x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ძალა რომელმაც დედამიწის შეჩერება შეძლო

image

ნახევარ მილონზე მეტი დაინფიცირებული, ოცდახუთი ათასი გარდაცვლილი, გადადებული სპორტული თამაშები, გაუქმებული ავიამიმოსვლები, ეკონომიკის ვარდნა და ჩაკეტილი საზღვრები. ეს არის იმ საზარელი შედეგების ჩამონათვალი რისი გაკეთებაც კორონა ვირუსმა (COVID-19) ბოლო ოთხი თვის განმავლობაში შეძლო.imageმაგრამ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად მაინც დაცარიელებული ქალაქები და შეზღუდლი გადაადგილება რჩება.
კორონა ვირუსის გავრცელების პრევინციის მიზნით სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალური ზომებია მიღებული. მსოფლიო, მოგზაურებს ვიზიტებისგან თავის არიდებას ურჩევს. იტალიის სახელმწიფომ გადაადგილება შეზღუდა, რამაც გამოიწვია ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქების დაცარიელება.

imageვირუსმა ასევე შეძლო და შეაწყვეტინა მოძრაობა ნიუ-ორკშიც. COVID-19ის გავრცელების გამო მსოფლიო მეგაპოლისში ხალხის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მას შემდეგ, რაც ნიუ-ორკში კორონა ვირუსის გავრცელებამ იმატა, ქალაქის მერმა, ბალ დე ბლასიომ ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მსოფლიოში შეიქმნა კამპანია #დარჩისახლში რომელიც მოგვიწოდებს სახლში თვითიზოლაციაში ყოფნას, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ყველა იმ საქმის თუ აქტივობის სახლიდან შესრულებაზე. ამ კამპანიაში არაერთი ცნობადი სახე ჩაერთო.imageამრიგად უდიდესი ძალა რომელმაც დედამიწის შეჩერება, ხალხის გაერთიანება და ქალაქების დაცარიელება შეძლო კორონა ვირუსი ანუ COVID-19 აღმოჩნდა.
მსოფლიოს ყველაზე დიდ მოთხოვნად მაინც სახლში დარჩენა რჩება ყველაზე დიდი და ხალხისთვის საყვარელი ქალაქები ცარიელდება, მაგრამ როგორც გურამ დოჩანაშვილი იტყოდა „დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო“ ამიტომაც დავრჩეთ სახლში, ვიზრუნოთ როგორც საკუთარ ასევე მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ვიამაყოთ ჩვენი გმირი ექიმებით.

image

0
177
შეფასება არ არის
ავტორი:საერთაშორისო მედია სკოლა
საერთაშორისო მედია სკოლა
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0