x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
5 თინეიჯერული აუდიოწიგნი, რომელიც, თვითიზოლაციის პერიოდში, დროსა და სივრცეში გამოგზაურებთ
image


სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბა მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბის პრი­ვი­ლე­გია გახ­ლდათ, ადა­მი­ა­ნე­ბის მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ერთი ნივ­თი­სად­მი იყო მი­პყრო­ბი­ლი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, ქვეყ­ნი­დან კი არა, სა­კუ­თა­რი ოთა­ხი­დან გას­ვლის გა­რე­შე შე­ეძ­ლოთ ემოგ­ზა­უ­რათ დრო­სა და სივ­რცე­ში, ტუნ­დრა­სა თუ ტა­ი­გა­ში, უდაბ­ნო­ებ­სა თუ ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­ში, მი­წის­ქვე­შეთ­სა თუ ზე­ცი­ურ ქვეყ­ნებ­ში. ალ­ბათ, ამ მარ­ტივ გა­მო­ცა­ნას ბევ­რი გა­მო­იც­ნობს და მიხ­ვდე­ბა, რომ წიგნ­ზეა სა­უ­ბა­რი.


ამ­ბო­ბენ, რომ მკი­თხველ­სა და მწე­რალს შო­რის უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბი იბ­მე­ბა ხოლ­მე. თით­ქოს, შენ და ავ­ტო­რი მარ­ტო რჩე­ბით და ერ­თა­დერ­თი ხარ, ვი­საც ის ამ­ბავს უყ­ვე­ბა. თუკი ისურ­ვეთ, რომ ეს რე­ა­ლო­ბა იყოს და არა წარ­მო­სახ­ვა, მარ­თლაც ვინ­მე გიყ­ვე­ბო­დეთ ის­ტო­რი­ებს, თქვენ კი ოთა­ხებ­ში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი მშვი­დად უს­მენ­დეთ, აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის პლატ­ფორ­მა gudabooks.ge-ს უნდა ეს­ტუმ­როთ, სა­დაც სხვა­დას­ხვა ჟან­რის, უცხო­ე­უ­ლი და ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის 200-მდე წიგ­ნია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი.


ამ­ჯე­რად, 5 თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი აუ­დი­ო­წიგ­ნი შე­გირ­ჩი­ეთ, რომ­ლე­ბიც სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად გა­მოგ­ზა­უ­რებთ დრო­სა და სივ­რცე­ში.



1. ბრი­ტა­ნი კა­ვა­ლა­რო - „შარ­ლო­ტის კვა­ლი“

ჯე­ი­მი უოტ­სონს შე­რინ­გფორდში, კო­ნექ­ტი­კუ­ტში მდე­ბა­რე მო­სამ­ზა­დე­ბელ სკო­ლა­ში, გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლი მა­მის­გან სულ ერთი სა­ა­თის სა­ვალ­ზე, სა­რაგ­ბო სტი­პენ­დია ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ეს ნამ­დვი­ლად არ იყო ერ­თა­დერ­თი სირ­თუ­ლე: შე­რინ­გფორდში სწავ­ლობს შარ­ლოტ ჰოლმსიც, ცნო­ბი­ლი დე­ტექ­ტი­ვის შვილ­თაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლიც, რო­მელ­საც მისი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი წი­ნაპ­რის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით არა მხო­ლოდ გე­ნი­ა­ლო­ბა, არა­მედ აუ­ტა­ნე­ლი ხა­სი­ა­თიც ერგო. იმ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც კი ჯე­ი­მის შარ­ლოტ­ზე სმე­ნია, უმ­ჯო­ბე­სია, მი­სით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა შო­რი­დან გა­მო­ხა­ტოს.


ერ­თმა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რი­სას მათ შო­რის მუხ­ტი ჩნდე­ბა. ბე­დის­წე­რის მო­თხოვ­ნით, მათი მე­ტო­ქე­ო­ბა ბევ­რად საგ­რძნო­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ვიდ­რე სხვა ნე­ბის­მი­ე­რი წყვილს შო­რის, მაგ­რამ რო­დე­საც შე­რინ­გფორ­დე­ლი მოს­წავ­ლე სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბებ­ში კვდე­ბა, შერ­ლოკ ჰოლმსის ის­ტო­რი­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვით, ჯე­ი­მის აღარ შე­უძ­ლია გან­ზე დგო­მა. ჯე­ი­მი­სა და შარ­ლოტს მკვლე­ლო­ბა ბრალ­დე­ბათ, რომ­ლის გა­ბა­თი­ლე­ბაც მხო­ლოდ შარ­ლოტს შე­უძ­ლია. საფრ­თხე თან­და­თან იზ­რდე­ბა, უსაფრ­თხო გა­რე­მო აღარ­სა­დაა და სან­დოდ მხო­ლოდ ერ­თმა­ნე­თი­ღა რჩე­ბათ.



