x
image
Lerato
რა მოხდება თუ კარანტინის და იზოლაციის წესებს დაარღვევთ – შემზარავი რეალობა

სანამ მთავრობა გარწმუნებთ არ დაარღვიოთ კარანტინი და ჯარიმებით გემუქრებათ, სჯობს მოგიყვეთ იმის შესახებ თუ რა მოხდება რეალურად თუ არ დაიცავთ წესებს. შესაძლოა ამან უფრო მეტად იმოქმედოს, ვიდრე კანონით დადგენილმა ჯარიმებმა.



შეგახსენებთ, რომ საკარანტინო ქმედებები დაავადების სწრაფი გავრცელების თავიდან აცილებას ემსახურება, რომლის დროსაც ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ერთდროულად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, აჭარბებს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებს ყველას აღმოუჩინოს დახმარება.



image


როდესაც მსგავსი რამ ხდება, ამოქმედებას იწყებს ასეთ სიტუაციაზე რეაგირების დიდი ხნის წინ განსაზღვრული პროტოკოლები (ამის შესახებ კარგად იციან ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, რომლებიც კატასტროფის მედიცინას სწავლობდნენ, და ასევე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის იმ სტუდენტებმა, ვინც სამხედრო მედიცინის კათედრაზე ლექციების კურსი გაიარა):


ყველაზე გამოცდილი ექიმები თავისუფლდებიან საკუთარი ვალდებულებებისგან და იწყებენ შემოსული ავადმყოფების დახარისხებას სიმძიმის მიხედვით – მძიმე, საშუალო სიმძიმის და მსუბუქი. ყველა დანარჩენი ექიმი დაკავებულია მხოლოდ საშუალო სიმძიმის პაციენტებით.


"მსუბუქ" პაციენტებს ეძლევათ ინსტრუქციები თუ როგორ უნდა დაეხმარონ ერთმანეთს. მათ მეთვალყურეობას გამოცდილი ექთნები ეწევიან.


მძიმე პაციენტებს აგზავნიან პალატებში და ფაქტობრივად, განწირულები არიან. მათზე არანაირ რესურს დახარჯავენ. თუ ისინი იმ დრომდე დარჩებიან ცოცხლები, სანამ ექიმები საშუალო სიმძიმის ავადმყოფებთან დაასრულებენ საქმეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიხედავენ მათ.


ეს, რა თქმა უნდა, სასტიკად ჟღერს, თუმცა, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ადამიანების მაქსიმალური რაოდენობის გადარჩენა.


სხვა შემთხვევაში, სანამ ექიმები ერთი მძიმე პაციენტით იქნებიან დაკავებულები, რამდენიმე საშუალო სიმძიმის შესაძლოა გარდაიცვალოს და კიდევ ერთი ათეული "საშუალო" გადავიდეს "მძიმე" პაციენტების კატეგორიაში.


image


თავდაპირველი დახარისხება – ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოა, ზუსტად ამიტომაც ყველაზე გამოცდილ მედიკოსებს ავალებენ. არასაკმარისი გამოცდილების მქონე ექიმებმა შესაძლოა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუმკლავდნენ და დააკავონ ძვირფასი რესურსები, მაგალითად, უიმედო ბავშვი ან ფეხმძიმე ქალი. ასევე, მათ შეუძლიათ დახარჯონ რესურსები "მსუბუქ" პაციენტებზე რომელთაც უფრო მეტი ძალა აქვთ და შესაბამისად, უფრო ხმამაღლა და აქტიურად ითხოვენ დახმარების აღმოჩენას



კორონავირუსის შემთხვევაში, "მძიმე" პაციენტების კატეგორიაში მოიაზრებიან ხანდაზმულები და ყველა ასაკის ადამიანები სერიოზული ქრონიკული დაავადებებით.


კარანტინის და თვითიზოლაციის დარღვევით, სწორედ თქვენ გამოგაქვთ მათთვის სასიკვდილო განაჩენი. რამდენადაც თქვენ ან ისინი, ვინც საინკუბაციო პერიოდში დააინფიცირეთ, დააკავებთ ჯანდაცვის სისტემის იმ რესურსებს, ექიმებს, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს, რომელსაც რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანების გადასარჩენად გამოიყენებდნენ.


image


რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ:



1. დაიცავით კარანტინი და არ გახვიდეთ სახლიდან, გარდა უკიდურესი საჭიროებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ თქვენ დაავადდებით და ეს იქნება უსიმპტომოდ ან მსუბუქი ფორმით, დააინფიცირებთ უამრავ ადამიანს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის რესურსებს გადატვირთავენ.


2. დაარწმუნეთ თქვენი ხანდაზმული ნათესავები და ახლობლები საერთოდ არ გავიდნენ გარეთ და არ დაეკონტაქტონ არავის. პროდუქტები მოუტანონ კურიერებმა ან მეზობლებმა. დატოვონ კართან. შეწყვიტონ მათთან სიარული დამხმარეებმა ოჯახურ საქმეებში. ბოლოს და ბოლოს, სჯობს ცოტა ხნით არეულობაში იცხოვრონ, ვიდრე სასიკვდილო რისკის ქვეშ დააყენონ საკუთარი თავი. დაურეკეთ მათ ყოველ დღე, გააკონტროლეთ – იცავენ თუ არა ისინი თქვენს მითითებებს და მუდმივად შეახსენეთ არსებული წესები.


3. ასევე დაარწმუნეთ თქვენი ხანდაზმული მეზობლები დარჩნენ სახლში. თუ მაღაზიაში დააპირებთ წასვლას, ჰკითხეთ რამე ხომ არ სჭირდებათ და დაეხმარეთ. შესთავაზეთ, დაგიკავშირდნენ თუ ამის საჭიროება გაუჩნდებათ.


4. დაიცავით ჰიგიენა. დაიბანეთ ხელები ორჯერ ან გამოიყენეთ ანტისეპტიკური გელი ხელისთვის ფულთან ყოველი შეხების და საზოგადოებრივი ადგილიდან დაბრუნების შემდეგ, არ დაივიწყოთ ასევე ტელეფონის დეზინფექცია.



ყველას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ!


ასევე დაგაინტერესებთ:


ინსულტის პირველი სიმპტომები და ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი


მეცნიერების მტკიცებით ოხრახუშს შეუძლია განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


ცივი წყალი თუ თბილი? იცით, რა ზიანს აყენებთ საკუთარ ორგანიზმს?


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


იტალიელმა დიეტოლოგებმა ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნეს


გასტრიტი და მაღალი მჟავიანობა – როგორ გავუმკლავდეთ მარტივად, იაფად და ეფექტურად


როგორ ანადგურებს შაქარი ჩვენს ჯანმრთელობას? 8 სახიფათო შედეგი


1
507
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
507
  
2020, 2 აპრილი, 1:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1