x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კორონავირუსი მსოფლიოს ელიტარულ წრეებს უტევს
image


კოვიდ 19 არა მხოლოდ გლობალურ გამოწვევად, ერთგვარ ელიტარულ ვირუსად იქცა. პრინც ჩარლზის შემდეგ დიდ ბრიტანეთში პრემიერ მინისტრი - ბორის ჯონსონი აღმოჩნდა დაინფიცირებული.


ბორის ჯონსონის ტესტირების შედეგი კორონა ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა. პრემიერ მინისტრი თვითიზოლაციაში რჩება, თუმცა აცხადებს, რომ მას ”მსუბუქი სიმპტომები” აღენიშნება.


ბატონმა ჯონსონმა თქვა, რომ მას განუვითარდა რბილი სიმპტომები ბოლო 24 საათის განმავლობაში, მათ შორის ტემპერატურა და ხველა. იგი დაუნინგ სტრიტზე იზოლირებულია, მაგრამ თქვა, რომ "გააგრძელებს მთავრობის ხელმძღვანელობას და აქტიურად იქნება ჩართული ამ ვირუსთან ბრძოლაში ვიდეო კონფერენციის გზით".



მისტერ ჯონსონის განცხადების შემდეგ, ჯანდაცვის მდივანმა, მეთი ჰენკოკმაც განაცხადა, რომ ვირუსზე ტესტირება ჩაიტარა და მისი პასუხიც დადებითია.


მისტერ ჰენკოკმა სოციალური ქსელ ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ მისი სიმპტომები ასევე ზომიერია, ის სახლიდან მუშაობს და იზოლირებულია.



0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0