x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100960
  • ვიდეო:346186
  • სურათი:464455
როგორ დაამარცხა 300-მა ქართველმა 3000 ლეკი

იდგა 1790 წლის 8 სექტემბერი, კვირა დღე. კახეთში, სოფელ მატანში იდგა დავით ბატონიშვილი ქართველთა რაზმით, რა დროსაც აუწყეს პანკისის ხეობაში, "ილტოს მდინარესა ზედა" ლეკთა გამოჩენა. შეტაკების წინ დავით ბატონიშვილმა სიტყვით მიმართა თავის გუნდს: "ყური მომაპყარით და ჩემი სიტყვა გულმოდგინებით ისმინეთ. დღეს, თუმცა ვხედავთ, ამ შემთხვეულობაში მომშველებელი ჯარი არ, მოგვესწრება და ჩვენ დიახ, ცოტანი ვართ“, მაგრამ ძველთავე ჩვენ, საქართველოს ერთა ჩვეულება ეს არის: თუ მტერს შეხვდა ქართველი კაცი და ომი არ აუტეხა და მტრის სიმრავლის შიშით მიირიდა, იგი კაცი ქართველ კაცად აღარ ვარგა და აღარ ვაჟკაცად იხსენება; ვეღარც სახლსა და ხალხში გამოერევა და სახელი ასე წაუხდება, რომ სიკცდილი ურჩევნია კაცსა იმისთანას სიცოცხლესა. მეორედ, დღეს ისეთი დღე არის, რომ ამ დღეს მტრის შიში სრულიად არ უნდა გვქონდეს. თუმცა მტერნი ესე უმრავლეს ჩვენსა არიან, ნუ ვიშიშვით, ღმერთი დაგვიცავს. მამულის სიყვარულისათვის თავდადებული და გულსმოდგინე სიმხნე. მე მიგიძღვებით და გაჩვენებთ იმათ ძალსა, თუ ვითარ შეიმუსროს ღმრთისა მიერის შეწევნითა"...
"არხეინად ბრძანდებოდე ბატონიშვილო, შენ მიგვიძეღ და ჩვენც ვიომებთ ვიდრე უკანასკნელ სისხლთა წვეთამდე"- შესძახეს ქართველებმა და ხმლები აღმოიხდინეს.

image

მდინარის ზემოთ, კედლის ფერდზე გასროლილ ბილიკებზე ეკვეთნენ ერთურთს ქართველები და ლეკები. რიცხვითი სიმრავლე ვერ მოიხმარეს ლეკებმა. პირი-პირზედ, მხოლოდ თითო-ოროლა ახერხებდნენ ერთმანეთზე მისვლას მომხდურნი. ვეღარ გაუძლეს მეწინავე ლეკებმა და უკუიქცნენ. მაგრამ უკან უქმად მდგომ თანამოძმეებს, ხელისგულის სიფართე ბილიკზე, ვეღარც გვერდი აუქციეს, ვერც გასაქცევად აიყოლიეს, ერთმანეთში ჩაიხლართნენ და, ქართველთა ხმლების ქვეშ იწყეს კლდეებზე დაცურება და და დაჩეხვა. უეცრად ქართველთა ზურგიდან ატყდა ყიჟინა. 1700 ლეკი მოჰყვებოდა ვიწრო ხეობას. ქართლის სოფლების საძარცვავად მიეშურებოდნენ და საბრძოლო ხმაურის გაგონებაზე გადმოეხვიათ გზიდან... დავით ბატონიშვილმა ფიცხლავ 100 ქართველი ზურგისკენ შეატრიალა, ფშავ-ხევსურეთის მოურავი დიმიტრი ჩოლოყასვილი - დიდად სახელოვანი და გულოვანი ვაჟკაცი“ უსარდლა და ახალი მტრის უკუსაგდებად წარგზავნა. ისევ იმძლავრეს ქართველებმა. ორივე მხრივ იძლივნენ და ივლტოდნენ ლეკნი. "და ესრეთ ივლტოდეს შეძრწუნებულნი, რომე ლტოლვილნი ჰყრიდეს ურთიერთსა ფლატეთა ზედა მდინარისა ილტოსითა". მდინარე სისხლით შეიღება. 500-ზე მეტი ლეკი ჩაწვა და ჩაიხლიწა, 700 ლეკი ტყვედ წამოიყვანეს გამარჯვებულებმა.

0
625
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
625
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0