2. ერ­ნესტ კლა­ი­ნი - „პირ­ვე­ლი მო­თა­მა­შე, მო­ემ­ზა­დე!“

2044 წელი – სამ­ყა­რო ღრმა კრი­ზისს მო­უ­ცავს! რო­გორც კა­ცობ­რი­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი, უეიდ უოთ­სიც პირ­ქუ­ში გა­რე­მოს­გან თავ­და­საღ­წე­ვად მთელ დროს ოა­ზის­ში ატა­რებს – უზარ­მა­ზარ ვირ­ტუ­ა­ლურ უტო­პი­ა­ში, სა­დაც შე­გიძ­ლია იყო ის, ვინც გინ­და, იცხოვ­რო, ითა­მა­შო და იპო­ვო გუ­ლისს­წო­რი. და რო­გორც ყვე­ლა, უე­ი­დიც ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში­და­მა­ლუ­ლი პრიზ­ზე ოც­ნე­ბობს.


ოა­ზი­სის შემ­ქმნელ­მა, მი­ლი­არ­დელ­მა, ჯე­იმზ ჰე­ლი­დე­იმ, ათა­სი თავ­სა­ტე­ხი და­აპ­როგ­რა­მა მა­ძე­ბარ­თათ­ვის, სა­მა­გი­ე­როდ, ვინც ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბას გა­და­ლა­ხავს, უზარ­მა­ზა­რი თან­ხის მფლო­ბე­ლი გახ­დე­ბა, უკვე, რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში. უე­ი­დი პირ­ველ წი­ნა­ღო­ბას გა­და­ლა­ხავს, მაგ­რამ უეც­რად აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ მთე­ლი სამ­ყა­რო უე­იდს აკ­ვირ­დე­ბა. ათა­სო­ბით კონ­კურ­სან­ტი ერ­თვე­ბა ნა­დი­რო­ბა­ში, მათ შო­რის, მო­თა­მა­შე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მკვლე­ლო­ბა­საც კი ჩა­ი­დე­ნენ, ოღონდ კი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გზი­დან­ჩა­მო­ი­ცი­ლონ. უე­ი­დი­ახ­ლა უკვე არა მხო­ლოდ პრი­ზის მო­სა­პო­ვებ­ლად, არა­მედ სა­კუ­თა­რი და მე­გობ­რე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნა­დაც იბ­რძვის...



3. გეილ ფორ­მა­ნი - „თუ დავ­რჩე­ბი“

ზოგ­ჯერ თა­ვად აკე­თებ არ­ჩე­ვანს ცხოვ­რე­ბა­ში, ზოგ­ჯერ კი არ­ჩე­ვა­ნი ჩერ­დე­ბა შენ­ზე! მია ფიქ­რობ­და, რომ ადრე რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე იდგა: დარ­ჩე­ნი­ლი­ყო მუ­სი­კას­თან თუ მის გამო მე­გო­ბა­რი ბიჭი, ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მერე, თე­ბერ­ვლის ერთ დი­ლას, მია ოჯახ­თან ერ­თად მან­ქა­ნით გა­ემ­გზავ­რა, ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა და ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა.ერ­თის გარ­და ყვე­ლა არ­ჩე­ვა­ნი წარ­სულს ჩა­ბარ­და და მხო­ლოდ ეს ერთი იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.


რა მოხ­დე­ბა, თუ მია იცო­ცხლებს, თუ ეყ­ვა­რე­ბა, თუ დარ­ჩე­ბა? ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ტკი­ვი­ლით აღ­სავ­სე, რო­მან­ტი­კუ­ლი და ბო­ლოს მა­ინც იმე­დი­ა­ნი რო­მა­ნი სიყ­ვა­რულ­ზე, და­ნა­კარ­გსა და იმ სი­მა­მა­ცე­ზეა, რო­მელ­მაც მიას სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა და თა­ნაც მა­შინ, როცა ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ მის ხელ­ში იყო.



