x
მეტი
  • 25.09.2020
  • სტატია:103529
  • ვიდეო:347803
  • სურათი:467853
ექვსი დღე და ... კიდევ უამრავი მილიონი წელი
ხანდახან ვფიქრობ, რომ როდესაც ჩვენ ღმერთის წინაშე წარვდგებით, ის აუცილებლად მოვა თითოეულ ჩვენგანთან, თვალებში შემოგვხედავს და წყნარად გვკითხავს:

- აბა რას იტყვი?

- რა მაქვს სათქმელი, უფალო? ცოდვილი ვარ, შემინდე... - დავიწყებ მე.



image




ის კი შემაწყვეტინებს და მეტყვის:

- ეს მე ისედაც ვიცი. ვიცი შენი თითოეული ნაბიჯი. მე მთელი ცხოვრება გაკვირდებოდი. მე სხვა რამე მაინტერესებს. როგორ მოგწონს ჩემ მიერ
შექმნილი დედამიწა?

- ვერ გავიგე, რას მეკითხებით, უფალო...

- რაა აქ გაუგებარი? ეს ხომ ძალიან მარტივია. მე მის შექმნას ექვსი დღე მოვანდომე... ექვსი დღე და კიდევ უამრავი მილიონი წელი და შენ წესიერად არც კი დაგითვალიერებია ის. გინახავს, რა ლამაზი თევზები მყავს წითელ ზღვაში? ვულკანები? - ისინი ხომ გრანდიოზულია და დიდებული.. და ჯუნგლები? ჯუნგლები იხილე? - დაბურული ტყეები, ყვავილებით და სოკოებით სავსე ველები, მანჭია მაიმუნები და ჭრელ-ჭრელი თუთიყუშები? დამტკბარხარ ჩანჩქერების სილამაზითა და სიდიადით? - მე ხომ მათ შესაქმნელად დიდი ძალისხმევა დამჭირდა. გინახავს ოდესმე ოკეანეში ლაღად მცურავი ვეშაპი - უზარმაზარი და ძლიერი? ალბათ გიმოგზაურია მუდმივი ყინულების სამეფოში და თვალი დაგიტკბია ყინვით შექმნილი ნაირ-ნაირი ორნამენტებითა და ნაყშებით. აბა მომიყევი, რა უფრო მოგეწონა დედამიწაზე, რაზე გწყდება გული, რომ მეორედ მას ვეღარ იხილავ?

მკითხავს უფალი და ვშიშობ, რომ მე ვიდგები თავდახრილი და შერცხვენილი და პასუხად ამოვილუღლუღებ:

- მე ამისათვის დრო არ მრჩებოდა..სამსახური, შვილები, სახლი, მანქანა... მე ბევრს ვმუშაობდი, შემდეგ ოჯახის შექმნა, შვილების გაზრდა, მერე სახლის ყიდვა და მოწყობა, ყოველდღიური საზრუნავი... მართლა მინდოდა ყველაფერი ეს მეხილა.. ვფიცავ, ძალიან მინდოდა, მაგრამ ხან დრო არ მყოფნიდა, ხან-ფული. მაპატიე, ღმერთო! ახლ ვნანობ ჩემ საქციელს. მართლა რამდენი რამე დავტოვე უნახავი, რამდენი რამის გაკეთება შემეძლო... მე ხომ ერთი ხეც არ დამირგავს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში... შემინდე, უფალო, მე ცოდვილი ვარ...

- ცოდვილი კი არა, სულელი ხარ!- მეტყვის ის...შენ ხომ ამის შანსი მეორედ აღარ მოგეცემა.

დიახ, ღმერთი მხოლოდ ერთხელ გვჩუქნის სიცოცხლეს, ერთხელ გვაძლევს შანსს და ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ყოველდღიურ საზრუნავზე გადართულებს გვავიწყდება, რამდენი სილამაზეა ჩვენს ირგვლივ. რამდენი საინტერესო ადგილია თუნდაც სულ ახლოს და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილებს, კომპიუტერის ეკრანს მიჯაჭვულებს ვერ ან არ მოგვინდომებია მისი ხილვა. ბევრი ჩვენგანი ამას მხოლოდ ახლა ხვდება, როცა კარანტინის ან თვითიზოლაციის გამო ოთახშია გამოკეტილი და ვერ ახერხებს ბუნებაში გასეირნებას, გაზაფხულის სილამაზით დატკბობას და ჟანგბადით გაჟღენთილი ჰაერით სუნთქვას. ეს კოშმარი ალბათ მალე გადაივლის, ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და ეს დღეები მხოლოდ არასასიამოვნო მოგონებად დარჩება, ბევრისათვის კი ის მკაცრ გაკვეთილად იქცევა...

იმოგზაურეთ, დატკბით ჩვენი პლანეტის სილამაზით, ჩვენ ირგვლივ ხომ უამრავი რამეა სანახავი... მეორე შანსი ამისათვის მართლაც აღარ გვექნება!



2
379
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
379
  
28 მარტი, 23:47
ჩვეულებრივი
28 მარტი, 12:36
:* :* :* საოცარი ადამიანი ხარ, მანჩო
0 1 2