x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მოშვებული მუცელი და ცელულიტიანი ფეხები": ადრიანა ლიმამ სხეულის იდეალური ფორმები საბოლოოდ დაკარგა

image


როგორც ცნობილია, 38 წლის ულამაზესი ადრიანა ლიმა "Victoria's Secret" - ის ვარსკვლავურ შემადგენლობაში, ანგელოზის ფრთებით ბოლო ჯერ პოდიუმზე გასულ წელს გამოვიდა. გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ვერ იჯერებდნენ, რომ თავიანთ საყვარელ მოდელს პოდიუმზე მეტს ვეღარასდროს ნახავდნენ, თუმცა თავად ლიმა, ამ ამბით დამწუხრებული საერთოდ არ ჩანს, პირიქით, ცნობილი ლამაზმანი მაიამის სანაპიროზე მეგომარ მამაკაცთან, თურქ ბიზნესმენ ემირ უიართან ერთად და თავის ორ ქალიშვილთან - 6 წლის სიენასთან და 9 წლის ვალენტინასთან ერთად დროს შესანიშნავად ატარებს.


imageimageimage


ამასობაში მშვიდი ძილით არც აბეზარ პაპარაცებს სძინავთ, ცოტა ხნის წინ, მათ ვარსკვლავური წყვილის თითქმის ყველა რაკურსიდან გადაღება მოახერხეს, და უნდა ითქვას რომ დღესდღეობით, თანამედროვეობის ერთ - ერთი ულამაზესი ბრაზილიელი მოდელის სხეული იდეალური ფორმებისგან შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ შორს არის. პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ გოგონას ნავარჯიშები სხეულის არა თუ კვალი აღენიშნება, არამედ მუცელზე არსებულ ნაკეცებსაც კი თვლა აღარ აქვთ. სამწუხაროდ, დრომ სხვების მსგავსად, არც მოდელის ულამაზესი სხეული დაინდო.


imageimageimage



0
916
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
916