x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კორონავირუსი: საფრანგეთში ხანდაზმულებს უკვე აღარ მკურნალობენ

კორონავირუსი


ელზასი საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. აქ მდგომარეობა ბოლო საათების მანძილზე უკიდურესად დამძიმდა. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აქ იმ პაციენტებს, რომლებსაც Covid-19 დაუდგინდათ და რომლებიც ხანდაზმულ ასაკში არიან, ექიმები ყურადღებას აღარ აქცევენ. ამის ნაცვლად 80 წლის პაციენტებს მედიკოსები აძლევენ “მოკვდინების პროცესის შემამსუბუქებელ” მედიკამენტებს, კერძოდ კი საძილე საშუალებებს და მორფს.


სტრასბურგის კლინიკა ორშაბათს საათში ერთ პაციენტს იღებდა, რომელსაც ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდებოდა. კლინიკას ჯამში ხელოვნური სუნთქვის 90 აპარატი აქვს, თუმცა რესურსი ძალიან მალე ამოიწურა. ამიტომ დღეს ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ მხოლოდ პაციენტები 19-დან 80 წლის ასაკამდე, საიდანაც 90 პროცენტი 50 წელზე უფრო ახალგაზრდაა და არანაირ ქრონიკულ დაავადებებს არ უჩივის.


საუნივერსიტეტო კლინიკაში უკვე აღარ ტარდება ავთვისებიანი სიმსივნეების მოსაშორებლად დაგეგმილი ოპერაციები. მთელი საავადმყოფო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ყველა ავადმყოფი, რომელსაც სუნთქვა და ფეხზე დგომა შეუძლია, ჯანდაცვის სექტორმა შინ გაამწესა.



კორონავირუსი


რობერტ კოხის ინსტიტუტმა (RKI) ელზას-ლორენი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ შეაფასა კორონავირუსის მაღალი რისკის მქონე ზონად. ანალოგიურად აფასებს გერმანული სამეცნიერო დაწესებულება ასევე შამპან-არდენს, რომელიც ბელგიას ესაზღვრება.


დიდი აღმოსავლეთის რეგიონის ჯანდაცვის სამსახურების ცნობით, ოთხშაბათს აქ 3068 ადამიანი იყო კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოებში განაწილებული. აქედან 651 პაციენტი ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს. რეგიონში გლობალური პანდემიის დაწყებიდან დღემდე სიკვდილის 500 შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტების რაოდენობა იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ მათ უკვე დასავლეთ საფრანგეთში აგზავნიან ეშელონებით, რათა ადგილობრივი საავადმყოფოები ოდნავ მაინც განიტვირთოს.

0
452
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0