x
image
გემი დალანდი
16 ნაკლებცნობილი ფაქტი, რომელიც თქვენს წარმოსახვას შეცვლის
ამ ფაქტების შესახებ შესაძლოა ბევრ თქვენგანს არ სმენია. ისინი ერთ-ერთი სოციალური ქსელიდანაა ამოკრეფილი, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებენ. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ კი შესაძლოა თქვენც თქვათ, რომ რაღაც ახალი გაიგეთ.


1.ნეანდერტალელები არც მოხრილები იყვნენ და არც მრუდე ფეხები ჰქონდათ

imageტრადიციული წარმოდგენა, რომ ნეანდერტალელები მოხრილები იყვნენ და ფეხებიც გამრუდებული ჰქონდათ-მითია. ეს მოსაზრება იმიტომ გაჩნდა, რომ ნეანდერტალელის პირველი ჩონჩხი, რომელიც ლა-შაპელ-ო-სენის მღვიმეში აღმოაჩინეს, ართრიტით იყო დაზიანებული. ართრიტით აიხსნება მისი მოხრილობა და სხვა დაზიანებები. თანამედროვე კვლევებით მტკიცდება, რომ ნეანდერტალელების ანატომია დიდად არ განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანისგან.


2.მაიმუნები არ სვამენ შეკითხვებს


imageადამიანისმაგვარი მაიმუნები მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ რთული მოქმედებები ისწავლონ:ამოიცნონ სიტყვა და გამოსახულება, უპასუხონ შეკითხვას, ისწავლონ სხვადასხვა თამაში და გამოხატონ თხოვნა. და მიუხედავად იმისა, რომ ჟესტების ენასაც კი სწავლობენ, მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ მაიმუნები არ ისწრაფვიან ახალი ცოდნა მიიღონ და რაღაც შეიმეცნონ. მეცნიერები თვლიან, რომ შეკითხვების დასმა ანუ ახლის შემეცნების სურვილი-ის ძირითადი თვისებაა, რაც ადამიანს ცხოველებისგან განასხვავებს.


3.ნაყოფი დედის ორგანოებს აღადგენს

imageმიკროქიმერიზმი-ასე ეწოდება პროცესს, როცა ნაყოფი დედას თავის ღეროვან უჯრედებს გადასცემს. დამტკიცებულია, რომ ეს უჯრედები ქალის ორგანიზმში შესაძლოა წლობით ინახებოდეს. ღეროვან უჯრედებს ძალუძთ ნებისმიერი ორგანოს უჯრედებად გარდაიქმნენ. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით ეს უჯრედები ქალის ორგანიზმში დაზიანებულ და ტრავმირებულ ქსოვილებს აღადგენენ. ცნობილი ფაქტებია, რომ ფეხმძიმობისას ქალების ხანმოკლე გამოჯანმრთელება აღინიშნებოდა რევმატოიდული ართრიტისგან, რომელიც განუკურნებელ დაავადებადაა მიჩნეული.


4.წარბის კუნთები, რომლითაც ძაღლი მანიპულირებს

imageმას შემდეგ, რაც ადამიანმა ძაღლი მოიშინაურა, ამ ცხოველს თვალის გარშემო კუნთი ჩამოუყალიბდა, რომელიც მგლებს არ გააჩნიათ.ეს კუნთები “წარბებს" მაღლა სწევენ და მზერა უფრო გამომხატველი, თვალი კი უფრო დიდი ხდება. ეს ძაღლს ეხმარება, რომ მხედველობითი კონტაქტი დაამყაროს ადამიანთან, აღძრას მასში დადებითი ემოციები და თავის მიზანს მიაღწიოს.

