x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100965
  • ვიდეო:346190
  • სურათი:464461
სიკვდილის შიშის ფსიქოლოგია

image


“ყველაზე მეტად იმას ეშინია დაკარგვის,

ვისაც ყველაზე მეტი აქვს დასაკარგავი."



სიკვდილი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უხსოვარი დროიდან მის მიმართ კაცობრიობა ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა და “სიკვდილის ფენომენს'' სხვადასხვანაირად ხსნიდა.

ძვ. ინდურ-ბერძნული ფილოსოფიები სიკვდილის დაშიფრული განმარტებებით შებურვილ, იდუმალებით აღსავსე მისტიკურ პრობლემად წარმოდგენა და მეტაფიზიკური სპეულაციებით ჩხშობაა. ვინაიდან და რადგან სიკვდილს სიცოცხლეზე მეტი ღირებულება და აზრი მიენიჭა, არ მოხერხდა მისი პრობლემის შესაბამისად განმარტება.სინამდვილეში გარდაცვალება, მოკვდავისთვის მხოლოდ სიცოცხლეზე შეტევის ფენომენია.

სიკვდილის შეცნობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიცოცხლის არსის გაგებაში.

სიკვდილზე ფიქრი სულიერ ფასეულობების ჩამოყალიბებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია . სიკვდილზე ფიქრი ვისთვის სტრესის წყაროა, ვისთვის კი სტრესისგან თავის დაღწევის გზა: ზოგისთვის არსებობის დასრულებაა, ზოგისთვის კიდევ საუკუნო ცხოვრების დასაწყისი.


სხვადასხვა ხალხსა და და კულტურაში -სიკვდილის კონცეფციას სხვადასხვა განმარტებები მიეცა.

სიკვდილი, ვერგანახლების პირობით, ცოცხალი არსების ცხოვრებისეული ამოცანის დასრულებაა: სიკვდილი სიცოცხლის შეწყვეტა, ცხოვრების დასასრული, ან ადამიანის, ცხოველის ან მცენარის სიცოცხლის სრული და შეუქცევადი დასასრულია.

სიკვდილის ცხოვრების ყველა სფეროს განხილვის საგანია – იქნება ეს ხელოვნება, ლიტერატურა, ფილოსოფია, თუ მეცნიერება .

ადამიანი ინდური ვედებიდან თანამედროვე აზროვნებამდე, სიკვდილის განმარტების გზით სიკვდილთან დაკავშირებული შიშების დაძლევას ცდილობს.


“მე სადაც ვარ იქ სიკვდილი არ არის: სადაც სიკვდილია, იქ მე არ ვარ, ამიტომ სიკვდილი ჩემთვის არაფერს წარმოადგენს."


ამ გამონათქვამით ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ეპიკურე აბუჩად იგდებს სიკვდილს. მისი მიდევრებისგან განსხვავებით, სტოიკოსები სიკვდილს ცხოვრების ერთერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ “კარგად ცხოვრების სწავლას ნიშნავს.''

გარდაცვალება ხშირად სასულიერო ცხოვრებას უკავშირდება . ზოგის აზრით რელიგიების შექმნა სიკვდილისა და სიკვდილზე შფოთვის შედეგია, ზოგის აზრით კი, სიკვდილის შიშის შემსუბუქებაში რელიგიებს დიდი ფუნქცია აკისრიათ.




image



რელიგიურ სისტემებში სიკვდილზე და სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე უამრავი წერილობითი, ზეპირი და პრაქტიკული ტრადიცია არსებობს.სიკვდილი და სიკვდილის შემდგომი არსებობა სარწმუნოებას იდუმალსა და მიმზიდველს ხდის.

ისლამი სიკვდილს განმარტავს, როგორც ღვთისგან მოვლენილს ღმერთთან დაბრუნებას." ზოგი ქრისტიანი განმანათლებელი კი, მათ შორის წმ. ავგუსტინე, სიკვდილს ადამიანისთვის მოვლენილ სასჯელად განიხილავს . მისი თქმით სიკვდილი ადამიანების სასჯელია ადამის ცოდვის გამო. “გარდაცვალების გარდაუვალობის" გაცნობიერება დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე.

მორწმუნე ადამიანს უსამართლოდ თუ მოექცნენ მას სჯერა სიკვდილის შემდეგ მართლმსაჯულების აღსრულების . ამ დროს ადამიანს სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის რწმენა ერთვება და პრობლემის გადაჭრისას ადამიანის სტრესსა და დაძაბულობას ამცირებს.











0
107
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0