x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100965
  • ვიდეო:346190
  • სურათი:464461
როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი-რჩევები 6 უდიდესი მასწავლებლისგან, რომელთაც საკუთარი სკოლები გახსნეს
image

ძნელია გაიგო, თუ როგორ უნდა აღზარდო ბავშვი სწორად, როცა გარშემო ყველა სხვადასხვა რჩევას გაძლევს. უდიდესი პედაგოგებისა და ფსიქოლოგების მოსაზრებებიც კი შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.

ამ სტატიაში იმ უდიდესი ადამიანების მოსაზრებებს გთავაზობთ, რომლებიც ბავშვებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.


1.მონტესორის სისტემა, მარია მონტესორი


imageმარია მონტესორი პირველი ქალი იყო იტალიაში, რომელმაც სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. ის რამდენჯერმე იყო ნობელის პრემიაზე წარდგენილი. მისი აღზრდისეული მიდგომა კი ბევრ ქვეყანაშია პოპულარული.

მარია მონტესორის რჩევები:

1.ბავშვი თავაზიან მოპყრობას იმსახურებს, ამიტომ ზრდილობიანი თხოვნა მბრძანებლურ ტონზე უკეთესია.

2.ბავშვთან საუბრისას შეეცადეთ თქვენი თვალები ერთ დონეზე იყოს.

3.გაუკეთეთ პატარას მისი ზომის მაგიდა და სკამი, საკიდი, რომელსაც მისწვდება, რომ ქურთუკი დაკიდოს. ეს მას გააბედნიერებს.

4.არ გააკეთოთ ბავშვის მაგივრად ის, რისი გაკეთება მასაც შეუძლია.

5.თუ ბავშვს ყველაფრის გამო დასჯით, მას ყველას და ყველაფრის წინაშე დანაშაულის გრძნობა გაუჩნდება.

6.თუ ბავშვს მხარს უჭერთ და არ უშლით გრძნობების გამოხატვას, ის თავის თავში დარწმუნებული გაიზრდება.

7.მიეცით უფლება, რომ საყოფაცხოვრებო საქმეებში დაგეხმაროთ.

8.უყიდეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული სათამაშოები.


2.რეჯიო პედაგოგიკა, დამფუძნებელი- ლორის მალაგუცი

imageიტალიელმა ფსიქოლოგმა ლამაზი მეტაფორა მოიფიქრა: ბავშვი დაბადებიდან 100 ენაზე ლაპარაკობს. ანუ ბავშვი სამყაროსთან სხვადასხვა საშუალებით ურთიერთობს:ნახატებით, თამაშით, სიმღერით... მაგრამ უფროსები ხშირად 99 “ენას" ახშობენ ბავშვში. მშობელმა ბავშვს უნდა უსმინოს და დაეხმაროს, რომ ეს “ენები" ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს.

მალაგუცის იდეები:

1.არ არსებობს არასწორი პასუხი, არსებობს სხვადასხვა შეხედულება. არ უთხრათ ბავშვს, რომ რაღაც საკითხში მართალი არაა. ჰკითხეთ, რატომ ფიქრობს ასე და უთხარით, თუ როგორ შეიძლება კიდევ იფიქროს.

2.სანამ რამეს აუხსნით, ჰკითხეთ ბავშვს რა იცის ამ საკითხზე. თუ ბავშვს იმას ეტყვით, რაც უკვე იცის, ის ინტერესს დაკარგავს და აღარ მოგისმენთ. უფროსებიც ასე არიან.

3.დაუსვით რაც შეიძლება ბევრი ისეთი შეკითხვა, რაზეც პასუხის გაცემაა საჭირო. ასე ბავშვი აზროვნებას და საკუთარი აზრის გამოთქმას ისწავლის.

4.ხშირად მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთების უფლება.მაგალითად: რა სურს, რომ ჩაიცვას, რა შეჭამოს საუზმეზე და ა.შ.