5.ხეებს არსებობისთვის ქარი სჭირდებათ

imageბიოლოგები დიდხანს ვერ ხსნიდნენ, თუ რატომ ვერ ცოცხლობდნენ ხეები დიდხანს სრულიად დახურულ ეკოსისტემაში “ბიოსფერო-2", რადგან განათება, ტენიანობა და სხვა პირობები იდეალური იყო. როგორც აღმოჩნდა, ხეებს ქარი სჭირდებათ, რომ იცოცხლონ. თუ ისინი ღეროს არ “ავარჯიშებენ" ქარის მეშვეობით, სუსტდებიან, ბოლოს საკუთარ სიმძიმეს ვერ უძლებენ და ტყდებიან.


6.ფილმებში ჩვილების როლზე ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს იღებენ

imageაშშ-ის ბევრ შტატში კანონი კრძალავს 15 დღეზე პატარა ბავშვის გადაღებას ფილმში. ამიტომ, ახალდაბადებული ჩვილების როლში რეჟისორები ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს იღებენ, რომელთაც საჭირო ასაკს უკვე მიაღწიეს, მაგრამ გარეგნულად ახალდაბადებულებს ჰგვანან.


7.მე-20 საუკუნის ბირთვული აფეთქება ყალბი ტილოების აღმოჩენაში დაეხმარა მეცნიერებს

imageპირველი ატომური ბომბი 1945 წლის ივლისში გამოსცადეს. მანამდე, რადიოაქტიური ელემენტები, როგორიცაა ცეზიუმ-137 და სტრონციუმ-90, ბუნებაში არ გვხვდებოდა. ექსპერტებმა ეს ინფორმაცია გამოიყენეს, რომ ყალბი ტილოები ორიგინალისგან განესხვავებინათ: ის ტილოები, რომლებიც 1945 წლის მერე დაიხატა, ცეზიუმის და სტრონციუმის კვალს შეიცავენ.


8.შვედეთში მოიფიქრეს ლატარია, რომელსაც კანონდამრღვევი მძღოლები “აფინანსებენ"

imageსტოკჰოლმის ქუჩებში კამერები აფიქსირებენ არა მარტო სიჩქარის გადაჭარბებას, არამედ იმ მანქანებსაც, რომლებიც მოძრაობის წესებს არ არღვევენ. კანონმორჩილი მძღოლები ავტომატურად ერთვებიან ლატარიაში, რომლის საპრიზო ფონდი იმ ჯარიმებით ივსება, რომელსაც კანონდამრღვევი მძღოლები იხდიან. ამ ექსპერიმენტის შემდეგ სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები 22%-ით შემცირდა.


9.დამნაშავემ სიმ-ბარათი ყარყატს მოპარა

imageპოლონელმა ბიოლოგებმა თეთრ ყარყატს სიმ-ბარათიანი GPS-ტრეკერი მიამაგრეს ზურგზე, რომ ფრინველის მიგრაციისთვის თვალი ედევნებინათ. სუდანის ტერიტორიაზე ფრინველს მოწყობილობა მოხსნეს და სიმ-ბარათიდან საერთაშორისო ზარები განახორციელეს, რის შედეგადაც ბიოლოგებმა 2700 დოლარის გადასახდელი ჩეკი მიიღეს.


10.თაფლი ჰალუცინოგენით

imageყველა თაფლი სასარგებლო როდია.ნეპალში ფუტკრები შხამიანი როდოდენდრონებისგან იღებენ მტვერს და წვენს. მისგან დამზადებული თაფლი კი ჰალუცინოგენს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თაფლი საშიშია ჯანმრთელობისთვის და დროებითი პარალიზებაც შეიძლება გამოიწვიოს, ნეპალელები მაინც მოიპოვებენ მას, რადგან ამ თაფლის ერთი ფუნტი შავ ბაზარზე 60-80 დოლარია.


11.ადამიანები, რომლებიც იგინებიან, უფრო გულახდილები არიან

imageსტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომელთაც გინება და ბილწსიტყვაობა უყვართ, უფრო ნაკლებად იტყუებიან, ვიდრე თავშეკავებული ადამიანები. გინება და ბილწსიტყვაობა ხომ ხშირად ქვენა გრძნობების გამოხატულებაა.


