x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ავთენტური ვიდეოები
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ავთენტური ვიდეოები


2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მარტამდე "New York times"-ის და "To the stars academy of science" -ის მიერ გამოქვეყნდა 3 სხვადასხვა ვიდეო, რომლებიც გადაღებულია სხვადასხვა წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების მიერ და რომლებზეც ასახულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. პირველ ვიდეოს, რომელიც 2004 წელს იქნა გადაღებული ჰქვია "GIMBAL footage UFO". მასზე ასახულია ა.მ.ო (მოუცნობი ფრინავი ბიექტი), რომელიც დაფიქსირდა სან დიეგოში. სამივე ვიდეოს ავთენტურობა უკვე აღიარეს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ და უწოდეს მას "ამოუცნობი აერო ფენომენი" - "ა.ა.ფ"; "UAP" (Unidentified Aerial Phenomenon). მეორე და მესამე ვიდეო კი ორივე 2015 წელს არის გადაღებული. ამ წელს გადაღებულ ვიდეოს ჰქვია "FLIR 1 UFO" თან ახლავს ამერიკელი პილოტების საუბარი, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთთან კომუნიკაციისას გაარკვიონ თუ კონკრეტულად რას უყურებენ. აქ ამბობენ:


- "ეს დრონია ძმაო"

- "ღმერთო ჩემო, ყველანი ქარის საწინააღმდეგო მხარეს მოძრაობენ!"


- "შეხედე ამ რაღაცას, ბრუნავს!"


ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ავთენტური ვიდეოები


2004 წლის ვიდეოს გადაღებისას ერთ-ერთი პილოტი, იმ 4 ადამიანიდან, რომელმაც დაინახა ეს ყველაფერი და რომელიც მაშინ მართავდა თვითმფრინავს, იყო დევიდ ფრეივორი (David Fravor) დაწვრილებით აღწერს, რაც დაინახა და ამბობს, რომ ის არის მაღალი დონის პროფესიონალი და კარგად ერკვევა ყველა იმ ტექნოლოგიაში და საფრენ მოწყობილობებში, რაც დღესდღეობით ჩვენს ცივილიზაციას გააჩნია, მაგრამ ასეთი ტექნიკური მონაცემების მქონე არასოდეს არაფერი უნახავს, რასაც ყველა თვითმხილველი ადასტურებს. დევიდ ფრეივორი ამ 2004 წლის შემთხვევას "CNN"-თან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს (2017 წლის ინტერვიუ ჟურნალისტ ჯიმ სკიუტოსთან - Jim Sciutto) შემდეგნაირად აღწერს:



"ეს იყო თეთრი ობიექტი, მოგრძო ფორმის, ჩრდილოეთისკენ დახრილად მოძრავი. მივუახლოვდი თუ არა მას (თვითმფრინავის მართვის პროცესში), მან დაუყოვნებლივ მოუმატა სიჩქარეს და წავიდა სამხრეთისკენ, რის მერეც 2 წამზე ნაკლებ დროში სრულიად გაუჩინარდა." მისივე თქმით, რაც გადაღებულ ვიდეოშიც ჩანს, და 2015 წლის ვიდეოებშიც, ამ საფრენ აპარატს არ ჰქონდა არანაირი ფრთები, მაგალითად როგორც აქვს თვითმფრინავს ან ვერტმფრენს, ამ მფრენი ობიექტის გადაადგილება იყო უჩვეულოდ სწრაფი და მკვეთრი, იმდენად რომ პინგ-პონგის ბურთის მოძრაობასთან შედარებაც კი შეიძლება, მას შეეძლო სწრაფი დამუხრუჭება ჰაერში და უცაბედი გადახვევა აბსოლუტურად ფრენის სხვა მიმართულებით. ის აღნიშნავს, რომ ის, როგორც ამ საქმის პროფესიონალი ამბობს ფაქტს, რომ ასეთი მონაცემების მქონე საფრენი აპარატები დღევანდელ კაცობრიობას არ გააჩნია.

2019 წელს ამ ვიდეოების კვლევის, ყველა თვითმხილველის გამოკითხვის, მათი ღრმად გაანალიზების მიზნით გადაიღეს დოკუმენტური სერიალი: "ამოუცნობი: ამერიკის ა.მ.ო -ს გამოძიება", რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე: "Unidentified: inside America's UFO investigation".





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
415
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
415
  
2020, 29 მარტი, 12:18
ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისათვის.
0 1 1