x
image
მაკა ნიკვაშვილი
4 ცნობილი ქალი, რომლებმაც შეურაცხყოფისა და დამცირების შემდეგ ცხოვრება ძველებურად განაგრძეს

image



ცნობილი სახეები საკუთარ პოპულარობაზე პასუხისმგებელნი რომ თავად არიან, ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა, მოგეხსენებათ, შავი პიარიც - პიარია. ამ ცნობილი ქალბატონების შემხედვარე უნებურად ერთი აზრი გებადება: "როგორ მოახერხეს მათ ამ სკანდალის გადატანა და ცხოვრების ძველებურად გაგრძელება?" გთავაზობთ, მშვენიერი სქესის 4 წარმომადგენელს, რომლებმაც საკუთარი დამცირებისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, მაინც შეძლეს და ცხოვრება უწინდელივით, თავაწეულებმა განაგრძეს.




ლინდსი ლოჰანი


image


რამდენიმე წლის წინ, სკანდალურად ცნობილმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლინდსი ლოჰანმა გადაცემაში - "Watch What Happens Live" - ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა და სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ დეტალურად, საჯაროდ ისაუბრა. მსახიობს არც ინტერნეტში გავრცელებულ იმ კადრებზე მორიდებია საუბარი, სადაც მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცი, იგორ ტარაბასოვი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა: "ეს ჩემი პირველი ურთიერთობა იყო, სადაც მცემდნენ - აღიარა გულწრფელად მსახიობმა, თუმცა, გამიმართლა, ვინაიდან შემიძლია ხმამაღლა ვისაუბრო იმაზე, რაც მოხდა, იმიტომ რომ ოჯახში ძალადობის ბევრ მსხვერპლს ასეთი შესაძლებლობა არ აქვს."



ჯენიფერ ლოურენსი


image


2014 წელს ჰაკერებმა ვარსკვლავების iCloud – ის ანგარიშები გატეხეს, რომელთა შორის "შიმშილის თამაშები" - ის ვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსიც აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მსახიობს სოლიდური რაოდენობით შიშველი ფოტოები ჰქონდა. სელებრითმა აღნიშნული სიტუაცია შემდეგნაირად შეაფასა: "მხოლოდ იმიტომ, რომ მსახიობი და საჯარო პირი ვარ, არ ნიშნავს რომ ვინმეს მსგავსი რამის გაკეთება შეუძლია. ეს იყო ჩემი პირადი სივრცის დარღვევა. მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია ვინ ნახავს ჩემს სრულიად შიშველ ფოტოების და ვინ არა. როდესაც ეს მოხდა, ძალიან შეშინებული ვიყავი, ვინაიდან არ ვიცოდი, ეს ინციდენტი როგორ იმოქმედებდა ჩემს კარიერაზე. რამდენიმე დღე გაუჩერებლივ ვტიროდი და ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვიყავი".




ემბერ ჰერდი


image


ამერიკელმა მოდელმა და მსახიობმა ემბერ ჰერდიმ თავის ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ჯონი დეპი სცემდა. თუმცა მსახიობის ყველა ახლობელი, მათ შორის ვარსკვლავის ყოფილი მეუღლე ვანესა პარადიც ამტკიცებდა, რომ ჯონს მსგავსი ქმედების ჩადენა უბრალოდ არ შეეძლო. მაშინ ლოგიკური კითხვაც ჩნდება: "მაშ, საიდან ჰქონდა ჩალურჯებები სახეზე ცნობილ ლამაზმანს?"



ჰილარი კლინტონი


image


ამ გახმაურებული სექს - სკანდალის შესახებ ალბათ ყველამ ზეპირად იცის: როგორც ცნობილია, ამერიკის 42- ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი მეუღლეს, მონიკა ლევინსკისთან ღალატობდა. თუმცა, ჰილარი მეუღლისა და მისი ცნობილი საყვარლის საჯარო შეურაცხყოფამდე არასდროს დაცემულა, პირიქით, ის ბილთან ერთად სხვადასხვა სახის მიღებებსა და ღონისძიებებზეც სულ უფრო აქტიურად ჩნდებოდა და მას, სხვების თავდასხმებისგანაც აქტიურად იცავდა.





0
910
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
910