3.ვალდორფის პედაგოგიკა. დამაარსებელი-რუდოლფ შტაინერი

imageვალდორფის სკოლის მიზანია აღზარდოს თავდაჯერებული ადამიანი, ასწავლოს შრომის სიყვარული და აღმოაჩინოს ბავშვში შემოქმედებითი უნარები. ამ სისტემას შეფასებები და საკონტროლოები არ აქვს, მაგრამ სახელმწიფო გამოცდებს ეს ბავშვები წარმატებით აბარებენ.

რუდოლს შტაინერის იდეები:

1.არ არსებობს ისეთი წიგნი, რომელიც მშობელს შვილთან ურთიერთობას ასწავლის.ყოველი ბავშვი უნიკალურია, ამიტომ უნდა შეგვეძლოს თითოეულის თავისებურებების დანახვა და მიღება.

2.ბავშვი საინტერესო და გასართობი ისტორიებით უფრო კარგად სწავლობს, ვიდრე სახელმძღვანელოს მოსაწყენი პარაგრაფებით.

3.ბავშვმა დიდი დრო უნდა გაატაროს ბუნებაში, ისწავლოს დაკვირვება, სილამაზის დანახვა და სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრება.

4.უბრალო სათამაშოები, მაგალითად ხის კუბიკი, ბავშვის წარმოსახვას უკეთესად ავითარებს.

5.უბრალო ყოველდღიური რიტუალები ეხმარება ბავშვს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, ამასთან, ორგანიზებულობასაც ეჩვევა. ამიტომ შეგიძლიათ დღე ლექსების გამეორებით, თამაშით და მოტორიკის განვითარებით დაიწყოთ.


4.სამერჰილის სკოლა, დამაარსებელი-ალექსანდრ ნილი

imageბრიტანელები ამ სკოლას “საკამათოს" უწოდებენ. ბავშვები დაახლოებით 3 თვე ისვენებენ, შემდეგ კი გაკვეთილებზე მიდიან. გარდა ჩვეული საგნებისა, სამერჰილში სწავლობენ ფოტოშოპს, მცენარეების მოვლას და სხვა სასარგებლო უნარებს.

ალექსანდრ ნილის შეხედულებები:

1.როცა ბავშვს “არას" ვეუბნებით, ბავშვი სწავლობს “არას" თქმას მთელი სამყაროსთვის.

2.რთული ბავშვი-ეს უბედური ბავშვია, რომელიც უთანხმოებაშია საკუთარ თავთან და სამყაროსთან. უფრო სწორია ვილაპარაკოთ არა რთულ ბავშვებზე, არამედ რთულ კაცობრიობაზე.

3.“რთული ბავშვის" მშობლები ერთი წუთით უნდა ჩამოსხდნენ და საკუთარ თავს ჰკითხონ:“გვერდზე ვედექი თუ არა ჩემს შვილს?" “მჯეროდა თუ არა მისი?"

4.ბავშვის ამოცანაა იცხოვროს თავისი ცხოვრებით, და არა იმით, რომელიც მისმა მშობლებმა და მასწავლებლებმა მოიფიქრეს მისთვის.

5.ბავშვი კი არ უნდა მოერგოს სკოლას, არამედ სკოლა ბავშვს.

6.ადამიანებს თავისუფლება სჭიდებათ, მაგრამ თავისუფლება და ყველაფრის უფლება-სხვადასხვა რამაა.

7.მშობლები ხშირად აშინებენ ბავშვებს მათი საქციელის საშინელი შედეგებით. მაგრამ უმჯობესია ბავშვს ასწავლოთ, რომ არ უნდა ეშინოდეს.


5.ინსტრუმენტალური პედაგოგიკა, დამფუძნებელი-ჯონ დიუი

imageაშშ-ში დიუის “პროგრესული განათლების მამას" უწოდებენ. ის თვლიდა, რომ სკოლების ამოცანაა ასწავლოს ბავშვს ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი, მის ხელთ არსებული საშუალებებით. ამიტომ ბავშვებმა კონკრეტული დავალებები უნდა შეასრულონ და არა აბსტრაქტული ამოცანები.

დიუის შეხედულებები:

1.ბავშვმა რაღაც უნდა აკეთოს და არა რაღაც იზეპიროს. სწორედ ქმედებას მიყავს ბავშვი შედეგთან.