12.ელვის პრესლის მენეჯერი “მე მეჯავრება ელვისის" ნიშნებს უშვებდა

imageთავის დიდებას ელვის პრესლი პოლკოვნიკ ტომ პარკერსაც უნდა უმადლოდეს. მან დიდი თანხა ჩადო მუსიკოსის სახელის პოპულარიზებაში და ბრენდულ საქონელს და სუვენირებსაც უშვებდა. 1956 წლისთვის ამ გაყიდვებმა 22 მლნ. დოლარი შეადგინა, რომლის 25% პარკერმა მიიღო. მას ისიც კარგად ესმოდა, რომ ელვის პრესლი ყველას არ უყვარდა, ამიტომ ამ ადამიანებისთვის სამაგრი გამოუშვა წარწერით “მე მეჯავრება ელვისი", რომელსაც ელვისის თაყვანისმცემლებთან ერთად ის კატეგორიაც ყიდულობდა, ვისაც მომღერლის ატანა არ ჰქონდა.


13.ფილმ “მუსიკის ჰანგების" გადამღები ჯგუფი შანტაჟზე წავიდა

imageროცა “მუსიკის ჰანგებს" იღებდნენ, ზალცბურგის ხელისუფლებამ გადამღებ ჯგუფს ქალაქში ნაცისტური დროშების გადმოფენა აუკრძალა.რეჟისორი რობერტ უაიზი ქალაქის ხელისუფლებას დაემუქრა, რომ ფილმში დოკუმენტურ კადრებს გამოიყენებდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ესალმებიან ქალაქის მაცხოვრებლები ჰიტლერს. მუქარამ გაჭრა და გადამღებ ჯგუფს დროშების გამოყენების უფლება მისცეს.


14.აშშ-ში არის ქალაქი, სადაც მილიონერები ცხოვრობენ

imageდიდი დეპრესიის დროს ბანკირმა პეტ მანრომ ფლორიდის შტატში ქალაქ ქუინსის მაცხოვრებლები დაარწმუნა, რომ კოკა-კოლას აქციები ეყიდათ. ღარიბ ფერმერებს და ქვრივებს მან თვითონ ასესხა ფული აქციების შესაძენად. მალე აქციის მფლობელები მილიონერებად იქცენენ, ქუინსი კი აშშ-ის ერთ-ერთ უმდიდრესი ქალაქ გახდა.


15.“ტიტანიკის" ძებნა სინამდვილეში სხვა მისიის შესანიღბად დაიწყეს

imageოკეანოგრაფმა რობერტ ბალარდმა გაამხილა, რომ 1980-იან წლებში სამხედრო-საზღვაო ძალებმა “ტიტანიკის" სამძებრო ექსპედიციის დაფინანსება გადაწყვიტეს. სინმადვილეში მათ სურდათ ორი წყალქვეშა ატომური ნავი გამოეკვლიათ, რომლებიც იმავე რაიონში ჩაიძირნენ, “ტიტანიკი" კი იდეალური საფარი იყო ამ ოპერაციისთვის. ბალარდმა ორი ექსპედიცია განახორციელა და მხოლოდ ბოლო დღეს მიეცა საშუალება, რომ ტიტანიკი მოეძებნა. საბედნიეროდ, აღმოაჩინა კიდეც.


16.ფლორიდაში ფეიერვერკები აკრძალულია, მაგრამ მაინც იყიდით, თუ ერთ დოკუმენტს ხელს მოაწერთ.

imageფლორიდაში კანონით აკრძალულია ფეიერვერკი და მხოლოდ ერთი ლეგალური გზა არსებობს მათ გასაშვებად:ხელი უნდა მოაწეროთ დოკუმენტს, რომ მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებთკერძოდ კი ფრინველებს აფრთხობთ ნათესებიდან.








1
1093
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1093
  
2020, 29 მარტი, 2:49
საინტერესო ფაქტებია.ბევრი რამ არც კი ვიცოდი.
0 1 1