x
მეტი
  • 10.04.2020
  • სტატია:101035
  • ვიდეო:345734
  • სურათი:463845
ჩინეთიდან ჩეხეთში შეტანილი კორონავირუსის სწრაფი ტესტების 80 % უვარგისი აღმოჩნდა
კორონავირუსი


ადგილობრივი ჰიგიენისტები, რომლებმაც ჩინეთიდან ჩეხეთში შეტანილ კორონავირუსის სწრაფ ტესტებზე ცდები ჩაატარეს, იუწყებიან, რომ აღნიშნული დამხმარე საშუალებების 80 % არ მუშაობს და იძლევა ყალბ დადებით და ყალბ უარყოფით შედეგებს.


არადა, ჩეხეთმა სულ მცირე ხნის წინ შეძენილ ამ ტესტებში ორ მილიონ ევრომდე უკვე გადაიხადა, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ახლაღა გაირკვა, რომ მათი ეფექტურობა და საიმედოობის ხარისხი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ჰაერში აგდებული მონეტის ან მაგიდის ზედაპირზე გაგორებული კამათლის.


ჩინეთიდან ჩეხეთში შეტანილი სწრაფი ტესტების უდიდესი ნაწილი ვერ უზრუნველყოფს დაავადების აღმოჩენას საწყის ეტაპზე. უფრო მეტიც: ეს ტესტები თურმე სრულიად გამოუსადეგარია და მათი ღირებულება იმ მასალაზე ნაკლებია, რისგანაც ისინი დაამზადეს.



ამ ფაქტის შესახებ ოსტრავის საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს. მათ ერთსადაიმავე პაციენტებზე დაკვირვებისას სხვადასხვა ტესტი ხან უჩვენებდა, რომ პიროვნებები ავად იყვნენ, ხან კი უჩვენებდა, რომ იყვნენ სრულიად ჯანმრთელები.


კორონავირუსი


1
241
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
241
  
27 მარტი, 13:40
გიორგი ვაშაძე არ კითხულობს ამ სტატიას?
0 1 1