x
ახალი გამოწვევა სანამ ექიმები და მთავრობა COVID 19-ს ებრძვიან
ლაშა ბოდაველი CICD lasha bodaveli ჩვეულ რიტმში დაბრუნება ჩვენთვის ეფექტიანი ვერ იქნება, საქართველოს აქვს შედარებით სწრაფი განვითარების რესურსი და ეს უნდა გამოვიყენოთ.


ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი



ახლა უნდა მოვახერხოთ მსოფლიოს ყურადღების მიბყრობა და ამას მხოლოდ ჩვენი ექიმები არ უნდა აკეთებდნენ.


ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყნის სილამაზით ვამაყობთ და ზუსტად ახლა არის დრო მსოფლიოს თავი შევაყვაროთ. მაქვს ახალი გამოწვევა, თხოვნა, მუდარა, რაც გინდათ ის ვუწოდოთ, განსაკუთრებით ჩემ თანატოლებს მინდა ვთხოვო, ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი რეგიონებში ხართ, ბევრმა იცით სხვადასხვა უცხო ენა და თითქმის ყველას შეგიძლიათ თუნდაც მობილურის საშუალებით გადაიღოთ კადრები.



მოკლე ვიდეოების ჩაწერით ყველას ერთად შეგვიძლია ყურადღების მიქცევა, ბევრი ახალი ინიციატივა გვაქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია გავხდეთ მსოფლიოს მოქალაქეებისთვის სასურველი ქვეყანა, აქვს ამ ქვეყანას ბუნებრივი რესურსი, რომ ტურიზმში ჩავარდნილი სეზონი მალევე დააკომპენსიროს, მთავარია ეს ყველამ ერთად გავაპიაროთ სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულზეც.


გიწვევთ ყველას, გიდებს, ტურისტულებს, უბრალო მოქალაქეებს, ჩემს მეგობრებს, სტუდენტებს, ტურიზმის ადმინისტრაციას, მედიას და ა.შ. მოკლე ვიდეო კადრებით დაგვათვალიერებინეთ საქართველო თუნდაც თქვენი სარკმლებიდან, სადაც ხართ იქაური სილამაზე გვაჩვენეთ, აღწერეთ სხვადასხვა ენაზე და ამას აუცილებლად ექნება შედეგი.

ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი მზად არის ყველა ვიდეო გააზიაროს და უფრო მეტად გააპიაროს თქვენი VIDEO-Self.


სანამ ექიმები და მთავრობა თავის საქმეს აკეთებენ COVID-19-ის დასამარცხებლად, ჩვენ გავერთიანდეთ და “ავიკლოთ" მსოფლიოს მოსახლეობა მცირე ვიდეო ჩანაწერებით აფხაზეთიდან, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, გურიიდან, იმერეთიდან, აჭარიდან, შიდა და ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, კახეთიდან, თბილისიდან და ყველა სოფლიდან, რომელსაც განსაკუთრებული სილამაზე აქვს. ჩაწერეთ კადრები, მოყევით სხვადასხვა ენაზე სად ვცხოვრობთ, რა კულტურა გვაქვს, როგორი ვენახები და მარნები გვაქვს, როგორი მუზეუმები და ა.შ.


გიწვევთ ახალ კამპანიაში #გადაიღე–საქართველო და აუცილებლად მოგვნიშნეთ პოსტებზე, რომ შევძლოთ თქვენი კადრების უფრო მეტად გავრცელება






0
106
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0