაფად. ანათებდა თეთრი ნათებით იმდენად, რომ დღის სინათლეზეც კარგად ჩანდა. თავად მაია ჯაბუა ნათებას აღწერს როგორც "შენელებული კადრის მსგავსად, სასიამოვნო სანახავი ტალღისებრი გამოსხივების მქონეს". ამბობს: "კლიპის გადაღების ბოლოს მეც თვალი გამექცა ცისკენ, ვეღარ გავუძელი ცდუნებას და ესეც დაფიქსირებულია ბოლო კადრში".





მსგავსი სტატიები:


1. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ავთენტური ვიდეოები ამერიკიდან


2. აკადემიური მეცნიერების აზრი უცხოპლანეტელების შესახებ

3. ამოუცნობი მფრინავი ობიექტები თბილისის ცაზე

4. შატურის საიდუმლო

5. დავით დევდარიანი - მეოთხე დონის კონტაქტი

6. გარი მაკ-კინონი - ჰაკერი, რომელმაც ამხილა "ნასა"

7. ნიშნები პურის ყანებში

8. უცნაური გამოსახულებები ინდოეთში

9. უცნაური გამოსახულებები იუტაში

10. უცნაური გამოსახულებები იტალიაში

11. უცნაური გამოსახულებები საფრანგეთში

12. უცნაური გამოსახულებები ალჟირში

13. უცნაური გამოსახულებები ტანზანიაში

14. უცნაური პეტროგლიფები საფრანგეთში

15. ვანჯინა - უცნაური გამოსახულებები ავსტრალიაში

16. ამოუცნობი მფრინავი ობიექტები იესოს ჯვარცმის ფრესკაზე კოსოვოში

17. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მე-15 საუკუნის მხატვრის - კარლო კრიველის ტილოზე


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
752
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
752