4. მი­შელ ფალ­კო­ფი - „Playlist-ის სა­ი­დუმ­ლო“

აი, რა იცის სემ­მა: იყ­ვნენ წვე­უ­ლე­ბა­ზე, იჩხუ­ბეს, მე­ო­რე დი­ლით კი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი გარ­დაც­ვლი­ლი ნახა. მას მე­გობ­რის­გან დარ­ჩა მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რათ­ზე სა­გან­გე­ბოდ მის­თვის ჩა­წე­რი­ლი სიმ­ღე­რე­ბი და წე­რი­ლი: „მო­უს­მი­ნე და ყვე­ლა­ფერს მიხ­ვდე­ბი“. მოკ­ლედ – დიდი სა­ი­დუმ­ლო, რაც სემ­მა უნდა ამოხ­სნას. იმის­თვის, რომ გა­ი­გოს, რა მოხ­და, სემი მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბებ­სა და ჰე­ი­დე­ნის და­ტო­ვე­ბულPlaylist-ს ენ­დო­ბა. ამა­სო­ბა­ში, გა­მოჩ­ნდე­ბა ვი­ღაც, ვინც ღამ­ღა­მო­ბით, ჰე­ი­დე­ნის სა­ხე­ლით, უც­ნა­ურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნის.


გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია: უნდა გა­არ­კვი­ოს, ვინ არის დამ­ნა­შა­ვე ჰე­ი­დე­ნის სიკ­ვდილ­ში. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ბევ­რია, და­წყე­ბუ­ლი ჰე­ი­დე­ნის მშობ­ლე­ბი­დან, ძმი­დან თუ „შა­რი­ა­ნი სა­მე­უ­ლი­დან“, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ახალ­გაც­ნო­ბი­ლი უც­ნა­უ­რი გო­გო­ნა­თი და, რაც მთა­ვა­რია, თა­ვად სე­მით! რაც მეტს იგებს, მით უფრო ბუნ­დო­ვან­დე­ბა სუ­რა­თი. უკან და­ხე­ვა კი შე­უძ­ლე­ბე­ლია – უნდა შე­ა­კო­წი­წოს და აღად­გი­ნოს ის ამ­ბა­ვი, მის მე­გო­ბარს რომ გა­დახ­და თავს. იქ­ნებ ამ გზით სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბაც შეც­ვა­ლოს. სხვა­თა­შო­რის, ამ­ჟა­მად, ამ წიგნს უფა­სოდ შე­გიძ­ლი­ათ მო­უს­მი­ნოთ gudabooks.ge-ზე.



5. მარ­კუს ზუ­ზა­კი - „წიგ­ნის ქურ­დი“

ეს წიგ­ნი ზუ­ზა­კის რო­მა­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ეს არის ამ­ბა­ვი ლი­ზელ­სა და მის მე­ზობ­ლებ­ზე. ეს ჰი­მელ-სტრი­ტის და­ბომბვის ის­ტო­რი­აა. 1939 წელი, ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია. ქვე­ყა­ნა სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლია. სიკ­ვდი­ლი ასე­თი მო­უც­ლე­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ცხრა წლის ლი­ზე­ლი დე­დო­ბილ-მა­მო­ბილ­თან ერ­თად ჰი­მელ-სტრიტ­ზე ცხოვ­რობს, მისი მშობ­ლე­ბი სა­კონ­ცენ­ტა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს. გო­გო­ნა წიგ­ნებს იპა­რავს, კი­თხუ­ლობს და ბო­ლოს თვი­თონ იწყებს წე­რას.


რო­მან­ში ბევ­რი რამ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია. მთა­ვა­რი გმი­რის, ლი­ზე­ლის დე­დო­ბილ-მა­მო­ბი­ლის მსგავ­სად, ავ­ტო­რის დედა გერ­მა­ნე­ლია, მამა მღე­ბა­ვად მუ­შა­ობ­და. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მარ­კუ­სი მშობ­ლე­ბის­გან ის­მენ­და სა­ო­ცარ ამ­ბებს ომზე, ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ზე, მი­უნ­ხე­ნის და­ბომბვა­ზე, სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­სა და იმ ებ­რა­ელ ტყვე­ებ­ზე, რომ­ლებ­საც მი­უნ­ხე­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ბა­ნა­კამ­დე სა­ნამ მი­იყ­ვან­დნენ, ერთი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი ფე­ხით უნდა გა­ევ­ლოთ – იმ ქა­ლაქ­ში მარ­კუ­სის დედა ცხოვ­რობ­და.

0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0