2.ბავშვს წარუმატებლობის არ უნდა შერცხვეს. ჩავარდნები იმაში გვეხმარება, რომ უკეთესები გავხდეთ.

3.ყველა დიდი აღმოჩენა იმის შედეგია, რომ ვიღაცას თავისი წარმოსახვის გამოყენების არ შეეშინდა.


6.სელესტენ ფრენეს მეთოდი

imageფრენემ საკუთარი სკოლა 24 წლის ასაკში გახსნა. ის იმ ბავშვებს ეხმარებოდა, რომლებიც განვითარებაში ჩამორჩებოდნენ. მის სკოლაში სახელმძღვანელოები და საშინაო დავალებები არ იყო, მაგრამ მოსწავლეებს შესანიშნავი შედეგი ჰქონდათ და მრავალმხრივი ცოდნით გამოირჩეოდნენ.

ფრენეს იდეები:

1.ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაც კი შეიძლება აუტანელი გახდეს, როცა მის შესრულებას გაიძულებენ.

2.დასჯა ორივეს ამცირებს, ვისაც სჯიან მასაც, და დამსჯელსაც.

3.რაც უფრო ადრე მიეჩვევიან ბავშვები ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო საქმეების კეთებას, მით უფრო თავდაჯერებულნი გაიზრდებიან.

4.აკრძალვის და დასჯის მაგივრად ესაუბრეთ ბავშვს. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მას პატივს სცემენ და თვითონაც შეეჩვიოს იგივეთი გიპასუხოთ.


1
90
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
90
  
გამარჯობათ ჩემო საყვარელო მეგობრებო! ის რაც დღეს ხდება მთელს მსოფლიოში აქედან გამომდინარე გუგლში დავიწყე ძებნა როგორ გამოვიმუშავო თანხა ინტერნეტით საქართველოში მყოფი ფინანსურად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად ჰოდა მეც მივაგენი ერთერთ საიტს www.intermedia.ge აქ განთავსებული სტატიით შესაძლებელია თანხის გამომუშავება თქვენ უბრალოდ უნდა დარეგისტრირდეთ უმარტივესია, შეხვიდეთ მოიწონოთ, დააკომენტაროთ და გააზიაროთ. 5 წუთში ჩვეულებრივად ხდებით სიკეთის მკეთებელი!
ჰუმანური ფასეულობების სია გრძელია, მაგრამ დღეს მინდა ერთ მეტად მნიშვნელოვან ასპექტზე გავამახვილო ყურადღება. ესაა სხვისი დახმარების სურვილი.
სხვისი დახმარების სურვილი მოდის სოლიდარობიდან. სოლიდარობა არის ერთ-ერთი ჰუმანური ფასეულობა,რომელიც ნიშნავს სუბიექტის მიერ ობიექტის სასარგებლოდ ჩადენილი უანგარო ქმედებების აქტს.
სხვებისთვის გაწეული დახმარება შენში იწვევს კმაყოფილების, კარგად ყოფნის და ბედნიერიების შეგრძნებას. როდესაც აცნობიერებ, რომ შენზე სუსტს,მიუსაფარს თუნდაც მცირედით გაუწოდე ხელი,ეს შიგნიდან გავსებს სიკეთით.
ჩვენი ყოველდღიური საზრუნავის, პირადი პრობლემების მიღმა, როცა დგახარ ვინმეს წინაშე და მის თვალებში მადლიერებას ხედავ, ისეთი შეგრძნებაა,რომ სხვას ვერაფერს შეადარებ. შეიძლება ითქვას, სხვისი დახმარების სურვილი ეს ის შეუდარებელი იმპულსია, რომელიც ჩაგადენინებს სრულიად ალოგიკურ საქციელს შიშველი ენთუზიაზმით, ემპათიით, სოლიდარობით და უპირობო სიყვარულით. ესაა ზოგადჰუმანური პასუხისმგებლობა გააკეთო რამ, რაც გევალება როგორც გონიერ არსებას. სიყვარულით ემიგრანტი თათია ჯიჯიეშვილი
0 1 1