x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
7894 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში: ამერიკა კორონავირუსის მსოფლიო ეპიცენტრი გახდა
ტრამპი


ოფიციალური ცნობების თანახმად, ამერიკაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა მსოფლიოს ყველა სხვა დანარჩენი ქვეყნის ინფიცირების მაჩვენებლებს. შეერთებულ შტატებში ამჟამად 93 329 ინფიცირებულია, საიდანაც 7894 შემთხვევა ბოლო 24 საათში დაფიქსირდა. ამ მონაცემების თანახმად ამერიკა უკვე მკვეთრად უსწრებს ჩინეთს (81 340) და იტალიას (86 498).


მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, ოფიციალური მონაცემები დაავადების რეალური გავრცელების მასშტაბების მხოლოდ აისბერგის წვერია და რეალურად სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა. ეს განსაკუთრებით ეხება ტოტალიტარული და ავტოკრატიული რეჟიმების მმართველობის ქვეშ მყოფ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც ირანი, რუსეთი და ჩინეთი არიან. ამას ემატება ისიც, რომ ბევრგან უბრალოდ არ არსებობს დიაგნოსტირების ცენტრები (რომ არა ლუგარის ლაბორატორია, მსგავსი ცენტრი არც ჩვენ გვექნებოდა), ზოგგან კი კორონავირუსის ეფექტური ტესტები არ არის და ასეთ ქვეყნებში ექიმები მხოლოდ უკიდურესად მძიმე ავადმყოფებს აღრიცხავენ.


პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკა მოსახლეობს მასობრივი შემოწმების გამო გავიდა პირველ ადგილზე და ეს გარკვეულწილად სიმართლეს ჰგავს. მსოფლიოს რუკას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ყველაზე მეტი ინფიცირებული პლანეტის ყველაზე განვითარებულ რეგიონებშია, რაც ნაწილობრივ ასეთ ადგილებში დიაგნოსტირების უკეთეს შესაძლებლობებზე მიუთითებს.



გარდა ზემოთქმულისა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევართა დონემ ყოველგვარ პროგნოზს გადააჭარბა და 3, 3 მილიონი შეადგინა.


ტრამპი


განსაკუთრებით დრამატული მდგომარეობა აქ იმის გამოა, რომ უმუშევრობა შეეხო საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს - მათ, ვისაც თავი ხელფასიდან ხელფასამდე ძლივს გაჰქონდა. მილიონობით ასეთი ადამიანი დარჩა სამუშაოს გარეშე.


ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სამინისტროს ცნობით, ბოლო კვირის მანძილზე უმუშევრობის დახმარების სათხოვნელად განცხადება სამმა მილიონმა ამერიკელმა დაწერა, რითაც მკვეთრად “გაუმჯობესდა” 1982 წლის რეკორდი, როცა სახელმწიფო დახმარების მისაღებად რიგში 695 ათასი ადამიანი ჩადგა.

3
315
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
315
  
2020, 2 აპრილი, 1:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 29 მარტი, 3:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 28 მარტი, 8:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3