x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ბელგიაში კატას კორონავირუსი დაუდგინეს

კატა


თურმე, ცხოველებიც არ არიან დაცულები კორონავირუსისგან. ეს ფაქტი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ბელგიაში, სადაც ერთ-ერთ ფისოს Covid-19 დაუდგინეს.


თუმცა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ეს მხოლოდ “განყენებული შემთხვევაა” და მსგავსი რამ ნორმიდან ერთგვარ გადახრად უნდა განვიხილოთ და არა ბუნებრივ და ყოველდღიურ მოვლენად.


ადამიანიდან ვირუსის ცხოველზე “გადახტომა” მართლაც არ არის ტიპური და დამახასიათებელი მოვლენა, მაგრამ ეს მოვლენა კორონავირუსის ბუნების შესახებ ახალ ინფორმაციებს უდავოდ გვაწვდის.



ინფიცირებული ფისო ლუტიხის ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს, თუმცა, მათ ასევე განმარტეს, რომ ეს არ არის ეპიდემიის გავრცელების მნიშვნელოვანი ფაქტორი და ჯერ ერთი შემთხვევაც კი არ არის ცნობილი, როცა ადამიანისგან ვირუსი ცხოველს გადაედო, ხოლო შემდეგ ცხოველმა ის სხვა ადამიანს გადადო.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცხოველი ადამიანისგან ავადდება Covid-19-ის ინფექციით. გასულ კვირას მსგავსი მინიმუმ ორი შემთხვევა დაფიქსირდა ჰონგ-კონგში. მაგრამ იქ ცხოველებს არ ჰქონდათ რაიმე სიმპტომი, თუმცა ბელგიურ ფისოს რაც შეეხება, მას სუნთქვის და საჭმლის მომნელებელი სისტემების მხრივ სერიოზული გართულებები დაეწყო.


კორონავირუსი


ფრიდრიხ-ლოფერის ინსტიტუტი სწორედ აღნიშნული ფაქტების გამო გვირჩევს, სახე შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ შინაურ ცხოველებს.


როგორც ირკვევა, შინაური ცხოველების კარანტინში მოთავსება საჭირო არ არის, თუმცა თქვენს ოთხფეხა მეგობარს აუცილებლად ჩაუტარეთ შესაბამისი ტესტი, თუ მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ტიპური სიმპტომები დაეწყო.

0
263
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0